წულუკიანმა იან კელის არაპროფესიონალი და ხელმოცარული უწოდა
ფოტო: საქართველოს მთავრობა
კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელი კვლავ გააკრიტიკა და ირონიულად მოიხსენიია. წულუკიანი Facebook-ზე წერს — "ორი სიტყვა იმის შესახებ, თუ როგორ "უყვარს" იან კელის ჩვენი ქვეყანა", თუმცა პოსტი საკმაოდ ვრცელია.
მან კელი "არაპროფესიონალად" და "ხელმოცარულად" მოიხსენია და თქვა, რომ საქართველოში ელჩობის დასრულების შემდეგ, დიპლომატის კარიერა ვეღარ გააგრძელა.
"ბატონი იან კელი ახლა ერთ-ერთ უნივერსიტეტში ასწავლის და იმდენი დრო კი აქვს, რომ საქართველოს და მის ხალხს ხან ერთ თემაზე დაარიგოს სოციალურ ქსელში ჭკუა და ხან — მეორეზე. მას ყველაფერზე აქვს თავისი "კომპეტენტური" აზრი და, ალბათ, შორს არა ვართ იმ დროისგან, როცა ტვიტერით "განდაგანას" ილეთებსაც აგვიხსნის.
არც ეს მიკვირს, რადგან როდესაც შენს კარიერაში საქართველოში ელჩობა ფიასკო იყო, მერე რაღაც უხილავი ძალა ისევ წარუმატებლობის ადგილისაკენ გექაჩება და დაშვებული შეცდომების გამოსწორების ცრუ იმედს გაძლევს. სამწუხაროდ, მისი ეს მცდელობები ახალ-ახალი ფიასკოა და უკვე გამაღიზიანებელიც მკითხველისა თუ მსმენელისათვის", — თქვა მან.
ვიცე-პრემიერი წერს, რომ ყოფილი ელჩი მხოლოდ ერთ რამეს აკეთებდა საუკეთესოდ — "ის მუდამ გვეუბნებოდა, დიდი ინტერესით გაკვირდებითო. მაგრამ კარგი ელჩობისთვის, ეს არ კმარა".
ამავე პოსტში წულუკიანმა ჩამოთვალა, რა გააკეთეს უკრაინისთვის და ამტკიცებს, რომ ყველაზე წინ ვართ უკრაინაში გაგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთის ოდენობით. მისი აზრით კელი "უსამართლოდ საყვედურობს" მმართველ გუნდს, უკრაინაინის დასახმარებლად გადადგმულ ნაბიჯებზე. ირონიულად სვამს კითხვას: ბატონო იან, რა უნდა გავაკეთოთ კიდევ მეტი? და ატარებს ნარატივს, თითქოს აშშ-ს ყოფილ ელჩს ქვეყნის "ომში ჩართვა" სურს.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც წულუკიანი იან კელის კრიტიკულ განცხადებებს, კრიტიკით პასუხობს. მაგალითად 19 მაისს თქვა, რომ კელის არ უყვარს საქართველო. ამას 24 მაისს ყოფილმა ელჩმა მთავარი არხის ეთერში უპასუხა, მისი განცხადებით, კრიტიკა არ ნიშნავს, რომ ქვეყანა და ხალხი არ უყვარს. კელიმ ინტერვიუში ასევე თქვა, რომ საქართველოში ყოფნისას მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა წულუკიანთან. თავად მინისტრი ვრცელ პოსტში აცხადებს, რომ ამ ურთიერთობას ვერც მეგობრულს დაარქმევს და ვერც სასიამოვნოს.
"ეს გახლდათ აზრთა გარკვეული მიმოცვლა ამა თუ იმ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო რეფორმის გარშემო, იმხანად საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ჩემი ხელმძღვანელობით რომ ატარებდა.
პირველად სწორედ იმჟამინდელი ურთიერთობისას გამიჩნდა აზრი, რომ ბატონ იან კელის არაფერი ეცხო იმ ამერიკელებისა, საქართველოს დიდი და გულმხურვალე გულშემატკივრები რომ იყვნენ და დღესაც არიან. ქვეყნის გულშემატკივარი რომ იყო, მისი ხალხის ტკივილის გაგება უნდა გსურდეს და ამისთვის, ოდნავი სიყვარული მაინცაა საჭირო", — წერს მინისტრი.
წულუკიანი ისევ იმეორებს და ადანაშაულებს კელის ენმ-ის ინტერესების გატარებასა და ამომრჩევლის ნების ფორმირებაში.
"ბატონი იან კელი, როგორც ელჩი, ასეთი პოლიტიკურ ძალების (ნაციონალური მოძრაობა და მისი დაშლის შემდეგ წარმოქმნილი დაჯგუფებები) დამცველად გვევლინებოდა. ამით, ის აქტიურად იყო ჩართული ქართულ პოლიტიკაში და გავლენას ახდენდა ქართველი ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე", — წერს წულუკიანი.
მინისტრს აკრიტიკებს კელის იმის გამო, რომ "ტაშს უკრავს" "ნიკა გვარამიასთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამომტანი მოსამართლის დისკრიმინაციას". კელიმ ინტერვიუში თქვა, რომ ვის შეუშვებს ქვეყანაში წყვეტს სახელმწიფო დეპარტამენტი და აღნიშნა, რომ მიესალმება აშშ-ის საელჩოს გადაწყვეტილებას. წულუკიანმა ამის საპასუხოდ კი დაწერა:
"ქართველებს ხომ, რას ბრძანებთ, სიამოვნების ჟრუანტელი მოგვგვარა ჩვენი ქვეყნის მოსამართლის დაკნინების თქვენეულმა მცდელობამ, ბატონო იან!".
წულუკიანს აქამდე არა მხოლოდ კელი, არამედ სხვა საერთაშორისო პარტნიორებიც გაუკრიტიკებია. მათ შორისაა, ვიოლა ფონ კრამონი და ანა ფოტიგა.
კრამონმა წულუკიანის კრიტიკას უპასუხა და თქვა, რომ წულუკიანის შეფასებები იმედგაცრუებას იწვევს და პუტინის საქციელს ჰგავს. ევროპარლამენტარი განმარტავს, რომ ისინი აკრიტიკებენ საქართველოს ხელისუფლებას და არა ქართველ ხალხს.
-
სიგნალები, რომლებსაც სხეული ყოველდღე გვიგზავნის და ვერ ვამჩნევთ სიგნალები, რომლებსაც სხეული ყოველდღე გვიგზავნის და ვერ ვამჩნევთ
-
1 ივნისის შეთავაზება იმედი L-ისგან 1 ივნისის შეთავაზება იმედი L-ისგან
-
26 მაისს ნინოშვილზე და საერთო იდეის ქვეშ გაერთიანებული ბიზნესები 26 მაისს ნინოშვილზე და საერთო იდეის ქვეშ გაერთიანებული ბიზნესები
-
რა აკავებს წყალს მიწაზე, ანუ რატომ დარჩა დედამიწა ლურჯი პლანეტა რა აკავებს წყალს მიწაზე, ანუ რატომ დარჩა დედამიწა ლურჯი პლანეტა
-
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი
-
ქვიზი: რამდენად კარგად იცი ქართული გრამატიკა? ქვიზი: რამდენად კარგად იცი ქართული გრამატიკა?
-
რის სანაცვლოდ შეაფერხა სენატორმა სტივ ნიკანდროსმა "მეგობარი აქტი?" რის სანაცვლოდ შეაფერხა სენატორმა სტივ ნიკანდროსმა "მეგობარი აქტი?"
გადახედვა
-
სახიფათო სათამაშოების გაყიდვის გამო ევროკომისიამ Temu €200 მილიონით დააჯარიმა სახიფათო სათამაშოების გაყიდვის გამო ევროკომისიამ Temu €200 მილიონით დააჯარიმა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-18 ნაკადზე მიღება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-18 ნაკადზე მიღება დაიწყო
-
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში, ჩანჩქერში ტურისტი დაიღუპა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში, ჩანჩქერში ტურისტი დაიღუპა
გადახედვა
-
8 მსახიობი, რომლებმაც მთავარ როლზე უარი დაბალი ანაზღაურების გამო თქვეს 8 მსახიობი, რომლებმაც მთავარ როლზე უარი დაბალი ანაზღაურების გამო თქვეს
გადახედვა
-
ირაკლი კუპრაძე: მივმართავ ქართველ მშობლებს, რომ ძალოვანი უწყებები, ძალადობენ თქვენს შვილებზე მიყრუებულ ადგილებში და შემდეგ მსხვერპლებს იჭერენ, აკავებენ და საპატიმროებში გზავნიან ირაკლი კუპრაძე: მივმართავ ქართველ მშობლებს, რომ ძალოვანი უწყებები, ძალადობენ თქვენს შვილებზე მიყრუებულ ადგილებში და შემდეგ მსხვერპლებს იჭერენ, აკავებენ და საპატიმროებში გზავნიან
გადახედვა
-
ახალი Siri: გაჟონილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ Apple AI რბოლაში ერთვება ახალი Siri: გაჟონილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ Apple AI რბოლაში ერთვება
გადახედვა
-
სოფო ბაბუციძის ამბავი დამოუკიდებლობაზე — "ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია, თავდაჯერებულობა კი, უკვე მოძრაობაში მოდის" სოფო ბაბუციძის ამბავი დამოუკიდებლობაზე — "ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია, თავდაჯერებულობა კი, უკვე მოძრაობაში მოდის"
-
თეა წულუკიანი: იმ ექვს პოლიციელს, სადაც ბრძანდებიან, მინდა ვუსაყვედურო, თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო თეა წულუკიანი: იმ ექვს პოლიციელს, სადაც ბრძანდებიან, მინდა ვუსაყვედურო, თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო
გადახედვა
-
"Google უკვე Google აღარ არის" — AI-ს გამო მომხმარებლებმა DuckDuckGo-ს მიაშურეს "Google უკვე Google აღარ არის" — AI-ს გამო მომხმარებლებმა DuckDuckGo-ს მიაშურეს
გადახედვა
-
კროსვორდი: დაასრულე ქართული ანიმაციის სახელი კროსვორდი: დაასრულე ქართული ანიმაციის სახელი
გადახედვა
-
Tbilisi Records-მა გია ყანჩელის მუსიკა სცენისა და ეკრანისთვის პირველად გამოსცა ვინილის ფირფიტაზე Tbilisi Records-მა გია ყანჩელის მუსიკა სცენისა და ეკრანისთვის პირველად გამოსცა ვინილის ფირფიტაზე
-
რუმინეთში რუსული დრონი კორპუსს შეეჯახა, რამაც ხანძარი გამოიწვია — არიან დაშავებულები რუმინეთში რუსული დრონი კორპუსს შეეჯახა, რამაც ხანძარი გამოიწვია — არიან დაშავებულები
გადახედვა
-
მოისმინეთ: არიანა გრანდემ ახალი სიმღერა გამოუშვა მოისმინეთ: არიანა გრანდემ ახალი სიმღერა გამოუშვა
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურიზე წყლის ყინული ერთ პლანეტარულ დღეში მოხვედრილიყო შესაძლოა, მერკურიზე წყლის ყინული ერთ პლანეტარულ დღეში მოხვედრილიყო
გადახედვა
კომენტარები