ბათუმის საქალაქო სასამართლომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტ კობა ფარტენაძის მიმართ განხორციელებულ დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებულ პირებს 7 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ისინი საპატიმროს გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებენ.

"ბათუმელების" ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალი "სექსუალური ორიენტაციის მიუღებლობის“ მოტივით წარედგინათ. პროკურატურა ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.

სასამართლო პროცესზე ადვოკატმა განაცხადა, რომ ბრალდებულები იღებენ ვალდებულებას, მსგავსი ქმედება აღარ განმეორდეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი და მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე, სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც ისმის, თუ როგორ ემუქრება უცნობი კაცი, რომ ცალკე გაჰყვეს და "ტ*აკში დაჭრის". ჟურნალისტის განცხადებით, ეს მასზე თავდასხმისა და მუქარის პირველი შემთხვევა არ არის. მან პოლიციას მრავალჯერ მიმართა, თუმცა უშედეგოდ.