9 აგვისტოდან თბილისის ზოოპარკის ახალი ტერიტორიის ნაწილი — "კავკასიის ექსპოზიცია" დამთვალიერებლებისთვის სატესტო რეჟიმში ამოქმედდა. ინფორმაციას თბილისის ზოოპარკი ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, ობიექტის ოფიციალური გახსნა შემოდგომაზე იგეგმება, თუმცა საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესის გამო გადაწყდა, რომ მოქალაქეებს უკვე მზადმყოფი სივრცის დათვალიერების შესაძლებლობა ოფიციალურ ცერემონიამდე მიეცეთ.

ზოოპარკის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები კვლავ აქტიურად მიმდინარეობს — შენდება კაფე, ბავშვთა საგანმანათლებლო ცენტრი და სხვა დამხმარე ნაგებობები. ამიტომ, ვიზიტორებს მოუწოდებენ, იმოძრაონ მხოლოდ ვოლიერების გასწვრივ მარკირებულ ბილიკებზე და არ გადავიდნენ გამაფრთხილებელი ნიშნებით შემოსაზღვრულ ზონებში.

ფოტო: თბილისის ზოოპარკი

სამუშაო საათები: ყოველდღე, 11:00-დან 19:00 საათამდე (სალარო იხურება 18:00 საათზე).

მისამართი: თბილისის ზოოპარკის სანაპირო N1 (თბილისის ზღვის მიმდებარედ, ივერთუბნის მომიჯნავედ).

შესასვლელი: ხუდადოვის ქუჩის ბოლოდან.