შოთა დიღმელაშვილი

10 Apr. 2024, 14:21

ყველას, ვისაც 2007 წლის 7 ნოემბერს ცრემლსადენი გაზით, ან ხელკეტით გაგვისწორდნენ, ძალიან ცუდად გვახსოვს საქართველოს ნაკრების მთავარი ვარსკვლავის, კახი კალაძის მკვახე შეფასებები დემონსტრანტთა მიმართ, რომ ამრევები არიან და სტაბილურობას და განვითარებას უქმნიან საფრთხეს.

აგრეთვე, დარბევის შემდეგ, მალევე, 2008 წლის იანვარში, როგორ უჭერდა მხარს მიხელ სააკაშვილს, როგორ მონაწილეობდა მის წინასაარჩევნო კამპანიაში.

წარმოიდგინეთ, მარტის დარბევის შემდეგ, კვარაცხელია რომ გამომდგარიყო და ღარიბაშვილი ექო და დემონსტრანტები ელანძღა. ამ დონის ტრავმა იყო მაშინ ნაკრების საერთაშორისო ვარსკვლავი კალაძის საქციელი.

დღეს ეს კაცი გამოდის და სხვებს ეძახის ნაცებს და იმავე შეფასებებს აკეთებს დემონსტრანტების მიმართ, რასაც 2007 წელს აკეთებდა.

წერს სამოქალაქო აქტივისტი შოთა დიღმელაშვილი ფეისბუქზე კახა კალაძის საპასუხოდ. თბილისის მერმა თქვა, რომ გიორგი ქოჩორაშვილის მამა, როინ ქოჩორაშვილი "ნაცია" და მისი პოსტი, რუსული კანონის წინააღმდეგ, "გასაკვირი არ არის".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  2. გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს
  3. ცნობილია ვინ გაიმარჯვა "ასაწყობი სკოლების" ტენდერში — ₾19,5-მილიონიანი ხელშეკრულება მზადდება
  4. საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
  5. ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დაინიშნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ