გახარია მთავრობას და ოპოზიციას: 4 კვირა მაინც გაჩუმდნენ, 4 კვირის განმავლობაში მაინც არ ლანძღონ ერთმანეთი
ფოტო: კადრი ვიდეოდან
პარტია საქართველოსთვის ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, მომდევნო 4 კვირა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია. მისი თქმით, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილება უახლოეს 4 კვირაში იქნება მიღებული. გახარია ამბობს, რომ მნიშვნელოვანია გაერთიანება.
"ჩვენ შეიძლება, ერთმანეთი არ მოგვწონდეს, შეიძლება, ერთმანეთს ვებრძოდეთ, შეიძლება, ერთმანეთი გვეზიზღებოდეს, მაგრამ როდესაც საქმე ეხება საკითხს, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის მომავალ 10-წლეულების ცხოვრებას. იმ ცხოვრებას, რომელზეც ჩვენმა შვილებმა გადაწყვეტილება მიიღეს. მათთვის წარმოუდგენელია რუსულ წარსულში დაბრუნება. მათთვის ერთადერთი გამოსავალია, მხოლოდ და მხოლოდ ევროპული განვითარება. გავჩუმდეთ, ერთადერთი რასაც მოვუწოდებ 4 კვირა მაინც გაჩუმდნენ, რომ 4 კვირის განმავლობაში მაინც არ ლანძღონ ერთმანეთი", — ამბობს ის.
გახარიას თქმით, ამ ოთხი კვირის განმავლობაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ მოსწონს და ვინ არა. როგორც ამბობს, რჩება შთაბეჭდილება, რომ ქართული ოცნება მზადაა ნებისმიერი ფასი გადაიხადოს ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ხოლო ოპოზიცია, ნაციონალური მოძრაობა, მისივე თქმით, მზადაა ნებისმიერი დასი გადაიხადოს, რათა ეს ძალაუფლება დაიბრუნოს.
"ერთადერთი ფასი, რაც ერთ გაკოტრებულს და მე-2 გაკოტრებულს დარჩა, ეს არის ივაჭრონ ქვეყნის მომავლით", — თქვა გახარიამ.
ყოფილი პრემიერი საუბრობს, რომ არ იცის, რა მიზანი აქვთ, მაგრამ შედეგი იქნება ქვეყნის იზოლაცია.
" არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის ოპოზიცია თუ ხელისუფლება. ვისაც მართლა, გულწრფელად სურს, საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი იმის მაგივრად, რომ თავს ესხმოდეს თავის ოპონენტებს ან ერთმანეთს, იყოს მხოლოდ და მხოლოდ ბრალდებებით დაკავებული. უბრალოდ თუ ერთად დგომა არ შეგვიძლია, უბრალოდ უნდა გაჩუმდეთ, უნდა გაჩუმდნენ, არ ლანძღონ ერთმანეთი, არ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს უსაფუძვლო ბრალდებებით. წარმოიდგინეთ ერთი რამ, უახლოესი 4 კვირის განმავლობაში, უაღრესად დიდი მნიშვნელობა ექნება საქართველოს და ქართული პოლიტიკური ელიტების თუ ქართველი ხალხის, მოქალაქეების ერთიანობის შესაძლებლობას. როგორ შეგვიძლია თითოეულ ჩვენგანს, გავერთიანდეთ რაღაცის ირგვლივ მაინც", — აცხადებს ის.
საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე განაცხადი, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად გააკეთა. უკვე შეავსეს კითხვარიც და ის ევროკავშირს გადასცეს.
-
ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს
გადახედვა
-
ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე მსჯავრდებული გიორგი დავითაძის საქმეზე ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე მსჯავრდებული გიორგი დავითაძის საქმეზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა
გადახედვა
-
ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
კომენტარები