სალომე ზურაბიშვილი

25 Mar. 2019, 12:08

ჩემი მთავარი გზავნილი დღეს იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ძალიან დამძიმდა საოკუპაციო ხაზთან რუსეთის ქმედებები, ეს იქნება მცოცავი საზღვარი სხვადასხვა ადგილზე, ეს იქნება გატაცებები, თუ ეს იქნება ის მუქარები, რაც ისმოდა თუნდაც ბოლო პერიოდში სწორედ ნატოს წვრთნების შესახებ. ეს უნდა იყოს ჩვენი ყოველდღიური სათქმელი ჩვენს პარტნიორებთან. იცოდნენ, რომ ამ აგრესიული პოლიტიკის მიუხედავად ჩვენ ვაგრძელებთ სამშვიდობო გეგმებს, რომლებიც ყოველდღიურად უფრო რთული ხდება, როცა იკეტება გადასვლის პუნქტები საოკუპაციო ხაზთან. ამის მიუხედავად ჩვენ არ ვიცვლით ჩვენს სამშვიდობო გზავნილებს, სხვა პოლიტიკა საქართველოს არ გააჩნია. არ შეიძლება, ჩვენ ვიყოთ შეგუებული იმას, რომ ეს საკითხი მხოლოდ ტექნიკურ დონეზე წყდება, თუ ამას ჩვენი პარტნიორები ყოველდღე არ გაახსენებენ რუსეთს, რომ შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები. რაც არ უნდა მოხდეს საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც აქვს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი პოლიტიკა. ეს არის ჩვენი ძალა და ეს იქნება ჩვენი გამარჯვების გზა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  2. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  3. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  4. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად
  5. გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

დეპუტატების ხელფასის ზრდა ბიუჯეტში გათვალისწინებული არაა, თუმცა კანონი ითხოვს — გიორგი კაკაურიძე

ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, პარლამენტის წევრების ხელფასების ზრდა 2027 წლის ბიუჯეტში…