პროექტ "ჩართეს" ფარგლებში ინტერნეტი საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ სოფლის მოსწავლეებს ჩაერთოთ
ფოტო: ჩართე
სოციალურმა პროექტმა Charte.ge-მ სოფელ დვანში მცხოვრებ სკოლის მოსწავლეებს კომპიუტერები გადასცა და ინტერნეტი ჩაურთო. კომპიუტერები მოსწავლეებს საქართველოს ბანკმა გადასცა. პროექტის არსებობის ისტორიაში, ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ბენეფიციარები საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსწავლეები გახდნენ.
Charte.ge სოციალური პროექტია, რომელიც სოციალურად დაუცველ უფროსკლასელებს კომპიუტერების შეძენასა და ინტერნეტის ჩართვაში ეხმარება. პროექტის დახმარებით, ბენეფიციარებს საშუალება ეძლევათ ინტერნეტით უფასოდ ისარგებლონ და სპეციალური ონლაინ კურსები უფასოდ გაიარონ. მოსწავლეებისთვის ინტერნეტის ჩართვაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ამისათვის საიტზე შესვლა და ბარათის მიბმაა საჭირო, რის შემდეგაც თანხას მარტივად გადარიცხავთ. კეთილი საქმის კეთებაში უკვე 200-ზე მეტი დონორია ჩართული, რომლებიც პერმანენტულად უხდიან ბავშვებს ინტერნეტის საფასურს.
ჩართემ უკვე 100-ზე მეტ მოსწავლეს მისცა ინტერნეტითა და კომპიუტერით სარგებლობის საშუალება, რაშიც პროექტის დონორების წვლილი უდიდესია. 214-მა დონორმა საკუთარ თავზე აიღო ბენეფიციარებისთვის ლეპტოპების ყიდვა, რამაც სოციალურად დაუცველი უფროსკლასელების ინტერნეტში ჩართვა უფრო დააჩქარა.
დონორებს შორის არიან საქართველოს ბანკის, თიბისი დაზღვევა, თიბისი ფეი, EY Georgia & Elit Electronics, სამშენებლო კომპანია კომფორტი და Popsport.com.
ორგანიზაცია ისეთი პროექტებსაც ახორციელებს, როგორებიცაა Khan Academy და Code.org, რომელიც უფასო ონლაინ კურსების პლატფორმას წარმოადგენს. კომპიუტერები, რომლებსაც ბენეფიციარები იღებენ, სპეციალურად სწავლისთვისაა განკუთვნილი. ინტერნეტის ჩართვის შემდეგ, პროექტის ავტორები სკოლის მოსწავლეებს ონლაინ მენტორობას მუდმივად უწევენ. ისინი ასწავლიან, როგორ გამოიყენონ ინტერნეტი განათლებისთვის, აწვდიან სხვადასხვა საგანმანათლებლო რესურსებს და საინტერესო ინფორმაციას.
პროექტის განხორციელებაში ისეთი კომპანიებიც არიან ჩართულნი, რომლებიც ონლაინ განათლების ბიზნესში საქმიანობენ. ჩართეს პარტნიორები, ფასიან საგანმანათლებლო სერვისებს უფასოდ აძლევენ ბენეფიციარებს.
კომპიუტერები ბავშვებს არამარტო სკოლის საგნებისა და გამოცდების მომზადებისთვის, არამედ კლასგარეშე განათლების მიღებაშიც ეხმარებათ. ჩართეს განხორციელებაში ჩართულნი არიან ნებულა, Lingwing, საბა, Skills.ge, ინკო და ა.შ.
ჩართეს ბენეფიციარები თავისი გამოცდილების შესახებ საუბრისას, აღნიშნავენ, რომ კომპიუტერმა და ინტერნეტმა მათი ცხოვრება შეცვალა. მათ წინაშე ახალი შესაძლებლობები გამოჩნდა, რომელსაც განათლების მისაღებად და ცოდნის ასამაღლებლად იყენებენ.
"ცხრა ან ათი თვეა, რაც ჩართეს მოცემული ლეპტოპით ვსარგებლობ. რაც ჩემი ლეპტოპი მაქვს, საჭირო ინფორმაციის მოძიება ბევრად უფრი მიადვილდება. შევდივარ უამრავ საგანმანათლებლო საიტზე, როგორებიც არის Khan Academy Georgia, nonstop.ge და სხვები. ინტერნეტის ქონა ყველაზე მეტად საატესტატო გამოცდებისათვის მოსამზადებელ პერიოდში დამეხმარა. თავისუფალ დროს წიგნების კითხვა მიყვარს, რაშიც ძალიან მადგება საბა • SABA-ს უფასო რესურსები", - ამბობს 17 წლის ელენე ჯაბანაშვილი.
"ჩართეს მოცემული ლეპტოპი უკვე წელიწადზე მეტია მაქვს. ამ პერიოდის განმავლობაში, სხვადასხვა საიტზე შესვლით ყოველდღე რაღაც ახალს ვიგებ და ვსწავლობ. ინტერნეტის გარდა, ვიყენებ გრაფიკული დიზაინის პროგრამებს, ფოტოშოპს და ილუსტრატორს. გატაცებული ვარ ავტომობილებით, ძალიან მაინტერესებს მექანიკოსის საქმიანობა და ინტერნეტი ამ მიმართულებით მეტის გაგებაშიც მეხმარება. ყოფილა შემთხვევები, როცა სკოლაში მოცემული დავალება უბრალოდ მარტივი დაგუგლვით შემისრულებია. ჩემი აზრით, ინტერნეტი ადამიანს ყველაზე მეტად განვითარებაში და თვითრეალიზებაში ეხმარება", - ყვება 18 წლის იაკობ ტატუნაშვილი.
სამომავლოდ პროექტის ორგანიზატორები აპირებენ, რომ ბენეფიციარებს და დონორებს შესთავაზონ "მენტორშიპის" პროგრამა, რომლის ფარგლებშიც დონორები სკოლის მოსწავლეებს სასურველი პროფესიის ათვისებასა და განვითარებაში დაეხმარებიან.
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა" რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა"
გადახედვა
-
სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო
გადახედვა
-
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
-
კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა
გადახედვა
-
რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება
გადახედვა



კომენტარები