ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნები იცვლება - მას დამატებით კრიტერიუმად შესაბამის სფეროში შესაბამისი სპეციალობით საქმიანობის არანაკლებ 10-წლიანი სამუშაო გამოცდილების ქონა მოეთხოვება. ამის შესახებ IPN-ის ცნობით, "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონთან დაკავშირებით მომზადებული პროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია და მას დაჩქარებული წესით განიხილავენ.

აღნიშნული სიახლის გარდა, ეროვნული ბანკის საბჭოს უფლებამოსილება ენიჭება, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წევრად დარგის ექსპერტი მოიწვიოს და ექსპერტის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, შერჩევის წესი და შრომის ანაზღაურება განსაზღვროს.

IPN-ის ცნობით, კიდევ ერთი სიახლეა ის, რომ განისაზღვრება ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისიის გადაწყვეტილებების სასამართლოში გასაჩივრების ერთთვიანი ვადა და დგინდება, რომ გასაჩივრება გადაწყვეტილების მოქმედებას არ აჩერებს

"ეროვნული ბანკის შესახებ" კანონის ფარგლებში დაგეგმილი ცვლილებების გათვალისწინებით, "ფულის ნიშნებისა"და "ემისიის" ცნებები ფართოვდება - მასში აისახება ფულის ნიშნების ციფრული ფორმით გამოშვება. ასევე განისაზღვრება ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები.