შესაწირი ყუთი "გაციფრულდა": ტერმინალით გადახდას უკვე ეკლესიაშიც შეძლებთ
ფოტო: GARSHEMO
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
შესაწირი ყუთი "გაციფრულდა": როგორც ჩანს, ტერმინალით გადახდა უკვე ეკლესიაშიც იქნება შესაძლებელი.
"ციფრული შესაწირის" ფოტო 12 ოქტომბერს გვერდმა GARSHEMO (დედამიწის გარშემო) გაავრცელა. TV პირველთან საუბრისას საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ, ფაქტის ნამდვილობა დაადასტურა და განაცხადა:
"რომელ ტაძრებსაც ექნება სურვილი და საჭიროება, მიმართავს ბანკს და დაუდგამენ".
ქართული მედიის მიხედვით, მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ, რომ ტერმინალი ვაკეში, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარში, დგას.
საქართველოს საპატრიარქოს გვერდზე ამ დროისთვის ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.
კომენტარები