კახა კალაძე

17 Mar. 2023, 12:09

იქ [აქციაზე] იყვნენ ადამიანები, ვისაც მართლა უნდა ევროპული მომავალი და ეს თემა მათთვის წითელი ხაზია. ბევრია საქართველოში ასეთი ადამიანი და ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ეს მიმართულება. მაგრამ, იყო უამრავი ადამიანი იქ — გირჩის ახალგაზრდული, რომელიც სპეციალურ ტრენინგებს გადის, ენმ-ს ახალგაზრდები, ფრანკლინის სკოლა, რომელიც საკმაოდ საინტერესო მიმართულებაა, ზოგადად და საზოგადოებას კიდევ უფრო მეტ დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით ამასთან დაკავშირებით.

დააკვირდით, როდესაც დაიწყო ეს შეტაკებები — მოლოტოვის კოქტეილები, ქვების სროლა, სპეცრაზმის ჯგუფი დაიხევდა უკან, შეაჩერებდა დაშლას, და მაშინვე უკან ბრუნდებოდნენ, იგივე გრძელდებოდა. ეს ყველაფერი მიზანმიმართულად კეთდებოდა, რომ გარკვეული არეულობები და დაპირისპირებები კიდევ უფრო სიღრმეებში წასულიყო. მაგრამ, არავის არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანა ააყირაონ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
  2. შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
  3. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
  4. თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა
  5. ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება"

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ ხალხთა შორის…