ირაკლი კობახიძე: 12 000 ლარზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, მას კორუფციისკენ უბიძგებ
"რადიო თავისუფლების" ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს დამატებით 25 ლარით პენსიების მატებასთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა. კერძოდ, იყო თუ არა პენსიის ოდენობის გაზრდა განპირობებული საზოგადოების კრიტიკით.
კობახიძის განმარტებით, თუ არც ერთი მთავრობის წევრი არ აიღებს ხელფასს, პენსია 3 ლარზე ნაკლებით გაიზრდება. მისი თქმით, მაღალჩინოსნების ხელფასები ბიუჯეტის 0.1%-ზე ნაკლებია.
"საჯარო პოლიტიკური თანამდებობის პირების ხელფასები ერთად დავაჯამოთ და წარმოვიდგინოთ, რომ არცერთი საჯარო პოლიტიკური თანამდებობის პირი არ იღებს ხელფასს — არც პრეზიდენტი, არც პრემიერმინისტრი, არც პარლამენტის თავმჯდომარე, არც ერთი დეპუტატი, არც ერთი მინისტრი, არც ერთი მინისტრის მოადგილე, სულ გავანულოთ ეს ხელფასები თეორიულად, პენსია გაიზრდებოდა 3 ლარზე ნაკლებით. ასეთია მომცემულობა. ამ ხელფასების ჯამი არის ბიუჯეტის 0.1%-ზე ნაკლები. ამიტომ როცა შედარება მოგყავთ, ადარებენ ხოლმე, რომ ერთ დეპუტატს მაგალითად აქვს 30 პენსიონერის ხელფასი ან პრემიერმინისტრს, პრეზიდენტს აქვს 40 პენსიონერის ხელფასი, შეგიძლიათ ნახოთ გერმანია, სადაც ანალოგიურია, გერმანიაში მინიმალური პენსიასა და კანცლერის ხელფასს შორის დაახლოებით 30-მაგი სხვაობაა," — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შემდეგ კობახიძემ მინისტრების ხელფასსა და პენსიებს შორის სხვაობაზე ისაუბრა და მაგალითად კერძო სექტორში გაზრდილი ანაზღაურება მოიყვანა. მისივე თქმით, თუ მთავრობის წარმომადგენლებს 12 000 ლარზე ნაკლები ხელფასი ექნებათ, ეს კორუფციას წაახალისებს.
"მინისტრებზე სპეკულირებენ, რომ პენსიონერზე 30-ჯერ მეტი ხელფასი აქვთ. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ მინისტრს თუ მისცემ იმაზე ნაკლებ ხელფასს, რაც აქვს, 12 000 ლარზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, ეს ნიშნავს იმას, რომ უბიძგებ კორუფციისკენ. კერძო სექტორში ხელფასები არის რადიკალურად გაზრდილი და მინისტრი რა საქმესაც აკეთებს და რა პასუხისმგებლობაც აქვს, იმის ანალოგიურ პოზიციაზე კერძო სექტორში მას ექნებოდა დაახლოებით მინიმუმ 50 000 და 100 000 ლარი ხელფასი და ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ 12 000 ლარი მინისტრისთვის არის ბევრი, ნორმალურია ეს? არ არის ბევრი მინისტრს 12 000 ლარი ხელფასი აუცილებლად უნდა ჰქონდეს," — განაცხადა კობახიძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, "ჰქონდათ თუ არა ქართული ოცნების ყოფილ წევრებს კორუფციისკენ ბიძგი", კობახიძემ განმარტა, რომ იმ პერიოდში "ხელფასი არ იყო გამოწვევებისა და პასუხისმგებლობის ადეკვატური". მან ასევე აღნიშნა, რომ ადრე პარტიის დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი, "საკუთარი სახსრებით უფინანსებდა საჯარო მოსამსახურეებს ხელფასის დანამატებს, რაც ანტიკორუფციული ზომა იყო".
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, ნაცვლად ინდექსაციის წესით გათვალისწინებული 20 ლარისა, 45 ლარით გაიზრდება.
-
ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
გადახედვა
-
Google-ის AI დეტექტორით სარგებლობა უკვე ყველას შეგვიძლია — როგორ გამოვიყენოთ SynthID Detector Google-ის AI დეტექტორით სარგებლობა უკვე ყველას შეგვიძლია — როგორ გამოვიყენოთ SynthID Detector
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მონოლით ჯგუფი Monolith New Depo-ს პროექტს ახორციელებს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მონოლით ჯგუფი Monolith New Depo-ს პროექტს ახორციელებს
-
რომის პაპი ლეო აცხადებს, რომ ფილტვზე მცირე წარმონაქმნის გამო ოპერაციას გაიკეთებს რომის პაპი ლეო აცხადებს, რომ ფილტვზე მცირე წარმონაქმნის გამო ოპერაციას გაიკეთებს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 12 000 ლარზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, მას კორუფციისკენ უბიძგებ ირაკლი კობახიძე: 12 000 ლარზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, მას კორუფციისკენ უბიძგებ
გადახედვა
-
რიკარდ იოზვიაკი: EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრების პოზიცია იგივეა — საქართველში სერიოზული პოლიტიკური უკუსვლაა რიკარდ იოზვიაკი: EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრების პოზიცია იგივეა — საქართველში სერიოზული პოლიტიკური უკუსვლაა
გადახედვა
-
გამოავლინეს 17 "კატასტროფული" საფრთხე, რომლებიც ადამიანებს ამ საუკუნეში გვემუქრება გამოავლინეს 17 "კატასტროფული" საფრთხე, რომლებიც ადამიანებს ამ საუკუნეში გვემუქრება
გადახედვა
-
კობახიძე: აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის შუამავლის გარეშე იმპორტმა შესაძლოა ტარიფი შეამციროს კობახიძე: აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის შუამავლის გარეშე იმპორტმა შესაძლოა ტარიფი შეამციროს
გადახედვა
-
ნებისმიერი ღირებულების ავტომობილი 0%-იანი თანადაფინანსებით — რას სთავაზობს Lion Auto მომხმარებლებს ნებისმიერი ღირებულების ავტომობილი 0%-იანი თანადაფინანსებით — რას სთავაზობს Lion Auto მომხმარებლებს
-
Avatar: The Last Airbender-ის პრიქველზე მუშაობა დაწყებულია Avatar: The Last Airbender-ის პრიქველზე მუშაობა დაწყებულია
გადახედვა
-
ჩატბოტის გრძნობებზე თამაში აღარ გაგივათ! — Claude-თან მოპყრობაზე შეზღუდვებს აწესებენ ჩატბოტის გრძნობებზე თამაში აღარ გაგივათ! — Claude-თან მოპყრობაზე შეზღუდვებს აწესებენ
გადახედვა
-
ეუთოს თავმჯდომარე იგნაციო კასისი 14-16 ოქტომბერს საქართველოსა და სომხეთს ეწვევა ეუთოს თავმჯდომარე იგნაციო კასისი 14-16 ოქტომბერს საქართველოსა და სომხეთს ეწვევა
გადახედვა
-
ISFED: "ქართული ოცნების" მხარდასაჭერად ორ დღეში 400-ზე მეტი არაავთენტიკური ანგარიში შეიქმნა ISFED: "ქართული ოცნების" მხარდასაჭერად ორ დღეში 400-ზე მეტი არაავთენტიკური ანგარიში შეიქმნა
გადახედვა
-
შესაწირი ყუთი "გაციფრულდა": ტერმინალით გადახდას უკვე ეკლესიაშიც შეძლებთ შესაწირი ყუთი "გაციფრულდა": ტერმინალით გადახდას უკვე ეკლესიაშიც შეძლებთ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
"ქართული ოცნების" ლიდერებს რაში სჭირდებათ ყალბი გვერდები? — კახა კალაძე ISFED-ის კვლევაზე "ქართული ოცნების" ლიდერებს რაში სჭირდებათ ყალბი გვერდები? — კახა კალაძე ISFED-ის კვლევაზე
გადახედვა
-
ნახეთ: დააფიქსირეს ოკეანის ბინადარი, რომელმაც თავისზე დიდი თევზი გადაყლაპა ნახეთ: დააფიქსირეს ოკეანის ბინადარი, რომელმაც თავისზე დიდი თევზი გადაყლაპა
გადახედვა
-
ფრინველებსაც აქვთ დიალექტები — რატომ ჭიკჭიკებენ ისინი სხვადასხვა რეგიონში განსხვავებულად? ფრინველებსაც აქვთ დიალექტები — რატომ ჭიკჭიკებენ ისინი სხვადასხვა რეგიონში განსხვავებულად?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: დევნილები საცხოვრისის მაგივრად ფულად კომპენსაციას მიიღებენ — ₾10 000-ს ოჯახის თითოეულ წევრზე ირაკლი კობახიძე: დევნილები საცხოვრისის მაგივრად ფულად კომპენსაციას მიიღებენ — ₾10 000-ს ოჯახის თითოეულ წევრზე
გადახედვა
-
მთავრობა 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსიას დამატებით 25 ლარით ზრდის მთავრობა 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსიას დამატებით 25 ლარით ზრდის
გადახედვა
-
"როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესს, არანაირი პირადი ინტერესი არ გამაჩნია" — კალაძე შესაძლო დასანქცირებაზე "როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესს, არანაირი პირადი ინტერესი არ გამაჩნია" — კალაძე შესაძლო დასანქცირებაზე
გადახედვა
კომენტარები