სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებმა მიმდინარე პროცესების გასაპროტესტებლად "შეურიგებლობის მანიფესტს" მოაწერეს ხელი
ფოტო: კადრი ვიდეოდან / ფორმულა
სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებმა დღეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ვილნიუსის სკვერში გააპროტესტეს. მათ ხელი მოაწერეს "შეურიგებლობის მანიფესტს", მხარდაჭერა გამოუცხადეს ოპოზიციურ პარტიებს და მოუწოდეს მოქალაქეებს, რომ შემოუერთდნენ ამ ბრძოლას.
ერთ-ერთი ხელმომწერი იყო ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე, რომელმაც განაცხადა, რომ ეს ბრძოლა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების არ არის და იგი აერთიანებს იმ ადამიანებს, რომელთათვისაც დემოკრატიული განვითარება მნიშვნელოვანია. მისი თქმით, დღევანდელი ღონისძიებით ისინი აჩვენებენ იმას, რომ იმ პროცესებთან შეგუება, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს "შეუძლებელია".
მანიფესტი თანახმად, ხელმომწერები:
-
მოწოდებენ თითოეულ მოქალაქეს, შემოუერთდნენ სამართლიან ბრძოლას და დადგნენ ისტორიის სწორ მხარეს.
"ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ხელისუფლების წყარო ვართ ჩვენ — ხალხი და სწორედ ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, როგორ სახელმწიფოში გვსურს ცხოვრება", — ნათქვამია მანიფესტში. -
მხარს უჭერენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ძალისხმევას, მოუწოდებენ მათ შეინარჩუნონ მტკიცე ერთობა და ყველა მშვიდობიანი და სამართლებრივი საშუალებით დაიცვან საქართველოს ამომრჩეველთა უმრავლესობის ნება.
-
მოუწოდებენ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოს პარტნიორებს, დაიკავონ მკაფიო, ერთმნიშვნელოვანი პოზიცია საქართველოს დემოკრატიული განვითარების დასაცავად.
-
მოწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გაიაზროს მათ მიერ შექმნილი კრიზისის კრიტიკულობა. გაიაზროს ის, რომ ჩამოშლილ სახელმწიფოს ისინი არ შეეგუებიან.
გარდა ამისა, ხელმომწერები ამბობენ, რომ 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნებით მმართველმა გუნდმა მოსახლეობას "ხელიდან გამოგლიჯა" არჩევანის ფუნდამენტური, კონსტიტუციური უფლება.
ხელმომწერებს შორის, ასევე, იყვნენ სამოქალაქო აქტივისტები, ჟურნალისტები, მუსიკოსები. გარდა ამისა, ღონისძიებაზე იმყოფებოდა საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილიც.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდა. ოპოზიცია შედეგებს არ აღიარებს და ბოიკოტის რეჟიმშია — ისინი პარლამენტში არ შედიან. გუშინ საქართველოს ამერიკის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ეწვია, მან ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სამოქალაქო სექტორთან და პატრიარქთან შეხვედრები გამართა. პარალელურად მიმდინარეობდა ოპოზიციის მდუმარე აქციაც.
-
ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო სწავლება დაიწყო ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო სწავლება დაიწყო
გადახედვა
-
კაია კალასი: ქართველ ხალხს ევროპული მომავალი უნდა, მაგრამ მათ ამას "ქართული ოცნება" სისტემატურად ართმევს კაია კალასი: ქართველ ხალხს ევროპული მომავალი უნდა, მაგრამ მათ ამას "ქართული ოცნება" სისტემატურად ართმევს
გადახედვა
-
ხვალ, EU უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერებს გახსნის ხვალ, EU უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერებს გახსნის
გადახედვა
-
სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმიდან მოსამართლე მანანა კობახიძის თვითგანრიდების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმიდან მოსამართლე მანანა კობახიძის თვითგანრიდების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
გადახედვა
-
Global Finance: საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკია ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის Global Finance: საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკია ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის
-
როგორ ირჩევს Global Finance მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს როგორ ირჩევს Global Finance მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს
-
ევროსაბჭომ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარების გამო 77 ფიზიკური პირი დაასანქცირა ევროსაბჭომ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარების გამო 77 ფიზიკური პირი დაასანქცირა
გადახედვა
-
მომთაბარე პოდკასტი: ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — ფრინველების დიდი მიგრაცია მომთაბარე პოდკასტი: ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — ფრინველების დიდი მიგრაცია
-
როცა ხელოვნური ინტელექტი ფიზიკურ სამყაროში გადადის — რობოტიკიდან ბიოტექნოლოგიამდე როცა ხელოვნური ინტელექტი ფიზიკურ სამყაროში გადადის — რობოტიკიდან ბიოტექნოლოგიამდე
გადახედვა
-
"მცხეთობასთან" დაკავშირებით მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება "მცხეთობასთან" დაკავშირებით მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
გადახედვა
-
ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა
გადახედვა
-
გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი
გადახედვა
-
Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია
გადახედვა
-
თემურ ჭყონია აცხადებს, რომ მათი საქმიანობა რუსეთში "კოკა-კოლას" გაყიდვასთან დაკავშირებული არ არის თემურ ჭყონია აცხადებს, რომ მათი საქმიანობა რუსეთში "კოკა-კოლას" გაყიდვასთან დაკავშირებული არ არის
გადახედვა
-
POG: რუსთავის N6-ე ციხის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა POG: რუსთავის N6-ე ციხის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
-
10 სერიალი, რომლებსაც არცერთი ცუდი სერია არ ჰქონია 10 სერიალი, რომლებსაც არცერთი ცუდი სერია არ ჰქონია
გადახედვა
-
რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა? რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა?
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება დაიწყო - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება დაიწყო - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
-
ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
გადახედვა
-
სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრამპისგან რუსულ დიზელზე გარიგების გაუქმებას მოითხოვს სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრამპისგან რუსულ დიზელზე გარიგების გაუქმებას მოითხოვს
გადახედვა
-
Google-ის AI დეტექტორით სარგებლობა უკვე ყველას შეგვიძლია — როგორ გამოვიყენოთ SynthID Detector Google-ის AI დეტექტორით სარგებლობა უკვე ყველას შეგვიძლია — როგორ გამოვიყენოთ SynthID Detector
გადახედვა
კომენტარები