გულგრილობის ვირუსი კლავს — კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ
გულგრილობა #1
— უთხარი, მევასები, მაგარი გოგო ხარ და სიტუაცია თუ გაიჩითა, მიაწექი, რა უფრო. მაგათ [ქალებმა] თვითონ არ იციან, რა უნდათ...
გულგრილობა #2
— ვიფიქრე, პოლიციაში დავრეკო-მეთქი, მარა, რა ვიცი, უხერხული არ იყოს, უარეს ხათაბალაში არ გავხვიო.
— არ გინდა, არა, რა შენი საქმეა. ცოლ-ქმარი არიან, შერიგდებიან და იქით გისაყვედურებენ მერე...
გულგრილობა #3
— კარგი გადაუვლის, უარესებიც უქნია...უყვარხარ და გიყვარს...
ეს ფრაზები ამონარიდებია იმ აუდიოპიესებიდან, რომელიც ონლაინკამპანიის, გულგრილობის ვირუსი კლავს ფარგლებში მომზადდა და რომლის ავტორებიც ნესტან ნენე კვინიკაძე და ლაშა ბუღაძე არიან. კამპანია გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივითა და ევროკავშირის მხარდაჭერით, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმდინარეობს.
პრინციპში, გვჭირდება პიესა, მოთხრობა ან რამე თვალსაჩინოება იმის დასანახად და იმაში დასარწმუნებლად, რომ ქალებზე ძალადობენ და ამ ძალადობაზე თვალს ვხუჭავთ? — კი, გვჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ, ხანდახან, ეს მეტისმეტად ცხადიც კია, მოსახლეობის 41 პროცენტი დღემდე მიიჩნევს, რომ ოჯახში ძალადობა ოჯახის საქმეა. მეტიც, ხშირად, იმასაც ფიქრობენ, რომ ოჯახში ან პარტნიორებს შორის მომხდარი კონფლიქტი ძალადობა არაა. ამის პარალელურად კი 2017 წელს ჩატარებული გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქსტატის ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევის თანახმად, საქართველოში 7-დან ერთ ქალს ქმრის ან პარტნიორის მხრიდან ძალადობა გამოუცდია.
გულგრილობის ვირუსი კლავს — ეს კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი გლობალური აქტივიზმის ნაწილია. აუდიოპიესებისა და კამპანიის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი, ცნობიერების ამაღლების გაზრდაა საზოგადოებაში, რადგან მის სწორ რეაგირებას, ხშირად, ქალების სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.
რა ხდება ახლა, როცა კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვები ქალებს მოძალადის პირისპირ ერთ სივრცეში ტოვებს?
კორონავირუსით გამოწვეულმა შეზღუდვებმა და იზოლაციამ ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის საფრთხე კიდევ უფრო გაზარდა. გადაადგილების შეზღუდვისა და იზოლაციის დაწყებისთანავე ქალებისა და გოგოების მიმართ ყველა სახის ძალადობის, განსაკუთრებით კი ოჯახში ძალადობის შესახებ შეტყობინებების რაოდენობა გაიზარდა. სწორედ ახლა არის უფრო მეტად გაზრდილი საზოგადოების როლი და პასუხისმგებლობა. საზოგადოებაა ის, ვინც ამ სიტუაციაში გულგრილად არ უნდა დატოვოს ძალადობის შემთხვევები, რომლებიც მეზობლის, მეგობრის, თუ, უბრალოდ, ნაცნობის სახლის კარს მიღმა ხდება.
აღნიშნული კამპანია პროექტის "ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში" ნაწილია, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია გაეროს მოსახლეობის ფონდთან ერთად, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტი ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და მასზე რეაგირებისთვის საჭირო პოლიტიკისა და კანონმდებლობის გამართვას, ასევე, შესაბამისი ინსტიტუციების შესაძლებლობების გაზრდას ემსახურება. გარდა ამისა, პროექტის მიზანი საზოგადოებაში არსებული ნეგატიური გენდერული სტერეოტიპების, სოციალური ნორმებისა და დამოკიდებულებების შეცვლა, ქალთა უფლებების მხარდაჭერა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობაა.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი საერთაშორისო კამპანია 1990-იანი წლების დასაწყისიდან აღინიშნება. იგი მიზნად საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობის დემონსტრირებას ისახავს. წელს კამპანიის მთავარ აქცენტი ის "ჩრდილოვან პანდემიაა", რომელიც COVID-19-ის გავრცელებას მოჰყვა. გაეროს ქალთა ორგანიზაცია უერთდება ძალადობაგამოვლილ ადამიანებს, აქტივისტებს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, გაეროს სისტემასა და ყველა სოციალური ფენის წარმომადგენლებს, რათა უფრო ცხადად გამოკვეთოს, თუ რაოდენ საჭიროა დაფინანსება, აუცილებელი მომსახურებები, პრევენცია და მონაცემები, რომელთა მეშვეობით, ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობაზე მეტად ინფორმირებული რეაგირება იქნება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის პირველ ექვს თვეში ოჯახში ძალადობის 2 607 შემთხვევა მოხდა, მათ შორის 11 მკვლელობით დასრულდა. 15 ივლისამდე პერიოდში 5 304 შემაკავებელი ორდერი გამოწერა.
კანონით შესაძლებელია, მოძალადე განარიდონ მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილიდან იმ შემთხვევაშიც, როდესაც საცხოვრებლის მესაკუთრე მოძალადეა. ასევე, შესაძლებელია მსხვერპლისა და მისი არასრულწლოვანი შვილის სახელმწიფო თავშესაფარში გადაყვანა.
ოჯახში ძალადობა არ გულისხმობს მხოლოდ ფიზიკურ შეხებას. ოჯახის წევრის მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლა, მუქარა, შანტაჟი, სიტყვიერი შეურაცხყოფა ასევე ოჯახური ძალადობაა და კანონით აკრძალულია.
ოჯახში ძალადობის შემთხვევაში პოლიციის გამოძახება შესაძლებელია 112-ზე დარეკვით. ზარი უფასოა. საკონსულტაციო მომსახურების გაწევის მიზნით ფუნქციონირებს ცხელი ხაზი: 116 006. შესაძლებელია 112-ის აპლიკაციის გადმოწერაც, სადაც ღილაკზე SOS დაჭერით პოლიციასთან შეტყობინება შევა და სამართალდამცველები ლოკაციის მიხედვით გიპოვიან. აღსანიშნავია ისიც, რომ არსებობს არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს სხვადასხვა ტიპის დახმარებას უფასოდ სთავაზობენ.
გაიგეთ მეტი:
-
რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას
გადახედვა
-
ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე მსჯავრდებული გიორგი დავითაძის საქმეზე ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე მსჯავრდებული გიორგი დავითაძის საქმეზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა
გადახედვა
-
ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
კომენტარები