აჩიკო გულედანი

8 Dec. 2017, 15:29

ძალადობა და აგრესია შიშით იკვებება და მე მგონია, რომ მოძალადეც ყოფილი მსხვერპლია. რაც უფრო გვეყვარება ადამიანებს ერთმანეთი, მით უფრო ნაკლები "საკვები" ექნება ძალადობას, რაც უფრო მომთმენები ვიქნებით, ვიზრუნებთ ერთმანეთზე, ოჯახსა და შვილებზე, უფრო გავძლიერდებით და არ შეგვეშინდება. ძალიან მნიშვნელოვანია მოსმენა, დაჯერება, გაგება და გააზრება, თუ რა სურთ შვილებს, მათთან თამაში, საუბარი, მეგობრობა. მე ძალიან მიყვარს ჩემს შვილებთან მეგობრობა. მიხარია, რომ შიში მთავრდება, სიყვარული არა.

რუბრიკას წარმოგიდგენთ კამპანია კაცები ზრუნავენ. კამპანია ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის და არასამთავრობო ორგანიზაცია WeCare-ის მიერ, გაეროს ერთობლივი პროგრამის "გენდერული თანასწორობისთვის" ფარგლებში, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.
ამ რუბრიკით კამპანიის "კაცები ზრუნავენ" მონაწილეები უერთდებიან 16 დღიან კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ.საუბარში


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. სექტემბერში მომზადებული 10 ქვიზი, რომლებიც შენს ინტუიციას გამოცდის
  2. ქვიზი: გამოიცანი ფილმი შემოდგომის სცენით
  3. ქვიზი: რამდენად ჯანსაღია შენი ყოველდღიური ჩვევები?
  4. კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
  5. 10 ფილმი, რომლებსაც ოქტომბერში უნდა უყურო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა

ქალი ხართ და გგონიათ, მხოლოდ თქვენ გიხდიან კაცებზე ნაკლებს? ხელოვნური ინტელექტი, ალბათ, ამაშიც თანაგიგრძნობდათ:…