"ქართველ ხალხს ევროპული მომავალი უნდა, მაგრამ ამას "ქართული ოცნება" სისტემატურად ართმევს მათ", — ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი განმარტებით, საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა უარესდება. მისივე თქმით, საქართველოს თემას იანვარში დაუბრუნდებიან.

"საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა უარესდება, სულ უფრო მეტი ოპოზიციური პარტია დგას აკრძალვის წინაშე და "უცხოური აგენტების კანონი" სამოქალაქო საზოგადოებას ახრჩობს.

ქართველ ხალხს ევროპული მომავალი უნდა, მაგრამ მათ ამას "ქართული ოცნება" სისტემატურად ართმევს.

ჩვენი ამჟამინდელი მიდგომა ვერც საკმარის ზეწოლას ქმნის ცვლილებისთვის და ვერც ევროპული სტრატეგიული ინტერესების სრულად განხორციელების საშუალებას გვაძლევს. ამ თემას იანვარში დავუბრუნდებით", — განაცხადა კალასმა.

ცნობისთვის, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც დღეს, 12 ოქტომბერს, ლუქსემბურგში გაიმართა, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს მდგომარეობაც განხილეს.

სხდომას ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი, ხელმძღვანელობდა.