ავატარის სამყარო იზრდება — მისი შემქმნელები Avatar: The Last Airbender-ის პრიქველზე მუშაობენ. ახალი სერიალი მეამბოხე თინეიჯერი ავატარის, კურუკის ისტორიას მოგვიყვება.

პრიქველის შესახებ ფრენჩაიზის შექმნელებმა ნიუ-იორკის Comic Con-ზე განაცხადეს და დამსწრეებს ავატარი კურუკისა და მისი ცხოველის, ნიკიკის კადრებიც აჩვენეს.

ფოტო: EW

Skydance-ის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ "კურუკის მიზანია, თავის ბრაზიან მასწავლებელსა და ხმაურიან მეკობრეებს აჯობოს, ამავდროულად კი, სამყაროს თავისებური გზებით დაეხმაროს".

ავატარი: ჰაერის უკანასკნელი მბრძანებელი 4 ელემენტის ერად დაყოფილ სამყაროზე მოგვითხრობს, რომელშიც ერთადერთი, ვისაც ოთხივე ელემენტის მართვა შეუძლია, ავატარია.

ფოტო: Netflix

თავდაპირველ ანიმაციურ სერიალს 2 გაგრძელება მოჰყვა: The Legend of Korra (ლეგენდა კორაზე) და Avatar: Seven Havens (ავატარი: შვიდი სამოთხე).

2024 წელს Netflix-მა ამბის "ლაივ ექშენ" ვერსიაც გამოუშვა, თუმცა განსხვავებული კრეატიული ხედვის გამო Netflix-სა და ავატარის შემქმნელებს შორის თანამშრომლობა დასრულდა. 2021 წლიდან ისინი Nickelodeon-თან ერთად მუშაობენ.