იყო თუ არა ლოქდაუნის საჭიროება და სად დაუშვა შეცდომა ქვეყანამ — EPRC-ის კვლევა
ფოტო: Financial Times
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებზე, ლოქდაუნის აუცილებლობასა და ქვეყნების მხრიდან ვირუსთან ბრძოლის სტრატეგიაზე კვლევას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ კორონავირუსის პრობლემის მასშტაბი და სიმწვავე გადაჭარბებულია, ხოლო სახელმწიფოს რეაქცია პრობლემაზე არ იყო და კვლავაც არ არის მისი თანაზომადი.
"უდავოა, რომ ვირუსი 2020 წლის მთავარი გამოწვევა გახდა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით მნიშვნელოვან საფრთხეებს წარმოშობს. დიახ, მსოფლიო თანხმდება, რომ ვირუსი საშიშია და შესაბამისი ღონისძიებების ჩამონათვალი ქვეყნების უმრავლესობაში მეტ-ნაკლებად მსგავსია. თუმცა არსებობს მეორე უმნიშვნელოვანესი ასპექტი: რამდენად გონივრული და ეფექტიანია ეს ღონისძიებები", — აღნიშნულია დოკუმენტში.
კვლევის ავტორის განცხადებით, სახელმწიფოს პოლიტიკა არაეფექტიანია და გაუთვალისწინებელი შედეგების თვალსაზრისით, რაშიც მოიაზრება შესაძლო მასშტაბური ეკონომიკური დანაკარგები, ჯანდაცვითი და სოციალური პრობლემები, საკმაოდ სახიფათოა.
"მარტიდან დღემდე დაგროვილი ფაქტობრივი მასალის ანალიზი და მსოფლიოში ცნობილი ექსპერტების მოსაზრებების გაცნობა შესაძლებელს ხდის დასაბუთებულად წარმოდგენს არგუმენტი, რომ ბევრი ქვეყნის მთავრობათა, მათ შორის საქართველოს მთავრობის მიერ არჩეული გზა COVID-19-თან ბრძოლის, კერძოდ, ძირითადი აქცენტის გადატანა ეგრეთწოდებულ ლოქდაუნზე იყო მცდარი, არაეფექტიანი და საშიში მძიმე ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური ჯანდაცვითი თუ სხვა შედეგების თვალსაზრისით", — წერია კვლევაში.
კვლევის მიხედვით, საქართველოში, ისევე, როგორც მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში, კორონავირუსის საწინააღმდეგოდ გატარებული პოლიტიკა ნაკარნახევი იყო შიშით, იყო ნაჩქარევი, უსისტემო და მასში მკაფიოდ არ ჩანდა მოქმედების შესაძლო შედეგების გააზრება.
დოკუმენტის ავტორები მიიჩნევენ, რომ კორონავირუსთან ბრძოლის პოლიტიკა არც რისკჯგუფების დაცვისთვის არის საუკეთესო და არც დაავადების გავრცელების პრევენციის გარანტიას იძლევა.
კვლევაში მოყვანილია მსოფლიო პრაქტიკაც:
ისლანდიაში, სადაც ლოქდაუნი არ ყოფილა, დღემდე კორონავირუსით სულ 16 გარდაცვლილია. ქვეყანამ დაავადების პრევენცია საწყის ეტაპზე მრავალრიცხოვანი ტესტებითა და მიკვლევით სცადა.
ლოქდაუნი არც იაპონიას ჰქონია, ეს იქ კონსტიტუციით აკრძალულია. მიუხედავად ამისა, იაპონიაში დღეში 1 მილიონ ადამიანზე გარდაცვლილთა რიცხვი 1-ს არ ასცილებია.
რაც შეეხება ტაივანს, ეპიდემიის დაწყებიდან იქ სულ 7 ადამიანი გარდაიცვალა და ინფიცირებულთა რიცხვიც ძალიან ცოტა იყო იმ ვითარებაში, როდესაც იქ პანდემიის მართვის ერთ-ერთი ყველაზე მსუბუქი რეჟიმი მოქმედებს. გასათვალისწინებელია ამ ქვეყნის კუნძულოვანი მდგომარეობა. კვლევის ავტორის მიგნებით, საფიქრალია ისიც, რომ ტაივანის მაჩვენებლები ჯერჯერობით უცნობ, სამთავრობო ღონისძიებებისგან დამოუკიდებელ ფაქტორებს უკავშირდება.
"ხანმოკლე ვადით ლოქდაუნის გამოყენება გამართლებული იქნებოდა პოტენციურად კატასტროფული შედეგების მომტანი გადამდები დაავდების შესახებ სრულფასოვანი ინფორმაციის მოპოვებამდე. მიმდინარე წლის მარტის ბოლო დეკადაში, როცა ლოქდაუნი მრავალი ქვეყნის პასუხის ცენტრალური ელემენტი გახდა, უკვე ცნობილი იყო, რომ COVID-19 არ წარმოადგენდა იმდენად საშიშ დაავადებას როგორადაც წლის დასაწყისში მიიჩნეოდა. მიუხედავად ამისა, ზოგ ქვეყანაში (მაგ. იტალია) უკვე შემოღებული ლოქდაუნი თვეების განმავლობაში გაგრძელდა, ხოლო ზოგან (მაგ. დიდ ბრიტანეთში) ლოქდაუნი ამის შემდეგ შემოიღეს", — აღნიშნავენ კვლევაში.
კვლევაში პრობლემის დრამატიზების განმაპირობებლად ეპიდემიის გავრცელების პირველ ეტაპზე წამყვანი სახელმწიფოებისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის არათანმიმდევრული მოქმედებები სახელდება. დოკუმენტის მიხედვით, სავარაუდოდ, პოლიტიკოსებმა ჩათვალეს, რომ ჩინური ტიპის მკაცრი ლოქდაუნის განხორციელება გადამჭრელი მოქმედებებისკენ მზაობისა და სიტუაციის კონტროლის დემონსტრირების საშუალება იყო. სწორედ ამ პროცესს უკავშირებს ავტორი სოციალური მედიის მიერ პრობლემის სიმწვავის გადაჭარბებულად წარმოჩენას.
"მნიშვნელოვანი იქნებოდა მოსახლეობის დამშვიდება ექსპერტების მიერ და ინფორმაციის მკაფიო, მარტივი, ნათელი ფორმით მიწოდება, რაც არ მოხდა მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობაში, და მათ შორის, საქართველოშიც. შესაძლებელია ითქვას, რომ იმ დროისათვის ასეთი არჩევანი არ არსებობდა, მაგრამ დღეს, როცა დაავადების შესახებ უკვე მდიდარი ინფორმაცია დაგროვდა, დამაჯერებლად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ COVID-19-ის საფრთხე გადაჭარბებულია, ამავე დროს, უკვე მარტში არსებობდა მსოფლიოში ცნობილი მეცნიერების მიერ შემოთავაზებული ალტერნატიული მოქმედების სქემები", — ვკითხულობთ ანგარიშში.
კვლევაში ნათქვამია, რომ დაავადების გავრცელების ადრეულ ეტაპზე მასობრივი ტესტირება და მიკვლევა, შესაძლოა, გარკვეული შედეგების მომტანია, მაგრამ მისი ეფექტიანობაც საკმაოდ შეზღუდულია. დოკუმენტის მიხედვით, სავარაუდოდ, გავრცელების შენელება-შეჩერება უკავშირდება "ჯოგური იმუნიტეტის" დადგომას ან პოპულაციის მედეგობას დაავადებისადმი, ხოლო ტესტირება, შესაძლოა, გამოდგეს მონიტორინგისა და მოსახლეობის ინფორმირების კარგი მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია აპრობირებული ეპიდსაწინააღმდეგო ზომების უფრო ქმედითად დაცვა.
"განსხვავებული სტრატეგიებით ქვეყნები აღწევენ მსგავს შედეგებს და პირიქით, მსგავსი სტრატეგიებით — განსხვავებულ შედეგებს. აქედან გამომდინარე მეტად სათუოა ის, რომ ნაკლებად დაზარალებული ქვეყნების შედეგები უმთავრესად სახელმწიფო პოლიტიკითაა განპირობებული. COVID-19-ის თავისებურებებზე ჯერაც საკმაოდ ცოტაა ცნობილი და არც ეს გარემოებაა სათანადოდ გააზრებული. ამის გაცნობიერება ხელს შეუწყობს პანდემიაზე უფრო რეალისტური პასუხის შემუშავებას და ქვეყნები უფრო მეტად დაეყრდნობიან ფაქტობრივ მონაცემებს, ვიდრე ნაჩქარევად შედგენილ მოდელებსა და დაავადების გავრცელების დინამიკის უეცარი ცვლილებებით ნასაზრდოებ პანიკურ განწყობებს", — აღნიშნულია კვლევაში.
ანგარიშის ავტორი აცხადებს, რომ საქართველოს მიერ მარტში არჩეული სტრატეგია უფრო ახლოს იდგა ვირუსის ელიმინაციის პოლიტიკასთან, ვიდრე მასთან თანაცხოვრების გზების გამონახვასთან.
"ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული შეზღუდვების სიმკაცრის ინდექსით, საქართველო მოხვდა მსოფლიოს იმ 15 ქვეყნის რიცხვში, სადაც პანდემიის მიმდინარეობისას მაქსიმალური შეზღუდვა 100 ქულით დაფიქსირდა.
როგორც ამას ეპიდემიოლოგები აღნიშნავდნენ, ქვეყანაში არ იყო ინფიცირების სერიოზული შიდა წყარო, შესაბამისად საგანგებო მდგომარეობა მეტისმეტად მკაცრი და არათანმიმდევრული ნაბიჯი იყო. საქართველოს ლოქდაუნის მეშვეობით დაავადების გავრცელების ხანგრძლივი ვადით შეკავებისთვის საჭირო ეკონომიკური, ლოგისტიკური და ადამიანური რესურსი უბრალოდ არ გააჩნდა. ახლა კი, ყველაზე არახელსაყრელ დროს და ნაკლები რესურსით ქვეყანას უწევს ინფიცირებისა და დღიური გარდაცვალების მკვეთრად გაზრდილი მაჩვენებლების პირობებში ცხოვრება", — აღნიშნულია კვლევაში.
დოკუმენტში ასევე მიუთითებენ, რომ ეკონომიკის, სოციალური ურთიერთობების, განათლების სისტემის შეჩერება დაკავშირებულია მრავალ გაუთვლელ ნეგატიურ შედეგთან და ლოქდაუნი, უპირველეს ყოვლისა, მოსახლეობის ღარიბ ფენებს, ახალგაზრდობას და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებს აზარალებს.
კვლევის ავტორების განცხადებით, პოლიტიკოსებმა და საზოგადოებამ კორონავირუსთან თანაცხოვრების ოპტიმალურ გზებს უნდა მიაგნონ და ჯანმრთელი მოსახლეობის გადაადგილებისა და ეკონომიკურ-სოციალური ცხოვრების მკაცრი შეზღუდვა გამოსავალი არ არის.
-
ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო სწავლება დაიწყო ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო სწავლება დაიწყო
გადახედვა
-
ხვალ, EU უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერებს გახსნის ხვალ, EU უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერებს გახსნის
გადახედვა
-
სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმიდან მოსამართლე მანანა კობახიძის თვითგანრიდების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმიდან მოსამართლე მანანა კობახიძის თვითგანრიდების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
გადახედვა
-
როგორ ირჩევს Global Finance მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს როგორ ირჩევს Global Finance მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს
-
ევროსაბჭომ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარების გამო 77 ფიზიკური პირი დაასანქცირა ევროსაბჭომ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარების გამო 77 ფიზიკური პირი დაასანქცირა
გადახედვა
-
BMG: მამუკა მდინარაძემ საკონსულტაციო კომპანია დააფუძნა BMG: მამუკა მდინარაძემ საკონსულტაციო კომპანია დააფუძნა
გადახედვა
-
მომთაბარე პოდკასტი: ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — ფრინველების დიდი მიგრაცია მომთაბარე პოდკასტი: ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — ფრინველების დიდი მიგრაცია
-
როცა ხელოვნური ინტელექტი ფიზიკურ სამყაროში გადადის — რობოტიკიდან ბიოტექნოლოგიამდე როცა ხელოვნური ინტელექტი ფიზიკურ სამყაროში გადადის — რობოტიკიდან ბიოტექნოლოგიამდე
გადახედვა
-
"მცხეთობასთან" დაკავშირებით მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება "მცხეთობასთან" დაკავშირებით მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
გადახედვა
-
ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა
გადახედვა
-
გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი
გადახედვა
-
Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია
გადახედვა
-
თემურ ჭყონია აცხადებს, რომ მათი საქმიანობა რუსეთში "კოკა-კოლას" გაყიდვასთან დაკავშირებული არ არის თემურ ჭყონია აცხადებს, რომ მათი საქმიანობა რუსეთში "კოკა-კოლას" გაყიდვასთან დაკავშირებული არ არის
გადახედვა
-
POG: რუსთავის N6-ე ციხის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა POG: რუსთავის N6-ე ციხის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
-
10 სერიალი, რომლებსაც არცერთი ცუდი სერია არ ჰქონია 10 სერიალი, რომლებსაც არცერთი ცუდი სერია არ ჰქონია
გადახედვა
-
რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა? რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა?
გადახედვა
-
კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება დაიწყო - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება დაიწყო - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
-
ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
გადახედვა
-
სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრამპისგან რუსულ დიზელზე გარიგების გაუქმებას მოითხოვს სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრამპისგან რუსულ დიზელზე გარიგების გაუქმებას მოითხოვს
გადახედვა
-
Google-ის AI დეტექტორით სარგებლობა უკვე ყველას შეგვიძლია — როგორ გამოვიყენოთ SynthID Detector Google-ის AI დეტექტორით სარგებლობა უკვე ყველას შეგვიძლია — როგორ გამოვიყენოთ SynthID Detector
გადახედვა
კომენტარები