ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი ელბაქიძის აღმართზე 7 შენობისგან შემდგარი კომპლექსის მშენებლობას გეგმავს
თბილისში, ელბაქიძის აღმართზე ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის სს "სილქნეტი" 7 შენობისგან შემდგარი მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. ამის შესახებ commersan.ge წერს.
კომპანია შეცვლილ პროექტს და ვიზუალს არქიტექტურის სამსახურთან უკვე ათანხმებს და შუალედური დასკვნაც მიღებული აქვს. პროექტის მიხედვით, მიწის ნაკვეთის ფართობი 22908 მ2-ია, საერთო ფართობი 47415.3 მ2, ხოლო საცხოვრებელი ფართობი 23652.7 მ2.
პროექტის მიხედვით ყველაზე მაღალი შენობა 31 სართულს მოიცავს. განმარტებითი ბარათის მიხედვით, პროექტის მიზანს წარმოადგენს შექმნას თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც იქნება დატვირთული ყველა იმ ფუნქციით რაც სჭირდება დამოუკიდებელ და სრულყოფილ განაშენიანებას.
"საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქ. თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპირო #12; ქ.თბილისი, ქუჩა საქანელა, მიმდებარედ ნაკვეთი 03/042 და ხასიათდება ქანობიანი რელიეფით (ზღვის დონიდან მაქს. 413.84 და მინ. 392.85).
პროექტის მიზანს წარმოადგენს შექმნას თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც იქნება დატვირთული ყველა იმ ფუნქციით რაც სჭირდება დამოუკიდებელ და სრულყოფილ განაშენიანებას".
"სილქნეტის" თავმჯდომარე/წევრი: გიორგი რამიშვილია, თავმჯდომარის მოადგილე/წევრი: ვასილ კენკიშვილი, წევრი კი ალექსი თოფურია, მამუკა შურღაია, დევიდ ფრანც ბორგერი, სტელა ჰანდლერი, კარლ ერიკ მარტინ როოსი, იულია ბოილი. კომპანიის გენერალური დირექტორი დავით მამულაიშვილია.
პროექტის შესახებ სრულად წაიკითხეთ აქ.
შეგახსენებთ, რომ "სილქ როუდ ჯგუფის", "სილქნეტის" და Euronews Georgia-ს დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი ("ზარალა") 6 ივლისს დააკავეს.
შსს-ს ცნობით, გიორგი რამიშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 მე-4 ნაწილით დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს. გავრცელებული ინფორმაციით, ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.
7 ივლისს მას 70 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
ბრალდებულმა სასამართლოზე განაცხადა, რომ "იარაღი ჩანთაში იდო და უბრალოდ ვერ შეამჩნია". მისი თქმით, "ეს უნებლიე შემთხვევა იყო და დანაშაულის ჩადენის განზრახვა არ ჰქონია".
"მინდა მკაფიოდ აღვნიშნო, რომ ეს არის შეცდომა, მე რომ ეს მცოდნოდა არ წამოვიღებდი იარაღს. მივფრინავდი, იარაღი ჩანთაში იდო და უბრალოდ ვერ შევამჩნიე და აქედან გამომდინარე ეს კვალიფიკაცია, რომ ვატარებდი იარაღს — არაა სწორი, უბრალოდ ჩანთაში იდო და ეგრევე წავედი.
რა თქმა უნდა, მე ამით არ ვამაყობ, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ასეთი სახის შეცდომები გაყვანილი იყოს ისეთ რანგში, როგორც პროკურორი ითხოვს მგონია, რომ ეს ზედმეტია.
ძალიან ვნანობ, ეს ძალიან დიდი მაგალითი იქნება ჩემთვის. რაც შეეხება ადმინისტრაციულ ჯარიმებს, საერთოდ არ დამირღვევია კანონი და ყველა ჩემს მანქანას მძღოლი მართავს და ამიტომ ამ ნაწილში ვერ დავეთანხმები, რომ მე ვარ არაკანონმორჩილი ადამიანი, რომ მე რამე კანონი დამერღვიოს ამდენი წლის განმავლობაში. ეს არის ჩემი კომენტარი და ეს შეცდომა მოხდა და ეს შეიძლება ნებისმიერ აქ მჯდომ ადამიანს მოუვიდეს. ეს არ იყო გამიზნული და იარაღის ქონის უფლება ყველას აქვს და თუ შემთხვევით ჩანთაში ვერ აღმოაჩინე და პირდაპირ აეროპორტში მიხვედი და გაატარე, იქ სადაც ჩანს, არ შეიძლება, რომ ეს ადეკვატურმა ადამიანმა გააკეთოს.
კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არის ძალიან დიდი შეცდომა, მაგრამ ამას დანაშაულს მე ვერ ვუწოდებ. ბოდიში გრძელი სიტყვისთვის, მაგრამ მე ასე შევაფასებ ამ ფაქტს. ამიტომ ვითხოვ გირაოს, რაც შეეხება გაქცევას და მიმალვას — რა მჭირს მე გასაქცევი. ძალიან ბევრი საქმე და 7000 თანამშრომელი მყავს", — განაცხადა გიორგი რამიშვილმა სასამართლო პროცესზე (სტილი დაცულია).
- ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს 70 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
- პროკურატურამ ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების მუხლით წარუდგინა
- ირმა ჭკადუას თქმით, რამიშვილის დაკავებას პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს
- თამთა მიქელაძე: ეს შიდა ელიტური წმენდა და ლოიალურობის გაღრმავების მცდელობაა "ქართული ოცნების" ვერტიკალის გამყარებისთვის
- სალომე ზურაბიშვილი: აქტივისტების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსების შემდეგ, დაპატიმრებები ახლა უკვე დიდ ბიზნესსაც შეეხება!
- “სილქ როუდ ჯგუფი": გიორგი რამიშვილის ხელბარგში აღმოჩენილ იქნა კანონიერად შეძენილი, მასზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი
-
Global Finance: საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკია ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის Global Finance: საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკია ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის
-
როგორ ირჩევს Global Finance მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს როგორ ირჩევს Global Finance მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს
-
ევროსაბჭომ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარების გამო 77 ფიზიკური პირი დაასანქცირა ევროსაბჭომ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარების გამო 77 ფიზიკური პირი დაასანქცირა
გადახედვა
-
უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმების შემდეგ, Yandex-ს შესაძლოა აღჭურვილობის შესაცვლელად ექვსი თვე დასჭირდეს უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმების შემდეგ, Yandex-ს შესაძლოა აღჭურვილობის შესაცვლელად ექვსი თვე დასჭირდეს
გადახედვა
-
მომთაბარე პოდკასტი: ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — ფრინველების დიდი მიგრაცია მომთაბარე პოდკასტი: ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — ფრინველების დიდი მიგრაცია
-
როცა ხელოვნური ინტელექტი ფიზიკურ სამყაროში გადადის — რობოტიკიდან ბიოტექნოლოგიამდე როცა ხელოვნური ინტელექტი ფიზიკურ სამყაროში გადადის — რობოტიკიდან ბიოტექნოლოგიამდე
გადახედვა
-
"მცხეთობა-სვეტიცხოვლობასთან" დაკავშირებით მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება "მცხეთობა-სვეტიცხოვლობასთან" დაკავშირებით მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა
გადახედვა
-
გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი
გადახედვა
-
Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია
გადახედვა
-
10 სერიალი, რომლებსაც არცერთი ცუდი სერია არ ჰქონია 10 სერიალი, რომლებსაც არცერთი ცუდი სერია არ ჰქონია
გადახედვა
-
რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა? რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა?
გადახედვა
-
კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება დაიწყო - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება დაიწყო - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
-
ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
გადახედვა
-
სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრამპისგან რუსულ დიზელზე გარიგების გაუქმებას მოითხოვს სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრამპისგან რუსულ დიზელზე გარიგების გაუქმებას მოითხოვს
გადახედვა
-
Google-ის AI დეტექტორით სარგებლობა უკვე ყველას შეგვიძლია — როგორ გამოვიყენოთ SynthID Detector Google-ის AI დეტექტორით სარგებლობა უკვე ყველას შეგვიძლია — როგორ გამოვიყენოთ SynthID Detector
გადახედვა
-
რომის პაპი ლეო აცხადებს, რომ ფილტვზე მცირე წარმონაქმნის გამო ოპერაციას გაიკეთებს რომის პაპი ლეო აცხადებს, რომ ფილტვზე მცირე წარმონაქმნის გამო ოპერაციას გაიკეთებს
გადახედვა
-
კობახიძე იმედოვნებს, რომ რუსეთი ქართულ პროდუქციაზე ემბარგოს გადაწყვეტილებას შეცვლის კობახიძე იმედოვნებს, რომ რუსეთი ქართულ პროდუქციაზე ემბარგოს გადაწყვეტილებას შეცვლის
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 12 000 ლარზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, მას კორუფციისკენ უბიძგებ ირაკლი კობახიძე: 12 000 ლარზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, მას კორუფციისკენ უბიძგებ
გადახედვა
-
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნები იცვლება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნები იცვლება
გადახედვა
კომენტარები