ირაკლი კობახიძე: დევნილები საცხოვრისის მაგივრად ფულად კომპენსაციას მიიღებენ — ₾10 000-ს ოჯახის თითოეულ წევრზე
მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თითოეულ დევნილ ოჯახს, რომელსაც წარსულში არ აქვს მიღებული საცხოვრისი ან შესაბამისი კომპენსაცია, ექნება უფლება, შესაბამის სააგენტოში შეიტანოს განაცხადი და საცხოვრისის ნაცვლად ფულადი კომპენსაცია მიიღოს. კომპენსაცია დევნილი ოჯახის თითოეულ წევრზე 10 000 ლარს ითვალისწინებს.
"თითოეულ დევნილ ოჯახს, რომელსაც წარსულში არ აქვს მიღებული საცხოვრისი ან შესაბამისი კომპენსაცია, ექნება უფლება, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის სააგენტოში შეიტანოს განაცხადი, საცხოვრისის ნაცვლად, ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ. კომპენსაციის ოდენობა იქნება 10 000 ლარი დევნილი ოჯახის თითოეულ წევრზე. კომპენსაციები გაიცემა განცხადების შეტანის რიგითობის შესაბამისად," — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის განმარტებით, აღნიშნული პროგრამისთვის მიმდინარე წელს 58 მილიონი ლარი გამოიყოფა. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ფულადი კომპენსაციების გაცემის პარალელურად, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა და "სოფლად სახლის" პროგრამა გაგრძელდება.
კობახიძის თქმით, 2012 წლიდან 45 ათასზე მეტ დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადაეცა ახალი, კეთილმოწყობილი საცხოვრისი. მიმდინარე მშენებლობების დასრულების შემდეგ, ახალი ბინები დამატებით 2,600 დევნილ ოჯახს გადაეცემა.
"საქართველოს მთავრობა 2012 წლიდან წარმატებით ახორციელებს დევნილთა განსახლების პროგრამას. 2012 წელთან შედარებით, 10-ჯერ გაიზარდა დევნილთა მხარდაჭერისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი. შედეგად, 45 ათასზე მეტ დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადაეცა ახალი, კეთილმოწყობილი საცხოვრისი. პარალელურად, წარმატებით ხორციელდება სოფლად სახლის პროგრამა, რომლის ფარგლებში მიმდინარე წელს 2000-მდე ოჯახმა შეძლო სახელმწიფოს მხარდაჭერით სოფლად სახლის შეძენა. მიმდინარე მშენებლობების დასრულების შემდეგ, ახალი ბინები დამატებით 2,600 დევნილ ოჯახს გადაეცემა," — განაცხადა კობახიძემ.
-
შესაწირი ყუთი "გაციფრულდა": ტერმინალით გადახდას უკვე ეკლესიაშიც შეძლებთ შესაწირი ყუთი "გაციფრულდა": ტერმინალით გადახდას უკვე ეკლესიაშიც შეძლებთ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
"ქართული ოცნების" ლიდერებს რაში სჭირდებათ ყალბი გვერდები? — კახა კალაძე ISFED-ის კვლევაზე "ქართული ოცნების" ლიდერებს რაში სჭირდებათ ყალბი გვერდები? — კახა კალაძე ISFED-ის კვლევაზე
გადახედვა
-
ნახეთ: დააფიქსირეს ოკეანის ბინადარი, რომელმაც მასზე დიდი თევზი გადაყლაპა ნახეთ: დააფიქსირეს ოკეანის ბინადარი, რომელმაც მასზე დიდი თევზი გადაყლაპა
გადახედვა
-
ფრინველებსაც აქვთ დიალექტები — რატომ ჭიკჭიკებენ ისინი სხვადასხვა რეგიონში განსხვავებულად? ფრინველებსაც აქვთ დიალექტები — რატომ ჭიკჭიკებენ ისინი სხვადასხვა რეგიონში განსხვავებულად?
გადახედვა
-
EU-მა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებულ 1 600-მდე ფიზიკურ პირს სანქციები დაუწესა EU-მა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებულ 1 600-მდე ფიზიკურ პირს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: დევნილები საცხოვრისის მაგივრად ფულად კომპენსაციას მიიღებენ — ₾10 000-ს ოჯახის თითოეულ წევრზე ირაკლი კობახიძე: დევნილები საცხოვრისის მაგივრად ფულად კომპენსაციას მიიღებენ — ₾10 000-ს ოჯახის თითოეულ წევრზე
გადახედვა
-
"გაუგებარია, გაერკვევა საქართველოს მთავრობა" — პაპუაშვილი ქართული პროდუქციის რუსეთში იმპორტის აკრძალვაზე "გაუგებარია, გაერკვევა საქართველოს მთავრობა" — პაპუაშვილი ქართული პროდუქციის რუსეთში იმპორტის აკრძალვაზე
გადახედვა
-
როცა სიკვდილიც ვერ გაშორებთ — ნახეთ ახალი სიტკომი გაბეზრებულ ვამპირ ცოლ-ქმარზე (ტრეილერი) როცა სიკვდილიც ვერ გაშორებთ — ნახეთ ახალი სიტკომი გაბეზრებულ ვამპირ ცოლ-ქმარზე (ტრეილერი)
-
"ქართულ ოცნებას" ყველაფერი ყალბი და ხელოვნური სძულს და უყვარს და პატივს სცემს ყველაფერს ნამდვილს — შალვა პაპუაშვილი ყალბ ანგარიშებზე "ქართულ ოცნებას" ყველაფერი ყალბი და ხელოვნური სძულს და უყვარს და პატივს სცემს ყველაფერს ნამდვილს — შალვა პაპუაშვილი ყალბ ანგარიშებზე
გადახედვა
-
გამოძიების განახლების მოთხოვნით თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა პროკურატურასთან აქცია დღესაც გამართეს გამოძიების განახლების მოთხოვნით თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა პროკურატურასთან აქცია დღესაც გამართეს
გადახედვა
-
ევროპული წარმოების SeaWill-ისა და Food Luck-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია ევროპული წარმოების SeaWill-ისა და Food Luck-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
-
ნარუტოს სამყაროში სიახლეებია — ახალი მანგა და სერიალი გამოდის ნარუტოს სამყაროში სიახლეებია — ახალი მანგა და სერიალი გამოდის
გადახედვა
-
ბათუმში მშენებარე ცათამბჯენში ხანძარი გაჩნდა ბათუმში მშენებარე ცათამბჯენში ხანძარი გაჩნდა
გადახედვა
-
რამ გამოიწვია Yandex-ის სერვისების შეფერხება რამ გამოიწვია Yandex-ის სერვისების შეფერხება
გადახედვა
-
გამოავლინეს ფრინველები, რომელთა ბგერებიც ბურღსა და ელექტროხერხზე ხმამაღალია — მოუსმინეთ გამოავლინეს ფრინველები, რომელთა ბგერებიც ბურღსა და ელექტროხერხზე ხმამაღალია — მოუსმინეთ
გადახედვა
-
ანდრეი სიბიჰა: რუსეთმა ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მისი გამოცხადებისთანავე დაარღვია ანდრეი სიბიჰა: რუსეთმა ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მისი გამოცხადებისთანავე დაარღვია
გადახედვა
-
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
-
ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
გადახედვა
-
სანამ საქართველოს მთავრობა წინ არ წავა ევროპული ღირებულებებისკენ, ჩვენ მათთან არ ვითანამშრომლებთ — რა განცხადებები გაკეთდა ლუქსემბურგში? სანამ საქართველოს მთავრობა წინ არ წავა ევროპული ღირებულებებისკენ, ჩვენ მათთან არ ვითანამშრომლებთ — რა განცხადებები გაკეთდა ლუქსემბურგში?
გადახედვა
-
ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზიდან გადავარდა ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზიდან გადავარდა
გადახედვა
კომენტარები