ჯადოსნურ ცხოველებში დამბლდორის და გრინდევალდის სიყვარულის ისტორია არ გამოჩნდება
ფოტო: Pottermore
ჯადოსნური ცხოველების მეორე ნაწილის მოახლოებასთან ერთად პოტერჰედებში მღელვარება მატულობს. ახლახან გავრცელებულმა ინფორმაციამ კი ისინი გულწრფელად აღაშფოთა.
EW-სთან ინტერვიუში პროდიუსერმა დევიდ ეიტსმა ბუნდოვანი განცხადება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, გამოჩნდება თუ არა ფილმში დამბლდორის და გრინდევალდის სასიყვარულო ისტორია. იეტსის თქმით, დამბლდორის ორიენტაციაზე ფილმში აქცენტი არ გაკეთდება.
"ღიად ეს ფაქტი არ დაფიქსირდება. მგონი, ფანებმა ისედაც იციან, რომ დამბლდორსა და გრინდევალდს ახალგაზრდობაში მღელვარე ურთიერთობა ჰქონდათ. მათ შეუყვარდათ ერთმანეთის აზრები და ერთმანეთიც"
ეიტსის პასუხმა ფანები გააღიზიანა. რამდენიმე წლის წინ პოტერჰედებს როულინგმა გაუმხილა, რომ დამბლდორი ახალგაზრდობაში გერელდ გრინდევალდზე იყო შეყვარებული. ვინაიდან ფილმის ამ ნაწილში, მოქმედება სწორედ გრინდევალდის ირგვლივ ვითარდება, ყველა ელოდა მათ სასიყვარულო ისტორიას, იეტსის პასუხის შემდეგ კი ტვიტერზე ომი დაიწყო:
"ამ ინტერვიუს გარეშეც ვიცოდით, რომ დამბლდორის ორიენტაციას არ გამოჩენდნენ. როულნგმა მხოლოდ შვიდი წიგნის დაწერის შემდეგ გვიამბო ალბუსის ორიენტაციაზე."
"მაშინ, როცა Moonlight-მა წინა წლის საუკეთესო ფილმის ტიტული მიიღო და ამდენი ფილმი გამოვიდა ლგბტ თემაზე, როგორ მოხდა, რომ მნიშვნელოვან ფილმში ისევ არ აფიქსირებენ პერსონაჟის ორიენტაციას ღიად?"
"ფილმის შემქმნელების მხრიდან ეს ძალიან უცნაური გადაწყვეტილებაა მაშინ, როცა სახელი გრინდევალდის დანაშაულებებია და აქცენტი დამბლდორზე კეთდება. თან მაშინ, როცა როულინგმა თავადაც გვიამბო მათი სიყვარულის ისტორია, დავიდ ეიტსი ფიქრობს, რომ ფანებმა ისედაც ყველაფერი იციან და ამ თემის გაშლა საჭირო აღარაა".
"თუ არ აპირებთ ახალგაზრდა დამბლდორის სექსუალური ორიენტაციის ღიად დაფიქსირებას ჯადოსნურ ცხოველებში, მაშინ საერთოდ რა საჭიროა ეს ფილმები?"
"მე, როცა გავიგე, რომ დამბლდორის ორიენტაცია არ გამოჩნდება ჯადოსნურ ცხოველებში, მხოლოდ იმიტომ რომ გრინდევალდი და დამბლდორი ერთმანეთის იდეებზე იყვნენ შეყვარებული"
"ვერ ვხვდები, როგორ აპირებთ გვიამბოთ ისტორია გრინდევალდზე დამბლდორისთვის გვერდის ავლით"
ფანების უკმაყოფილება გასაკვირი არ არის, რადგან როულინგის მიერ შექმნილი სამყარო განსხვავებულის პატივისცემას და სიყვარულს ეფუძნება. თუმცა ამჯერად როულინგი ფანების კრიტიკას არ იზიარებს:
"იმ ინტერვიუზე გაბრაზება, რომელშიც მონაწილეობაც კი არ მიმიღია, უსამართლობაა. ვინც გაბრაზდა, იმათგან არავის წაუკითხავს ფილმის სცენარი. გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ საუბარია 5-ფილმიან სერიაზე, რომლიდანაც ჯერჯერობით მხოლოდ ერთია გამოსული"
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
კომენტარები