ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთის წინააღმდეგ 1600 სასანქციო ჩანაწერი დაამტკიცეს — ამის შესახებ ევროკომისარმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა X-ზე დაწერა.

მისი განმარტებით, სანქციების ნახევარზე მეტი დაკავშირებულია ბალისტიკური რაკეტების წარმოების ჯაჭვთან. მისივე თქმით, ამ ნაბიჯით რუსეთისთვის იარაღის წარმოებას აძვირებენ, რომელსაც ქვეყანა უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს.

"ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ახლახან დაამტკიცეს თითქმის 1 600 ახალი სასანქციო ჩანაწერი რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წინააღმდეგ.

ეს არის ჩვენი სასანქციო სიის ყველაზე მასშტაბური გაფართოება მას შემდეგ, რაც რუსეთმა ომი დაიწყო.

ევროპა კიდევ ერთხელ აჩვენებს ერთიან ფრონტს.

სანქციების ნახევარზე მეტი დაკავშირებულია ბალისტიკური რაკეტების წარმოების ჯაჭვთან.

ჩვენ მნიშვნელოვნად ვართულებთ, ვანელებთ და ვაძვირებთ რუსეთისთვის იმ იარაღის წარმოებას, რომელსაც ის უკრაინელების დასახოცად იყენებს", — დაწერა კაია კალასმა.