13 ოქტომბერს ევროკავშირი უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მეორე და მესამე კლასტერებს გახსნის. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, ირლანდიის მინისტრი ევროპის საკითხებში, ტომას ბირნი X-ზე წერს.

"მონტენეგროს ორშაბათს" ალბანეთის, მოლდოვისა და უკრაინისთვის კიდევ ერთი "სუპერ სამშაბათი" მოჰყვება.

შემიძლია დავადასტურო, რომ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო შეთანხმდა შემდეგზე:

გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერების გახსნა უკრაინისა და მოლდოვისთვის;

3 თავის დახურვა მონტენეგროსთვის (17, 18, 19);

მე-20 თავის დახურვა ალბანეთისთვის", — დაწერა ტომას ბირნიმ.