ჯორჯ ბუში

4 Sep. 2023, 11:52

საქართველო განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ჩემს გონებაში. თქვენ ერთგული მეგობრები გყავთ შეერთებულ შტატებში. თუმცა, რჩება კითხვები დემოკრატიული ფასეულობებისადმი მთავრობის ერთგულებასთან დაკავშირებით.

გული მტკივა, როდესაც ვუყურებ, როგორ ეპყრობიან ციხეში თქვენს მესამე პრეზიდენტს, რომელსაც მე ვიცნობდი. ბევრი ადამიანია შეშფოთებული საქართველოში რუსული გავლენების ზრდითა და იმით, რომ თქვენი მთავრობა ჯეროვნად არ უჭერს მხარს უკრაინას.

ეს არის დრო, როდესაც ყველანი უნდა გავერთიანდეთ თავისუფლების იდეის გარშემო. მოდით, გამოვიყენოთ ეს კონფერენცია იმისათვის, რომ დავამარცხოთ ყველა, ვინც თავისუფლების იდეას ებრძვის. ღმერთმა დალოცოს ქართველი ხალხი და თავისუფლებისთვის მებრძოლი ყველა ადამიანი მსოფლიოში. [მთავარი არხის თარგმანი].

ნათქვამია აშშ-ის 43-ე პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის წერილში, რომელიც დევიდ კრამერმა თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე წაიკითხა. წერილს ადგილზე მყოფი მედიები ავრცელებენ. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი
  2. რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
  3. "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
  4. "თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს
  5. ენგურჰესის აგრეგატებზე დაგეგმილ ტესტირებას ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა მოჰყვა — სემეკის წევრის განცხადება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ