რატომ ვერ იღებენ ქალები ნობელის პრემიას?
ამ წელს ნობელის პრემიით არც ერთი ქალი არ დაუჯილდოვებიათ. ისტორიაში კი ეს პრიზი, სულ 17 ქალს აუღია. რატომ არიან დაჯილდოვებული ქალები ასე საშინლად ცოტა?
ფოტო: Photos.com Getty Images
დაახლოებით 1600 წლის წინ, ეგვიპტელი მათემატიკოსი და ფილოსოფოსი ჰიპათია სახალხოდ ჩაქოლეს - ზოგი ცნობით, ეს მოხდა ალექსანდრიის ეპისკოპოსის ბრძანებით, რადგან ის იყო ქალი, წარმართი და, რეალურად, ზედმეტად ჭკვიანი. ადამიანების საზოგადოებაში, ყოველთვის ისე ჩანს, თითქოს კაცებს უხსოვარი დროიდან ყველაფერი აქვთ გაკეთებული და ახლაც ყველაფერს აკეთებენ, რათა ქალებს ცოდნასა და ძალაუფლებაზე წვდომა არ ჰქონდეთ. ეს ორი უკანასკნელი კი ერთმანეთთან ხშირად კავშირშია. ამ ჯაჭვისგან გათავისუფლება მხოლოდ რენესანსის ხანაში დაიწყო, როდესაც გოგოებს თანდათანობით ნებას რთავდნენ, შემდეგ კი ახალისებდნენ, რომ სწავლების იმ გზას გაჰყოლოდნენ, რასაც - ბიჭები. მაგრამ გზა ძალიან დიდი იყო. დღესაც კი ბევრია გასავლელი.
მაგალითად, განვიხილოთ ნობელის პრემია - გენიოსობის უნივერსალური სიმბოლო და ელენ მერლი ბერალის წიგნის, „ჩვიდმეტი ქალი, რომელმაც ნობელის პრემია მოიგო მეცნიერებაში“, კვლევის საგანი. ელენი პარიზის მარია და პიერ კიურების უნივერსიტეტის ჰემატოლოგიის პროფესორია. როგორც სათაური მიუთითებს, ნობელის პრემიის დაწესებიდან, ანუ 1901 წლიდან დღემდე, სულ რაღაც 17 ქალს აქვს ის აღებული. ეს კი ნობელის პრემიის მფობელთა მთლიანი რაოდენობის სულ რაღაც 3%-ია. რატომ უნდა იყოს ეს ასე? სადაა პრობლემა?
ამის, სულ ცოტა, სამი ახსნა არსებობს. პირველი არის ჩაგვრა, ქალების ოფიციალური დისკრიმინაცია და მათი მეორეულ როლებზე გადანაწილება, რათა მეცნიერებისგან მოიკვეთონ ისინი. დასავლეთ ევროპაში ეს ხანა მეტნაკლებად დასრულდა, თუმცა, ბუნებრივია, რომ მისი კვალი რჩება: მიუხედავად იმისა, რომ გოგოები ნელ-ნელა იპყრობენ სამეცნიერო სამყაროს, მაინც რამდენიმე თაობა დასჭირდება, სანამ ისინი დაიკავებენ ძალაუფლების რეალურ პოზიციებს.
მეორე ახსნა შეეხება კაცების სტერეოტიპებს ქალების მიმართ, რომლებსაც გაქრობის პირი უახლოეს მომავალში არ უჩანს. 2015 წელს ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ მამაკაცების 67%-ს სჯერა, რომ ქალებს არ აქვთ საკმარისი ტვინი ტოპ-მეცნიერობისთვის. აქედან გამომდინარე, ჩნდება ქვეცნობიერი ცდუნება, რომ მშობლებმა და მასწავლებლებმა გოგოებს მეცნიერულ კარიერაში ხელი არ შეუწყონ, მეტიც, შეუშალონ კიდეც.
თუმცა, ყველაზე საშინელი მაინც ის არის, რომ ამავე კვლევის თანახმად, ქალების 66%-იც იმავე აზრზეა! ეს არის მესამე, უფრო ფარული ღობე: ქალები თვითონვე ახდენენ ქალების შესახებ სტერეოტიპების ინტერნალიზაციას. ამის შედეგად კი მათი უმეტესობა თავს იზღუდავს ისეთი კარიერის შექმნისაგან, რომლებიც მეცნიერებასთან და ძალაუფლებასთანაა დაკავშირებული.
ეს ფემონენი, რომელსაც „სტერეოტიპის საფრთხე“ ეწოდება, კარგად ცნობილია. ამერიკელმა მკვლევრებმა ამის დემონსტრირება 1995 წელს აფრიკელ ამერიკელებზე შეძლეს. მათ რთული ინტელექტუალური დავალების გადაჭრა დაავალეს. აფროამერიკელებმა თეთრების მსგავსად შეასრულეს დავალება. თუმცა, არა მაშინ, როდესაც ჯგუფში თეთრ და შავკანიანი მონაწილეები იყვნენ და მათ შეახსენეს, რომ რთული ინტელექტუალური დავალების შესრულება უწევდათ. ამ ერთი შეხედვით უწყინარმა ინფორმაციამ რასისტული სტერეოტიპები გააღვივა შავკანიანების შესახებ, თითქოს მათ თეთრებზე ნაკლები ინტელექტი აქვთ. რასისტული კლიშეებით დაბნეულმა მრავალმა შავკანიანმა ადამიანმა დავალება საკმაოდ ცუდად შეასრულა. იგივე ფემომენი გამოვლინდა გოგოების შემთხვევაშიც მათემატიკასთან და სხვა ტექნიკურ უნარ-ჩვევებთან მიმართებით.
როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ეს ტოქსიკური სტერეოტიპები შეიცავს ე.წ. „სიმართლის მარცვლებს“, თუმცა, სინამდვილეში დამახინჯებული და არასწორია. აქედან გამომდინარე, არსებობს არგუმენტი, რომ უთანასწორობის განმტკიცებას ხელს უწყობს კონკრეტული სტერეოტიპული სიტუაციების მტკიცებულებად (და არა შედეგად) გასაღება. მაგალითად, „ის ფაქტი, რომ ქალი მეცნიერები ბევრად უფრო ცოტაა, ამტკიცებს, რომ ქალები სუსტები არიან მეცნიერებაში“.
რეალობაში დამკვიდრებულია მეორე ტიპის არგუმენტიც, მაგრამ რეალურობასთან არაფერი საერთო არ აქვს. მაგალითად, სხეულის ზომებიც რომ გავითვალისწინოთ, ქალს კაცზე პატარა ტვინი აქვს: ქალების ტვინის მოცულობა 1130 კუბური სანტიმეტრია, ხოლო კაცების - 1260 კუბური სანტიმეტრი. ამ ფაქტიდან არანაირი დასკვნის გაკეთება არ შეგვიძლია, რადგან ვიცით, რომ დიდი ტვინი აუცილებლად უფრო ეფექტური არ არის. აინშტაინსაც ჩვეულებრივი ზომის ტვინი ჰქონდა. ტვინი, იქნება ის დიდი თუ პატარა, შექმნილია იმისათვის, რომ იპოვოს ინსპირაცია. ძალიან საინტერესოა იმის ნახვა, სოციალურმა ევოლუციამ (გოგოებისთვის შანსის მიცემამ) როგორ იმოქმედა მათ მეცნიერულ ქულებზე, როგორიცაა მათემატიკა.
ამერიკაში, 1970-იანებში ბიჭები და გოგოები სკოლის მათემატიკაში ერთ დონეზე იყვნენ. შემდეგ, 12 წლის ასაკიდან, ბიჭები ბევრად უფრო კარგად ახერხებდნენ მათემატიკის სწავლას. 30 წლის შემდეგ, ქალების განმათავისუფლებელი მოძრაობისა და თანასწორობისთვის ბრძოლის შემდეგ, ახალი კვლევა ჩატარდა, რომელიც თითქმის შვიდ მილიონ მოსწავლეს მოიცავდა: სქესებს შორის სხვაობა აორთქლდა. დღეს კი, ნიჭიერი გოგოები აღარ არიდებენ თავს რთულ სწავლებებს, იქნება ეს მეცნიერული თუ სხვა, თუმცა, მათი უმეტესობა ცხოვრებისეულ დარგებს, ბიოლოგიას და მედიცინას უფრო ირჩევს, ვიდრე უფრო აბსტრაქტულს - ფიზიკას ან მათემატიკას. სხვა კვლევები აჩვენებენ, რომ სოციალური თანასწორობის ზრდასთან ერთად, მათემატიკის ცოდნის დონე ორივე სქესისთვის უფრო თანაბარი ხდება.
კაცების ინტელექტუალურ უპირატესობაზე კლიშეებს აქამდე არნახული ტემპით ვებრძვით და ვანადგურებთ: გაუმჯობესების სწორ გზას ვადგავართ. მაგრამ აუცილებელია, რომ ქალებმა იცოდნენ, რომ ისინი „სტერეოტიპის საფრთხისადმი“ საკმაოდ მგრძნობიარენი არიან და მარტივად შეიძლება გახდნენ მისი მსხვერპლნი. მათ ასევე შეუძლიათ, რომ ინსპირაცია მარია კიურისგან აიღონ: ეს ექსტრაორდინალური ქალი კვლავ ერთადერთი ადამიანია, რომელმაც ნობელის პრემია ორ სხვადასხვა დისციპლინაში მიიღო (ფიზიკაში 1903 წელს და ქიმიაში 1911 წელს).
-
რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე. თქვენ ხართ ორივე პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე. თქვენ ხართ ორივე
გადახედვა
-
ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე მსჯავრდებული გიორგი დავითაძის საქმეზე ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე მსჯავრდებული გიორგი დავითაძის საქმეზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა
გადახედვა
-
ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
კომენტარები