უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ Yandex-ის მონაცემთა ცენტრებზე მიტანილი იერიშების შემდეგ, კომპანია დაზიანებული აღჭურვილობის ოპერატიულად შეცვლას ვერ შეძლებს. რუსული მედიის ცნობით, ახალი აღჭურვილობის მიწოდებას ექვს თვემდე დასჭირდება.

ზარალის რაც შეიძლება სწრაფად ასანაზღაურებლად, Yandex აღჭურვილობას სხვადასხვა არხით, მათ შორის საზღვარგარეთიდან შეიძენს, თუმცა, ფასები მოკლევადიან პერსპექტივაში გაიზრდება.

ცნობისთვის, 11 ოქტომბერს, უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ქალაქ ვლადიმირში მდებარე Yandex-ის მსხვილ მონაცემთა ცენტრზე იერიში მიიტანეს. რუსულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Yandex-მა განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად ობიექტის ინფრასტრუქტურა დაზიანდა. დარტყმის შემდეგ შენობაში ხანძარი გაჩნდა, რის გამოც ცენტრმა მუშაობა სრულად შეაჩერა.