ჩატბოტის გრძნობებზე თამაში აღარ გაგივათ! — Claude-თან მოპყრობაზე შეზღუდვებს აწესებენ
ფოტო: WIRED STAFF; GETTY IMAGES
8 ოქტომბერს Anthropic-მა სამომხმარებლო პოლიტიკა განაახლა. ეს დოკუმენტიც თავად ხელოვნური ინტელექტის (AI) სისწრაფით იცვლება, თუმცა ბოლო განახლებაში რაღაც უფრო საინტერესოს შენიშნავთ: კომპანია AI-ს ადამიანებისგან "იცავს".
ერთ-ერთ ქვესექციაში — სახელად "ჩვენი მოდელებისადმი შეურაცხმყოფელი ქმედებების აღმოსაფხვრელად" — კომპანია აცხადებს, რომ მოდელებისადმი "უწყვეტ არასაჭირო შეურაცხმყოფელ ან სასტიკ ქმედებებს" აკრძალავს. ასეთ შემთხვევებში Claude უბრალოდ შეწყვეტს მომხმარებელთან საუბარს.
კომპანიამ სწრაფადვე დააზუსტა, რომ ამ წესებს მომხმარებლების სტანდარტული გაღიზიანების საპასუხოდ არ ნერგავენ. ეს არ ეხება არც მოდელთან შეწინააღმდეგებას, ე. წ. ბნელ შემოქმედებით თემებს, მოდელების ტესტირებას ან კვლევას.
როგორც წესი, აქამდე Claude-ის გამოყენებაზე დაწესებული შეზღუდვები ან მომხმარებლის დაცვისკენ იყო მიმართული, ან საზოგადოებრივი კეთილდღეობის მსახურებისკენ. მაგალითად, Anthropic-მა მკაცრი შეზღუდვები დააწესა სექსუალურ ფანტაზიებზე, რომლებშიც მის აგენტებს შეეძლოთ ჩართვა ანდა ძალადობრივი აქტების განსახორციელებლად ინფორმაციის მოპოვების მცდელობებზე; მიზანი ის იყო, რომ შესაძლო ტერორისტულ თავდასხმასა თუ მასობრივ უბედურებაში თანამონაწილეობა აერიდებინათ თავიდან.
ბოლო ცვლილების ფარგლებში, შეიძლება ითქვას, უკვე დაცვის ობიექტი იცვლება — კომპანია ამ შემთხვევაში ხელოვნური ინტელექტის დაცვას ცდილობს და არა რეალური მომხმარებლების ან საზოგადოების.
ყოველივე ამან, ცხადია, კიდევ უფრო გაამძაფრა დებატები იმაზე, აქვს თუ არა AI-ს ცნობიერება. სხვათა შორის, ამაზე გაცილებით ბევრი ადამიანი კამათობს, ვიდრე წარმოგიდგენიათ. New York Times-ის ცნობით, კრის ოლამ — Anthropic-ის თანადამფუძნებელმა, რომელსაც AI-ს ცნობიერებისა სჯერა — ახლახან ვატიკანსა და რელიგიის მკვლევრების პატარა ჯგუფს არგუმენტებით მიმართა. მათ საბოლოოდ უარყვეს ოლას მტკიცებები და მხარი არ დაუჭირეს მას.
ახალი სამომხმარებლო პოლიტიკა 2026 წლის 12 ნოემბრიდან ამოქმედდება. შესაბამისად, მანამდე შეგიძლიათ თავაზიანობაში გავარჯიშდეთ, ოღონდ ნამეტანი არ მოგივიდეთ: თქვენი "მადლობა" კომპანიებს შეიძლება მილიონები დაუჯდეთ.
იხილეთ: თავაზიანობის ფასი — ChatGPT-სთვის მადლობის თქმა მილიონობით დოლარი ჯდება
კომენტარები