კახა კალაძე

17 Mar. 2023, 12:01

არ ვარ 100%-ით დარწმუნებული იმაში, რომ იქნება დადებითი, პოზიტიური გადაწყვეტილება სტატუსთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ამას იყენებენ, როგორც პოლიტიკურ იარაღს. აქვთ გარკვეული მცდელობები სხვადასხვა ადამიანებს, ე.წ. მეგობრებს, რომ როგორმე მოხდეს ხელისუფლების ცვლილება, იმიტომ, რომ ეს ხელისუფლება მათთვის არ არის მისაღები ერთი მიზეზის გამო — რომ გეტყვიან, ცალ ფეხზე დადექი, უნდა დადგე ცალ ფეხზე.

ჩვენ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამას საკუთარ თავს არ ვაკადრებთ, არ ვაკადრებთ ჩვენს მოსახლეობას, ქვეყანას, ტრადიციებს, კულტურას. ჩვენ სიამაყით ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას, ხალხს. მე ვამაყობ, რომ ვარ ქართველი, დავიბადე ამ ქვეყანაში, გავიზარდე, მაქვს ულამაზესი სამშობლო.

მთელი ჩემი წარსული ცხოვრება დაკავშირებულია ევროპასთან, მთელი ჩემი წარმატება იცით რომ დაკავშირებულია ევროპასთან. ვცხოვრობდი ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ქალაქში და ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს ევროპული ღირებულებები, ძალიან კარგად ვიცი, თუ რამხელა ცივილიზაციის მოტანა შეუძლია ევროპულ განვითარებას, მაგრამ, მეგობრებო, როცა გეუბნებიან, რომ უნდა იყო მონა, უნდა დადგე ცალ ფეხზე, ეს კატეგორიულად მიუღებელია. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მგზავრები ხელბარგისა და მცირე ზომის ჩემოდნების ატანას თვითმფრინავში უფასოდ შეძლებენ
  2. რა ეღირება ლარი უქმეებზე?
  3. 25 ივნისიდან თბილისი-ბათუმის რეისზე რეგულარული ფრენები იწყება — რა ეღირება ბილეთი?
  4. დუმაში აცხადებენ, რომ დროა სერიოზული ომი დაიწყონ უკრაინასთან
  5. მიხაილ შვიდკოი: სტურუას "ვეფხისტყაოსნის" ნახვის ცდუნება იმდენად დიდი იყო, რომ თბილისში ვიზიტის ამას დავამთხვიე

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

ალდაგი სეტყვისგან დაზარალებულ ფერმერებს 3 მილიონ ლარზე მეტ ზარალს აუნაზღაურებს

უხვი ნალექისა და სეტყვის შედეგად, ივნისის თვეში ქართლისა და კახეთის რეგიონებში 800-ზე მეტი ფერმერი დაზარალდა.…