რისკები, რომლებიც მოგზაურობის დაწყებამდე აუცილებლად ალდაგში უნდა დააზღვიოთ
ფოტო: ალდაგი
წარმოიდგინეთ, უცხო ქვეყანაში ყოფნისას გაუთვალისწინებელი შემთხვევა რომ შეგემთხვეთ, ავად გახდეთ, ან სულაც რაიმე დააზიანოთ, რა უნდა ქნათ? ცხადია, ნებისმიერ შემთხვევაში ადგილზევე უნდა იმკურნალოთ, ან კერძო საკუთრებისთვის მიყენებული ზარალი უნდა აანაზღაუროთ. ეს კი, დაზღვევის გარეშე მსუყე თანხა დაგიჯდებათ.
ხშირად ისეც ხდება, რომ მესაზღვრის გადაწყვეტილებით, შესაძლოა ბორტს გარეთ დარჩეთ და ბილეთებში გადახდილი თანხები უბრალოდ წყალში გადაყრილი აღმოჩნდეს. ასეთი სიტუაციებიდან თავის დაძვრენა რომ არ გაგირთულდეთ, აუცილებელია, რისკები დაზღვეული გქონდეთ.
ჯანმრთელობის დაზღვევა
ჯანმრთელობა უცნაური რამ არის. იღვიძებ დილით და თავს არაჩვეულებრივად გრძნობ, შუადღისას კი შესაძლოა ყველაფერი თავდაყირა დადგეს. ამისგან ხომ დაზღვეული არავინაა. მკურნალობა დიდ თანხებთან ასოცირდება, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა უცხო ქვეყანაში ხარ და არც კი იცი, როგორია მკურნალობის საბაზრო ხარჯები. ამ დროს გამოსავალი მხოლოდ ორია: ან თავად უნდა დაფარო მკურნალობის ხარჯები, ან წინასწარ უნდა იყო დაზღვეული.
ჩვენ ალბათ ყოველთვის გვგონია, რომ დაზღვევის წინასწარ მოთხოვნა დამღლელი ბიუროკრატიული მექანიზმია და საერთაშორისო მოთხოვნებიც უბრალოდ ხელოვნურ დაბრკოლებას წარმოადგენს. სინამდვილეში, დაზღვევის ქონა თქვენივე კეთილდღეობისთვის არის აუცილებელი და ამაში ზაურ სტეფანიას ისტორია დაგარწმუნებთ.
ბატონი ზაური ამერიკაში ხშირად დადის სამოგზაუროდ. ბოლო ვიზიტისას, როდესაც ამერიკაში ერთი თვით იყო წასული, შეუძლოდ გახდა და მკურნალობა დასჭირდა. საბედნიეროდ, ბატონ ზაურს ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა ჰქონდა შეძენილი და მისი მკურნალობის ხარჯები სრულად აუნაზღაურდა.
„მე ასაკოვანი კაცი ვარ და წინასწარ ვიფიქრე, ცუდად რომ გავხდე, რამე ხელჩასაჭიდი ხომ უნდა მქონდეს-მეთქი. არადა, ადრე არასდროს ვყიდულობდი ხოლმე, როცა ინდივიდუალურად ვმოგზაურობდი. ამიტომ, გადავწყვიტე, რომ სამოგზაურო დაზღვევა ალდაგში მეყიდა. ამერიკაში ცუდად რომ გავხდი, მკურნალობაში არაფერი გადამიხდია. სანამ საავადმყოფოში ვიწექი, საგარანტიო ჩამოვიდა და ასე გადავრჩი. ფასიც ხელმისაწვდომია, ამის მერე ყოველთვის შევიძენ ამავე პაკეტს“, - ამბობს ზაურ სტეფანია.
უარის დაზღვევა
ყველაზე მტკივნეული ალბათ ისაა, როცა საზღვრამდე მისულს, მესაზღვრე უარს გეუბნება და უკან გაბრუნებს. რა უნდა ქნა ამ დროს? შენ ხომ უამრავი ხარჯი გაიღე - იყიდე ბილეთები, დაზღვევა, სასტუმრო დაჯავშნე, შესაძლოა ავტობუსით მგზავრობის ბილეთიც გქონდა ნაყიდი. ჩაშლილი გეგმებისგან გამოწვეულ სტრესს ისიც ემატება, რომ გაწეული ხარჯები უბრალოდ წყალში გადაყრილად გეჩვენებათ.
სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის უნდა შეიძინოთ ალდაგის სადაზღვევო პაკეტი, რადგან მისი შეძენა მესაზღვრის უარის შემთხვევაში, გაწეულ ხარჯებს სრულად აგინაზღაურებთ.
შემთხვევითობის დაზღვევა
გამორიცხული არაფერია. ხშირად ადამიანები გამგზავრებამდე ხდებიან ავად. გეგმებიც იცვლება. შეიძლება თქვენ მშვენივრად გრძნობდეთ თავს, მაგრამ თქვენი პარტნიორი, ვისთან ერთადაც დასასვენებლად მიემგზავრებოდით, მოულოდნელად საავადმყოფოში მოხვდეს. ასეთ დროს უცხო ქვეყანაში ვიზიტის გარკვეული ვადით გადადება მოგიწევთ და თანხაც მთლიანად დაგეკარგებათ. თუ, რა თქმა უნდა, წინასწარ არ გაქვთ შეძენილი დაზღვევა.
სწორედ ასეთი რამ გადახდა თავს ნანა გეჯაძეს, რომელიც დასთან ერთად ბერლინში მოგზაურობას გეგმავდა. გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე, ნანას და ცუდად გახდა და დებმა გამგზავრება ვეღარ შეძლეს.
„მე და ჩემი და გერმანიაში მივემგზავრებოდით. ყველაფერი ნაყიდი გვქონდა - ჯერ ბერლინში ჩავდიოდით, შემდეგ ფრანკფურტში. ავტობუსის ბილეთიდან დაწყებული, სასტუმროს ჯავშნებით დამთავრებული, ყველაფერი წინასწარ გვქონდა გადახდილი. გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე ჩემი და უეცრად შეუძლოდ გახდა და ვეღარ შევძელით გაფრენა. რომ არა ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა, უამრავ ფულს დავკარგავდით. საბედნიეროდ, დაზღვევამ უმოკლეს დროში აგვინაზღაურა ხარჯები“, - ამბობს ნანა გეჯაძე.
ალდაგში შეძენილი სადაზღვევო პაკეტის წყალობით, ნანამ და მისმა დამ დახარჯული თანხები უკან დაიბრუნეს. ნანას თავისი წილი დაზღვევისგან დაუბრუნდა თანხა, მის დას კი - თავისთვის შეძენილი პაკეტით.
პასუხისმგებლობის დაზღვევა
თქვენი პასუხისმგებლობის დაზღვევა კიდევ ერთი პოტენციურ უსიამოვნებას აგარიდებთ თავიდან. პასუხისმგებლობის დაზღვევა გულისხმობს იმგვარი ხარჯების პრევენციას, რომლის გაწევაც მესამე პირისთვის მიყენებული ზარალის სანაცვლოდ მოგიწევდათ. მაგალითისთვის, თუ უცხოეთში, სასტუმროში ყოფნისას რაიმეს დააზიანებთ, ზარალს წინასწარ შეთანხმებული თანხის ფარგლებში, დაზღვევა აგინაზღაურებთ.
იმავე პრინციპით, შესაძლოა მანქანა იქირაოთ და დააზიანოთ. დაზღვევა აქაც დაგეხმარებათ და ზარალის დაფარვაში დიდ როლს შეასრულებს. ერთადერთი, რაც უნდა გააკეთოთ, სადაზღვევო კომპანიასთან დაკავშირებაა.
ამ და სხვა დამატებითი სერვისების შეძენას ალდაგის საიტზე, უმოკლეს დროში, ონლაინში შეძლებთ. ალდაგის დაზღვევის შეძენას კიდევ ერთი დამატებითი პლუსი აქვს. თუ აეროპორტში მისული აღმოაჩენთ, რომ დაგავიწყდათ დაზღვევის ყიდვა და მესაზღვრე ამ საბუთის გარეშე არ გიშვებთ, შეგიძლიათ მომენტალურად შეიძინოთ სრულყოფილი პაკეტი. შეძენილ პაკეტს მობილურით წარუდგენთ მესაზღვრეს და ყველა პრობლემა მოგვარდება.
-
ახალმა ბიოლოგიურმა საათმა შეიძლება თქვენი სიკვდილის დრო განსაზღვროს — კვლევა ახალმა ბიოლოგიურმა საათმა შეიძლება თქვენი სიკვდილის დრო განსაზღვროს — კვლევა
გადახედვა
-
რამდენად იცავს ხეები ქალაქებს სიცხისგან? — ახალი კვლევა რამდენად იცავს ხეები ქალაქებს სიცხისგან? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები: "მადლობა ყველას!" დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები: "მადლობა ყველას!"
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე ირაკლი კობახიძე: შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე
გადახედვა
-
7 ივნისს, სამების ტაძარში საყოველთაო ნათლობის 73-ე ეტაპი გაიმართება 7 ივნისს, სამების ტაძარში საყოველთაო ნათლობის 73-ე ეტაპი გაიმართება
გადახედვა
-
Intelligence Online: საფრანგეთმა საქართველოდან დაზვერვის ორი აგენტი გაიწვია Intelligence Online: საფრანგეთმა საქართველოდან დაზვერვის ორი აგენტი გაიწვია
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი თურქეთში NATO-ს წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტს დაესწრება დონალდ ტრამპი თურქეთში NATO-ს წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტს დაესწრება
გადახედვა
-
ცხოვრება ყველაზე ხანგრძლივი უინტერნეტობის დროს — რას ჰყვებიან ირანელი ქალები ცხოვრება ყველაზე ხანგრძლივი უინტერნეტობის დროს — რას ჰყვებიან ირანელი ქალები
გადახედვა
-
არარატ მირზოიანი: ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს დამოუკიდებლობას მარწყვის სანაცვლოდ არარატ მირზოიანი: ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს დამოუკიდებლობას მარწყვის სანაცვლოდ
გადახედვა
-
დაიმსხვრა ნარატივი, რომ მხოლოდ ბაიდენის ადმინისტრაცია აღიქვამდა მძიმედ საქართველოში არსებულ ვითარებას — ნიკოლოზ ხატიაშვილი მარკო რუბიოს განცხადებაზე დაიმსხვრა ნარატივი, რომ მხოლოდ ბაიდენის ადმინისტრაცია აღიქვამდა მძიმედ საქართველოში არსებულ ვითარებას — ნიკოლოზ ხატიაშვილი მარკო რუბიოს განცხადებაზე
გადახედვა
-
ფინეთში მსოფლიოში პირველი ბირთვული ნარჩენების სამარხი გაიხსნება ფინეთში მსოფლიოში პირველი ბირთვული ნარჩენების სამარხი გაიხსნება
გადახედვა
-
მტკვარში მანქანის გადავარდნის საქმეზე 1 პირი დააკავეს — სამძებრო სამუშაოები გრძელდება მტკვარში მანქანის გადავარდნის საქმეზე 1 პირი დააკავეს — სამძებრო სამუშაოები გრძელდება
გადახედვა
-
დიდია შანსი, ტალახში მიგატოვონ და მოკვდეთ — მარკ რუტე რუს ახალგაზრდებს დიდია შანსი, ტალახში მიგატოვონ და მოკვდეთ — მარკ რუტე რუს ახალგაზრდებს
გადახედვა
-
Google-ს კალიფორნიასა და ფლორიდაში 64 მილიონი კოღოს გაშვება სურს — რა არის მიზანი Google-ს კალიფორნიასა და ფლორიდაში 64 მილიონი კოღოს გაშვება სურს — რა არის მიზანი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ვიქტორ ჯაფარიძესთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება მესტიის მუნიციპალიტეტში მაინინგის წინააღმდეგ გადამწყვეტი ზომების შესახებ ირაკლი კობახიძე: ვიქტორ ჯაფარიძესთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება მესტიის მუნიციპალიტეტში მაინინგის წინააღმდეგ გადამწყვეტი ზომების შესახებ
გადახედვა
-
სტანდარტულ Wi-Fi როუტერებს სხეულის სკანირება და იდენტობის დადგენა შეუძლია — კვლევა სტანდარტულ Wi-Fi როუტერებს სხეულის სკანირება და იდენტობის დადგენა შეუძლია — კვლევა
გადახედვა
-
ფრანგ-ირანელი მწერალი მარჯან სატრაპი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა ფრანგ-ირანელი მწერალი მარჯან სატრაპი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვართ პასუხისმგებელი, რომ ყველა სამინისტრო, ყველა სახელმწიფო საწარმო მუშაობს აბსოლუტურად სუფთა პრინციპით ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვართ პასუხისმგებელი, რომ ყველა სამინისტრო, ყველა სახელმწიფო საწარმო მუშაობს აბსოლუტურად სუფთა პრინციპით
გადახედვა
-
კახა კალაძ: მნიშვნელოვანია, ამერიკასთან განახლებული ურთიერთობები სამართლიანობას ეფუძნებოდეს კახა კალაძ: მნიშვნელოვანია, ამერიკასთან განახლებული ურთიერთობები სამართლიანობას ეფუძნებოდეს
გადახედვა
-
ფინეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ევროკავშირი 40 სახელმწიფომდე უნდა გაფართოვდეს ფინეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ევროკავშირი 40 სახელმწიფომდე უნდა გაფართოვდეს
გადახედვა
-
"საქართველო არ არის სკოლის მოსწავლე, რომ საშემოდგომო გამოაყოლოს ვინმემ და გამოსწორება მოსთხოვოს" — ირაკლი კობახიძე მარკო რუბიოს განცხადებაზე "საქართველო არ არის სკოლის მოსწავლე, რომ საშემოდგომო გამოაყოლოს ვინმემ და გამოსწორება მოსთხოვოს" — ირაკლი კობახიძე მარკო რუბიოს განცხადებაზე
გადახედვა
კომენტარები