სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმიდან მოსამართლე მანანა კობახიძის თვითგანრიდების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსამართლე მანანა კობახიძის შუამდგომლობა, რომლითაც ის პარტიების აკრძალვის თაობაზე წარდგენილი კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდებას ითხოვდა.
სასამართლოს ოფიციალური ინფორმაციით, მანანა კობახიძემ საქმის ჩამოცილების თხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს 9 ოქტომბერს მიმართა.
შუამდგომლობაში საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის წევრი აღნიშნავდა, რომ აღნიშნულ სარჩელსა და მასთან დაკავშირებულ პროცედურულ თუ სამართლებრივ დეტალებზე მუშაობამ შესაძლოა საზოგადოებასა და პროცესის მონაწილეებში მისი მიუკერძოებლობისა და ობიექტურობის მიმართ გონივრული ეჭვები გაუჩინოს, რაც საქმისგან ჩამოცილების საკმარისი საფუძველია.
მოსამართლე განმარტავდა, რომ საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი მისი პოლიტიკური წარსული — იგი გახლდათ ქართული ოცნების დამფუძნებელი წევრი და გარკვეული პერიოდი პარტიის თავმჯდომარის პოსტსაც იკავებდა. ამასთან, ქართული ოცნების წევრობისას იგი მერვე და მეცხრე მოწვევის პარლამენტის დეპუტატად აირჩიეს, სადაც საპასუხისმგებლო პოზიციებზე საქმიანობდა.
"პოლიტიკური საქმიანობის დაწყებამდე, როგორც უფლებადამცველი ადვოკატი და შემდგომ, უკვე სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისას, იგი სხვადასხვა ტრიბუნიდან, საჯაროდ, აქტიურად აკრიტიკებდა კონსტიტუციური სარჩელის მოპასუხე მხარეს და მთავარ ფიგურანტ პარტიას — ერთიანობა —ნაციონალურ მოძრაობას და მის კონკრეტულ წევრებს (რომელთა ნაწილიც ამჟამად წინამდებარე კონსტიტუციურ სარჩელში დასახელებულ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენს) მათი მმართველობის პერიოდთან დაკავშირებული სისტემური დანაშაულებისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევების გამო. პოლიტიკური დებატებისას, მათგან ღიად მოითხოვდა პასუხისმგებლობის აღებას სწორედ იმ ქმედებებზე, რომლებიც კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, ამ პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის მთავარ არგუმენტებად არის მოხმობილი. მეტიც, პარლამენტის ერთ-ერთ პლენარულ სხდომაზე, რომელიც საჯაროდ გადაიცემოდა, ერთიანობა — ნაციონალური მოძრაობის წევრებს მან პირდაპირ მოუწოდა პარტიის დაშლისა და პოლიტიკური ველიდან საერთოდ წასვლისაკენ.
შუამდგომლობაში მოსამართლე ასევე მიუთითებს, რომ კონსტიტუციური სარჩელის მოპასუხე მხარის მიმართ წარსულში, მის მიერ ღიად და საჯაროდ გაკეთებული მწვავე განცხადებები, ბუნებრივია, შემორჩენილია, როგორც უშუალოდ განცხადებების ადრესატთა, ისე საზოგადოების წევრთა მეხსიერებაში. აღნიშნული განცხადებები საყოველთაოდ ხელმისაწვდომია ინტერნეტ სივრცეშიც, შესაბამისად, მედიასაშუალებებისა და სხვა დაინტერესებული პირების მიერ მათი მოძიება და ფართო აუდიტორიამდე მიტანა მარტივად არის შესაძლებელი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი მანანა კობახიძე მიიჩნევს, რომ სუბიექტური თვალსაზრისით, არ არსებობს მის მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველი, ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად არჩევის შემდგომ, ფიცის დადების დღიდან იგი მოქმედებს მხოლოდ კონსტიტუციის შესაბამისად, მოსამართლის მაღალი პასუხისმგებლობით, პირადი განწყობებისა თუ დამოკიდებულებებისაგან სრულიად თავისუფლად. შესაბამისად, წარსულში პოლიტიკოსის რანგში გაკეთებული განცხადებები გავლენას ვერ მოახდენს მის მიუკერძოებლობაზე წინამდებარე საქმის განხილვისა და გადაწყვეტის დროს. თუმცა, ამის მიუხედავად, მოსამართლეს მიაჩნია, რომ კუმულაციურად, ზემოთ დასახელებულმა გარემოებებმა, საქმის განხილვის მონაწილეებს, საზოგადოებასა და, ზოგადად, ობიექტურ დამკვირვებელს, შესაძლოა, გაუჩინოს საფუძვლიანი ეჭვები და კითხვის ნიშნები კონსტიტუციური სარჩელის განხილვისა და გადაწყვეტის პროცესში მის მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, რაც, იმავდროულად, შეარყევს საზოგადოების ნდობას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიუკერძოებლობისა და ობიექტურობის მიმართ და დააზიანებს სასამართლოს რეპუტაციას.
აღნიშნულ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, შუამდგომლობის ავტორი მიიჩნევს, რომ "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, არსებობს №1979 კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან მისი თვითგანრიდების საფუძველი", — ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არ დააკმაყოფილა მოსამართლე მანანა კობახიძის შუამდგომლობა. სასამართლო განმარტავს, რომ პოლიტიკურ წარსულში გაკეთებული განცხადებების გამო მოსამართლის ჩამოცილების დაშვება საშიშ პრეცედენტს შექმნიდა და ორგანოს ნორმალურ ფუნქციონირებას შეაფერხებდა.
"მსგავსი სტანდარტის დამკვიდრება ხელს შეუშლის საკონსტიტუციო სასამართლოს ეფექტიან ფუნქციონირებას და გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლოა, მისი გაუმართლებელი პარალიზებაც კი გამოიწვიოს. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ ქვეყანაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების განხორციელების კონსტიტუციური კომპეტენცია მხოლოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გააჩნია. ეს უკანასკნელი კი შედგება კონსტიტუციითვე განსაზღვრული რაოდენობის მოსამართლეებისაგან, რომელთა აცილების შემთხვევაში, არ არსებობს სხვა მოსამართლით მათი ჩანაცვლების შესაძლებლობა. ამდენად, მოსამართლის აცილების საფუძველი არ უნდა იყოს იმდენად ფართო, რომ საფრთხე შეუქმნას სასამართლოს ნორმალურ ფუნქციონირებას. შესაბამისად, აცილების ინსტრუმენტის გამოყენება უნდა მოხდეს საკმარისი სიფრთხილით, რათა, ერთი მხრივ, საფრთხე არ შეექმნას სასამართლოს ფუნქციონირებას, ხოლო, მეორე მხრივ, სასამართლომ არ დაკარგოს საზოგადოების ის ნდობა, რომელსაც დემოკრატიულ საზოგადოებაში უსათუოდ უნდა ატარებდეს და მის არსებით მახასიათებელს წარმოადგენდეს.
მოსამართლე მანანა კობახიძის მიერ გახმოვანებული კრიტიკა, საკუთრივ ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის მიმართ განხორციელდა მისი პოლიტიკური საქმიანობის პროცესში საკმაოდ დიდი ხნის წინ, განპირობებულია პოლიტიკური დაპირისპირების პათოსით და შინაარსობრივად შეიცავს მკაცრ, თუმცა ზოგადი ხასიათის კრიტიკულ გამონათქვამებს, რაც იმ პერიოდში დამახასიათებელი იყო იმ პოლიტიკური გუნდის პოზიციისათვის, რომლის წარმომადგენელიც იყო მანანა კობახიძე და, რასაც, ზოგადად, აჟღერებდა აღნიშნული პოლიტიკური პარტიის არაერთი წევრი.
საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში იღებს რა ზემოთ აღწერილ გარემოებებს, არ ეთანხმება მოსამართლე მანანა კობახიძის მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ №1979 კონსტიტუციური სარჩელის და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი თუ პროცედურული საკითხების განხილვაში მისმა ჩართულობამ, გამორიცხულია საკონსტიტუციო სამართალწარმოების მონაწილეებს, საზოგადოებასა და, ზოგადად, ობიექტურ დამკვირვებელს, გაუჩინოს მყარი ეჭვები საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მიკერძოებასთან დაკავშირებით. კერძოდ, მის მიერ მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანება ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს წევრობისა და სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში გაკეთებული საჯარო განცხადებების შინაარსის, ფორმისა და კონტექსტის, აგრეთვე, წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში გადასაწყვეტ საკითხებთან ამ განცხადებების მჭიდრო და პირდაპირი კავშირის არარსებობის პირობებში, საკონსტიტუციო სამართალწარმოების მონაწილეებს, საზოგადოებასა და ობიექტურ დამკვირვებელს არ უნდა გაუჩინოს ცალსახა და დამაჯერებელი ვარაუდი, რომ მოსამართლე მანანა კობახიძე №1979 კონსტიტუციური სარჩელის განხილვისას დაარღვევს საქართველოს კონსტიტუციას, მოსამართლის ფიცს და მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ პრინციპებს.
ზემოაღნიშნული ფაქტებისა და გარემოებების გათვალისწინებით, მოსამართლის თანამდებობაზე განწესებამდე, მისი პოლიტიკური აქტივობისას გაკეთებული განცხადებების შინაარსის, თუნდაც მკაცრი კრიტიკის პირობებში, აცილების წინაპირობად განსაზღვრა, გამოიწვევს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის პარალიზებას და უარყოფითად აისახება ამ ინსტიტუციის როგორც მიუკერძოებლობაზე, ასევე ობიექტურობაზე. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, მანანა კობახიძის შუამდგომლობა №1979 კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს", — ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომლის პლენუმის შემადგენლობაში არიან: რევაზ ნადარაია, ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, გოგა კიკილაშვილი, მანანა კობახიძე, სერგო მეთოფიშვილი, გიორგი მოდებაძე და ვასილ როინიშვილი.
- 7 ოქტომბერს ევროპარლამენტში საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხზე დებატები გაიმართება
- რატომ კრძალავს "ქართული ოცნება" ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას?
- გიორგი გახარია: აგვკრძალავენ თუ არა, ჩვენ უკან არ დავიხევთ საქართველოს დემოკრატიის აღდგენისა და მისი ევროპული გზის დაცვაში
- "ქართული ოცნება" გახარიას პარტიის გაუქმებასაც ითხოვს
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით პირველი სარჩელი 2025 წლის 31 ოქტომბერს იქნა შეტანილი. მაშინ საუბარი იყო 3 პარტიის აკრძალვაზე. ესენია: ერთიანობა — ნაციონალური მოძრაობა (ენმ), კოალიცია ცვლილებისთვის (გვარამია, მელია, გირჩი, დროა), ძლიერი საქართველო — ლელო (ხალხისთვის, თავისუფლებისთვის).
სარჩელს 88 დეპუტატი აწერდა ხელს (ქართული ოცნება + ხალხის ძალა + ევროპელი სოციალისტები).
მეორე (განახლებული) სარჩელი: 2026 წლის 20-21 აპრილს შეიტანეს. ქართულმა ოცნებამ ძველი სარჩელი უკან გამოითხოვა და ახალი შეიტანა, სადაც იმავე სამ პარტიას დაემატა მეოთხე — ფედერალისტები (თამარ ჩერგოლეიშვილი, გიგა ბოკერია). მიზეზად დაასახელეს 2026 წლის 2 მარტს შექმნილი ოპოზიციური ალიანსი, რომელშიც 9 პარტია გაერთიანდა და ფედერალისტებმაც გაიზიარეს "არაკონსტიტუციური მიზნები".
ორივე შემთხვევაში, მცირე პარტიები (დროა, გირჩი-მეტი თავისუფლება, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო, რესპუბლიკური პარტია) სარჩელში მოხსენიებულია, მაგრამ მათი აკრძალვა ჯერჯერობით მოთხოვნილი არ არის "არსებითი გავლენის არქონის" გამო.
ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის, გახარია საქართველოსთვის აკრძალვასთან დაკავშირებითაც მიმდინარე წლის 21 სექტემბერს მიმართა.
-
კაია კალასი: ქართველ ხალხს ევროპული მომავალი უნდა, მაგრამ მათ ამას "ქართული ოცნება" სისტემატურად ართმევს კაია კალასი: ქართველ ხალხს ევროპული მომავალი უნდა, მაგრამ მათ ამას "ქართული ოცნება" სისტემატურად ართმევს
გადახედვა
-
სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმიდან მოსამართლე მანანა კობახიძის თვითგანრიდების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმიდან მოსამართლე მანანა კობახიძის თვითგანრიდების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
გადახედვა
-
Global Finance: საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკია ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის Global Finance: საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკია ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის
-
საქართველოს განადგურების მოწოდებისა და ქართველების შეურაცხყოფისთვის რუსეთში მოქალაქე 10 000 რუბლით დააჯარიმეს საქართველოს განადგურების მოწოდებისა და ქართველების შეურაცხყოფისთვის რუსეთში მოქალაქე 10 000 რუბლით დააჯარიმეს
გადახედვა
-
როგორ ირჩევს Global Finance მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს როგორ ირჩევს Global Finance მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს
-
BMG: მამუკა მდინარაძემ საკონსულტაციო კომპანია დააფუძნა BMG: მამუკა მდინარაძემ საკონსულტაციო კომპანია დააფუძნა
გადახედვა
-
მომთაბარე პოდკასტი: ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — ფრინველების დიდი მიგრაცია მომთაბარე პოდკასტი: ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — ფრინველების დიდი მიგრაცია
-
როცა ხელოვნური ინტელექტი ფიზიკურ სამყაროში გადადის — რობოტიკიდან ბიოტექნოლოგიამდე როცა ხელოვნური ინტელექტი ფიზიკურ სამყაროში გადადის — რობოტიკიდან ბიოტექნოლოგიამდე
გადახედვა
-
ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა
გადახედვა
-
გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი
გადახედვა
-
Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია
გადახედვა
-
თემურ ჭყონია აცხადებს, რომ მათი საქმიანობა რუსეთში "კოკა-კოლას" გაყიდვასთან დაკავშირებული არ არის თემურ ჭყონია აცხადებს, რომ მათი საქმიანობა რუსეთში "კოკა-კოლას" გაყიდვასთან დაკავშირებული არ არის
გადახედვა
-
POG: რუსთავის N6-ე ციხის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა POG: რუსთავის N6-ე ციხის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
-
რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა? რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა?
გადახედვა
-
კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება დაიწყო - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება დაიწყო - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
-
ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
გადახედვა
-
სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრამპისგან რუსულ დიზელზე გარიგების გაუქმებას მოითხოვს სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრამპისგან რუსულ დიზელზე გარიგების გაუქმებას მოითხოვს
გადახედვა
-
Google-ის AI დეტექტორით სარგებლობა უკვე ყველას შეგვიძლია — როგორ გამოვიყენოთ SynthID Detector Google-ის AI დეტექტორით სარგებლობა უკვე ყველას შეგვიძლია — როგორ გამოვიყენოთ SynthID Detector
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მონოლით ჯგუფი Monolith New Depo-ს პროექტს ახორციელებს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მონოლით ჯგუფი Monolith New Depo-ს პროექტს ახორციელებს
-
რომის პაპი ლეო აცხადებს, რომ ფილტვზე მცირე წარმონაქმნის გამო ოპერაციას გაიკეთებს რომის პაპი ლეო აცხადებს, რომ ფილტვზე მცირე წარმონაქმნის გამო ოპერაციას გაიკეთებს
გადახედვა
კომენტარები