აქვს თუ არა კომუნიკაციების კომისიას მაუწყებლებში უხამს პროგრამებზე რეაგირების უფლება — კომისიის და საია-ს პოზიციები
ფოტო: Forbes
კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებლებს მოუწოდა, არ განათავსონ ეთერში ადამიანების ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი უხამსობის შემცველი პროგრამები და დაიცვან კანონმდებლობის მოთხოვნები. კომისია ამბობს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში კანონით მინიჭებული უფლებამოსილებით ისარგებლებს და ექნება რეაგირება, თუმცა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში განმარტავენ, რომ კომისიას კანონი არ ანიჭებს იმის უფლებას, რაზეც საუბრობს. მათივე განცხადებით, კომისია მოქალაქეთა უფლებების დაცვის საფარველს ამოფარებული, ცდილობს მაუწყებლების რეგულირებას, რისი უფლებამოსილებაც არ გააჩნია.
რას ეყრდნობა კომისიის განმარტება
კომუნიკაციების კომისიაში ამბობენ, რომ მედიამონიტორინგის ფარგლებში გამოავლინეს უხამსობის შემცველი გადაცემები და მათ აქვთ როგორც უფლებამოსილება, ასევე, ვალდებულება მოახდინონ შესაბამისი რეაგირება. არგუმენტად მათ 2009 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ მიერ მიღებული გადაწყვეტილებას მოაქვთ და ამტკიცებენ, რომ მანამდე კანონი მხოლოდ თვითრეგულირების მექანიზმით რეაგირების საშუალებას იძლეოდა, რაც შეიცვალა და ახლა ეს უფლება აქვს როგორც კომისიას, ასევე სასამართლოს.
უხამსობის მაგალითად კომისიას მოჰყავს მთავარი არხის წამყვანების მიერ გაჟღერებული განცხადებები. გარდა ამისა ამბობს, რომ TV პირველისა და იმედის ეთერში ისმოდა სიძულვილის ენა.
კანონი დღესაც გამორიცხავს საჩივრების საფუძველზე კომისიის მხრიდან ამ საკითხის განხილვას და უშვებს მხოლოდ სასამართლოს ზედამხედველობას
"საკონსტიტუციო სასამართლომ არა მხოლოდ კონსტიტუციურად მიიჩნია ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი უხამსობის შემცველი პროგრამების განთავსებაზე სამართლებრივი რეაგირება, არამედ დაადგინა სტანდარტი, რომ ასეთ შემთხვევებში უნდა არსებობდეს მაუწყებლის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი შესაძლებლობა. იმის გათვალისწინებით, რომ კომისიის თითოეული გადაწყვეტილება გადის ეფექტურ სასამართლო კონტროლს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სტანდარტი თანაბრად ვრცელდება საკითხის როგორც სასამართლოში, ისე კომუნიკაციების კომისიაში განხილვაზე.
შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიას, როგორც ქვეყანაში მედია პოლიტიკის განმსაზღვრელ უწყებას, არა მხოლოდ უფლებამოსილება, არამედ ვალდებულება აქვს მოახდინოს რეაგირება ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი უხამსობის შემცველი პროგრამის ან რეკლამის განთავსებაზე", — წერია კომისის მიერ 7 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში.
მათი თქმით, კანონის შესაბამისად, საეთერო პროგრამების განთავსების მართლზომიერება უნდა შეფასდეს შემდეგი კრიტერიუმების გამოყენებით:
- შეიცავს თუ არა პროგრამა ან რეკლამა ქმედებას, რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს;
- აქვს თუ არა პროგრამას ან რეკლამას საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება;
- ილახება თუ არა პროგრამის ან რეკლამის განთავსებით ადამიანის ან მოქალაქის ღირსება და ძირითადი უფლებები.
კომისიაში ამბობენ, რომ სწორედ დასახელებული კრიტერიუმების გამოყენებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეფასდება განეკუთვნება თუ არა გადაცემებში გასული მასალა უხამსობას და აკრძალულია თუ არა მისი ეთერში განთავსება.
რას პასუხობენ კომისიას საიაში
საიაში ამბობენ, რომ კომისიის აღნიშნული მსჯელობა არ გამომდინარეობს არც მაუწყებლობის შესახებ კანონიდან და არც საკონსტიტუციო სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილებიდან. მათი განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, უხამსობის შემცველ პროგრამაზე დაიშვა მხოლოდ სასამართლოს კონტროლი და გადაწყვეტილება არ იძლევა იმის უფლებას, რომ სამაუწყებლო პროგრამის უხამსობა გახდეს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შესწავლის ან რეაგირების საგანი.
"საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/421,422 გადაწყვეტილებით საქმეზე საქართველოს მოქალაქეები – გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია კანონით დადგენილი ეს შეზღუდვა სასამართლოსთან მიმართებით, რადგანაც ეს ეწინააღმდეგებოდა სასამართლოსთვის მიმართვის უფლებას. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, უხამსობის შემცველ პროგრამაზე დაიშვა მხოლოდ სასამართლოს კონტროლი, ხოლო კომისიის უფლებამოსილებასთან მიმართებით მას არც კი უმსჯელია.
ამ საქმეში საკონსტიტუციო სასამართლო ვერც იმსჯელებდა კომუნიკაციების ეროვნული კომისიისათვის მიმართვის აკრძალვის კონსტიტუციურობაზე, ვინაიდან დავის საგანი იყო კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით (კონსტიტუციის ძველი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი) დაცული სასამართლოსათვის მიმართვის უფლება", — აცხადებენ საიაში.
ორგანიზაციაში დამატებით განმარტავენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, სამართლიანი სასამართლოს უფლება უზრუნველყოფილია იმ სასამართლო ორგანოებისათვის მიმართვის გზით, რომელსაც საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს. კონსტიტუციის 59-ე მუხლის შესაბამისად, კი სასამართლო ხელისუფლებას ახორციელებენ საკონსტიტუციო სასამართლო და საქართველოს საერთო სასამართლოები. მათი თქმით, ვინაიდან კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი არ იცავს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისათვის მიმართვის უფლებას, საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება არ იძლევა იმის უფლებას, რომ სამაუწყებლო პროგრამის უხამსობა გახდეს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შესწავლის ან რეაგირების საგანი.
საიას განცხადებით, მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი პირდაპირ ასახავას კომისიის უფლებამოსილებებს მაუწყებლობის სფეროში, სადაც არაა ნახსენები უფლება საჩივრის საფუძველზე განიხილოს და შეაფასოს უხამსობის შემცველი კონტენტი. მათივე განმარტებით, ამავე კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი პირდაპირ გამორიცხავს კომისიის ამგვარ უფლებამოსილებას და ზედამხედველობის უფლებას, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მხოლოდ საერთო სასამართლოებს უტოვებს. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის ამგვარი უფლებამოსილება არ გამომდინარეობს არც კანონიდან და არც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან და პირიქით, ეწინააღმდეგება მათ.
"გვსურს ყურადღება გავამახვილოთ იმაზეც, რომ გამოხატვის შინაარსობრივი რეგულირება გულისხმობს აზრის/ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვას მისი შინაარსის გათვალისწინებით. ინფორმაციის შინაარსობრივი ფილტრაცია და იმის განსაზღვრა, თუ რომელი ინფორმაციის/აზრის გავრცელების შეზღუდვა არის კონსტიტუციურად გამართლებული, კანონის მიღებისათვის დამახასიათებელი გამჭვირვალე პროცედურის საფუძველზე, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ უნდა ხდებოდეს და ამ საკითხთან დაკავშირებით, ნებისმიერი სხვა ორგანოს შემოთავაზებული სტანდარტები თავისთავად არაავტორიტეტულია.
ამ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას იმ შემთხვევაში აქვს სამაუწყებლო მედიაში უხამსობის ან შეურაცხყოფის აღკვეთის ვალდებულება, როცა მას ამ უფლებამოსილებას ანიჭებს საქართველოს პარლამენტი, კანონით უხამსობის ცნების დეტალური რეგულაციის შემდეგ", — აცხადებენ საიაში და განმარტავენ, რომ ამგვარი საკანონმდებლო მანდატის გარეშე, დაირღვევა კონსტიტუციის მე-17 მუხლი, რაც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივ შეზღუდვას უკრძალავს.
საიაში ფიქრობენ, რომ საყურადღებოა ისიც, რომ კომისია კანონის ამგვარ განმარტებას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებიდან 11 წლის შემდეგ აკეთებს. მათი თქმით, ჩნდება კითხვა, თუ კომისიას ნამდვილად გააჩნდა ასეთი უფლებამოსილება, რატომ არ იყენებდა ის მას.
ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია მოუწოდებს კომისიას, აღარ გააკეთოს კანონის საწინააღმდეგო განმარტებები, ხოლო გადაწყვეტილების მიღებისას არ გასცდეს კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას.
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
კომენტარები