კახა კალაძე

15 Mar. 2023, 12:23

20 მარტიდან შეწყდება ძველი სისტემით A კატეგორიის ტაქსის ნებართვის გაცემა და პირველი აპრილიდან ახალი, განსხვავებული მოდელი ამოქმედდება. პირველ აპრილს ერთჯერადად დარიგდება უვადო ნებართვები, რომლის გაყიდვას, ყიდვას, იჯარით გაცემას თვითონ შეძლებენ ნებართვის მფლობელები და თბილისის მერია ნებართვებს მეტად აღარ გასცემს. ეს იქნება ამ ადამიანების სამუდამო საკუთრება და თავადვე მიიღებენ შემდეგ გადაწყვეტილებას, ჰქონდეთ, გააგრძელონ მუშაობა, იჯარაში გადასცენ ვინმეს, გაყიდონ თუ ა.შ. 

ვინაიდან ნებართვის გაცემის შესაძლებლობა ამით ამოიწურება, მე რამდენიმე მთავრობაზე ვთქვი და მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო და მოვუწოდო იმ პირებს, რომლებიც A კატეგორიის ტაქსებს მართავენ და არასდროს აუღიათ ნებართვა, 20 მარტამდე აუცილებლად უნდა მიმართონ მუნიციპალიტეტს და აიღონ ძველი სისტემით გათვალისწინებული A კატეგორიის ნებართვა. მეგობრებო, ძალიან დიდი თხოვნაა, იმოქმედეთ, თორემ დარჩებით ისე და არ მინდა, ვინმე დარჩეს უკმაყოფილო. ამიტომ 20 მარტამდე აუცილებლად უნდა აიღოთ A კატეგორიის ნებართვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ პირველ თქვენ პირველ აპრილს ვეღარ შეძლებთ, აიღოთ უვადო ნებართვები.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას" — საზმაუს ეთერში სიმღერის დროს წაქცეული 10 წლის ბავშვის დედა
  2. სომხეთის საბაჟომ ირანიდან შემოსულ ტვირთში დამალული 26კგ ბუნებრივი თმა ამოიღო
  3. მგზავრები ხელბარგისა და მცირე ზომის ჩემოდნების ატანას თვითმფრინავში უფასოდ შეძლებენ
  4. რა ეღირება ლარი უქმეებზე?
  5. 25 ივნისიდან თბილისი-ბათუმის რეისზე რეგულარული ფრენები იწყება — რა ეღირება ბილეთი?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

გოგა ხაინდრავას საჩივრის შემდეგ, პროკურატურამ ტელეკომპანია "ფორმულას" წინააღმდეგ, ცრუ დასმენის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო

ქართული ოცნების მხარდამჭერი კინორეჟისორის, გოგა ხაინდრავას საჩივრის შემდეგ, პროკურატურამ ტელეკომპანია "ფორმულას"…