ქართველი მეზღვაურის თქმით, მურმანსკის პორტში რუსული "ფეესბე" 6 საათის განმავლობაში ჰკითხავდა და ზეწოლას ახდენდა
მეზღვაური გიორგი ნაგერვაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მურმანსკის პორტში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის წარმომადგენლებმა ტელეფონი ჩამოართვეს, უშიშროების ფედერალური სამსახურის შენობაში წაიყვანეს, 6 საათის განმავლობაში ჰკითხავდნენ და ზეწოლას ახდენდნენ.
"მოგესალმებით ყველას, ეს პოსტი ეხება ყველა საქართველოს მოქალაქეს და მითუმეტეს მეზღვაურებს. მურმანსკის პორტში ვიყავით რუსეთში. ამოვიდა გემზე ფეესბე, ქართველები ერთად შეგვკრიბეს, შემდეგ ყველა თავის კაიუტაში წაგვიყვანეს. 1 საათი დამკითხეს, ტელეფონი გამომართვა შეამოწმა ყველაფერი, რაღაც სპეციალური კოდი აქვთ და იმ კოდით ძვრებიან ყველგან. მინახეს 2022 წელს ნაყურები რუსეთი უკრაინის ომის ვიდეოები, აქციის ვიდეოები, რუსკი კარაბლ იდი ნა ხუი და ეგეთები. აქციის სურათები და ასე შემდეგ. მე საერთოდ არ მახსოვდა 2022 წელს რას ვუყურე და რა დავალაიკე. რო გამხსენებოდა კი წავშლიდი მაგრამ არ გამახსენდა. შემდეგ წამიყვანეს ფეესბეს შენობაში, ჩამკეტეს ოთახში, დამაყენეს გამხადეს წელს ზემოთ, მიღეს, თითის ანაბეჭდები ამიღეს, შემდეგ ისევ ჩამკეტეს და 1 საათში ისევ მოვიდნენ კამერით და დამიწყეს დაკითხვა. 6 საათის განმავლობაში მკითხავდნენ თან იწერდნენ. ზეწოლას ახდენდნენ ჩემზე.
კითხვები იყო ასეთი: რუსეთი უკრაინის ომში რუსეთს ვუჭერ მხარს თუ უკრაინას, მყავს თუ არა უკრაინაში ნათესავები , ბოლოს როდის გადავრიცხე ფული უკრაინის დახმარების ფონდში, პუტინი მიყვარს თუ არა, ზელენსკის ვუჭერ მხარს თუ არა, ვისი ბრალია უკრაინა რუსეთის ომი, 2008 წელს საქართველო რუსეთი ომის დროს მინდოდა თუ არა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა. საქართველოში ყოფნის დროს აქციაზე ხშირად ვიძახი პუტინ ხუი ლოს თუ არა, დამიწვავს თუ არა რუსეთის დროშა აქციაზე ყოფნის დროს, აქციაზე რო დავდივარ ფულს რამდენს ვიღებ, რატო არ მაქვს რუსეთის მხარდამჭერი ვიდეოები, დედაჩემი ვინაა ჩემი ცოლი ვინააა, ვეწევი თუ არა მარიხუანას ან ჩემი ცოლი ეწევა თუ არა. აფხაზეთი საქართველოა თუ არა, რუსეთი ოკუპანტია თუ არა. ძალიან დიდ ზეწოლას ახდენდნენ ჩემზე. ფსიქოლოგიაზე მირტყამდნენ რო რამე მეთქვა ავყოლოდი საბაბი მიმეცა რო გაველახე. იწეოდნენ ჩემკენ ნაგლურად დამცინავად მელაპარაკებოდნენ. აქ ბევრი ქართველები გვყავდა და ზოგ ზოგიერთებს ფეხები დავატეხეთო მეუბნებოდნენ. შენც ჭკუით იყავი თუ გინდა აქედან გახვიდეო. ვცდილობდი არ ავყოლოდი რადგან ვერავინ ვერ მიშველიდა. მინდოდა რო იქედან გამოვსულიყავი თავი დამეღწია.
შემდეგ წამიყვანეს სხვა ოთახში ხელი მომაწერინეს რაღაცეებზე, ისეთი რაღაცეები დაწერეს რაც არ მიქნია. შენ 32 წლის ხარო და ეხლა 50 წლიანს მოგცემთ და 50 წელშუ 82 კი იქნებიო, ლამის გული გამიჩერდა მეთქი 50 წელი ციხეში მიშვებენ თქო. შემდეგ კი მეუბნება უფროსი: მაგრად გაგიმართლა რო აქედან გიშვებთო და 50 წლიან დეპორტს გაძლევთო. მოკლედ 50 წლიანი დეპორტი მომცეს და დამაბრუნეს გემზე. მაგრად მაწვალეს. ვფიქრობდი გემზე აღარ დამაბრუნებენ მეთქი. მე რაც იქ ვიწვალე სხვამ არ მინდა იგივე გაიაროს იმიტო რო შეიძლება ვერ გაუძლოს და ცუდ მდგომარეობაში ჩავარდეს. ჩვენ სანამ შევიდოდით პორტში მანამდე 4 ქართველი წაუყვანიათ ისე უცემიათ რო საავადმყოფოში წაუყვანიათ. ასე რომ კიდევ კარგად გავუძელი წნეხს. ეხლა კარგად ვარ, გამოვედით რუსეთიდან, დიდება საქართველოს. აფხაზეთი და ოსეთი საქართველოა", — წერს მეზღვაური სოციალურ ქსელში (სტილი დაცულია).
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
კომენტარები