ანატოლი ბოისა

9 Dec. 2017, 14:54

ოჯახში თანასწორობა მე პირადად ბედნიერებას მანიჭებს. მე და ჩემს მეუღლეს აბსოლუტურად თანასწორად გვაქვს განაწილებული ყველა საქმე, განსაკუთებით დათას, ჩვენი შვილის აღზრდა და მოვლა. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ბევრი თავისუფალი დრო მაქვს, შესაბამისად, ამ დროს სულ მათთან ერთად ვატარებ. მაშინაც კი, როცა ვარჯიშზე ვარ, დათა ძალიან ხშირად მიმყავს და ზეპირად იცის, ჩემი თანაგუნდელები ვინ რა ნომრით თამაშობს. მე და ჩემი შვილიც ხშირად ვთამაშობთ ერთად.

მგონია, რომ ოჯახში ყველა წევრს უნდა ჰქონდეს საშუალება განვითარების - ეს იქნება პროფესიული თუ პირადი. ვგრძნობ, რომ ჩემი მეუღლე ბედნიერია, როცა მას შეუძლია მაგალითად, მთელი დღე თავის პირად საქმეებს დაუთმოს, მეგობრებს შეხვდეს და არ ინერვიულოს, რომ შვილი მამასთანაა და მამა მას ვერ მოუვლის. ჩვენ ვენდობით ერთმანეთს და გამუდმებით ვზრუნავთ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
  2. წიგნიდან ცოტათი მართლაც გადავუხვიეთ — დრაკონის სახლის რეჟისორი კრიტიკას პასუხობს
  3. ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
  4. 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
  5. Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

სეს-მა კასპში ფრინველის უკანონო სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში ფრინველთა…