მომთაბარე პოდკასტი: ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — ფრინველების დიდი მიგრაცია
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ყოველ შემოდგომაზე აჭარის ცაზე ბუნების ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სანახაობა იშლება. აქ მილიონზე მეტი მტაცებელი ფრინველის მიგრაციის ხილვაა შესაძლებელი. ბევრი მათგანი ათასობით კილომეტრს ისე ფარავს, რომ გზა არასდროს უსწავლია.
როგორ პოულობენ ფრინველები გზას რუკის გარეშე? რატომ გადის მათი მიგრაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მარშრუტი სწორედ აჭარის ცაზე და რა საიდუმლოებებს მალავს ეს წარმოუდგენელი მოგზაურობა?
მომთაბარე პოდკასტის ახალ ეპიზოდში ფრინველების დიდ გადაფრენას აჭარაში გავყევით. ამ მოგზაურობაში ჩვენთან ერთადაა ორნითოლოგი ალექსანდრე ქიტიაშვილი, რომელიც ფრინველების მიგრაციის თავისებურებებსა და მათი წარმოუდგენელი მოგზაურობის საიდუმლოებებზე გვიყვება.

კომენტარები