ლაიენი ევროკავშირის ერთსულოვანი კენჭისყრის წესის გაუქმებას მხარს უჭერს
ფოტო: Jean-Francois Badias/AP
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ თუკი ევროკავშირი ერთსულოვანი კენჭისყრის წესის გაუქმებას გადაწყვეტს, იგი ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს. ევროპის მომავლის შესახებ კონფერენციაზე ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას ლაიენმა თქვა, რომ ის მხარს უჭერს ევროკავშირის ხელშეკრულებების რეფორმას "თუ ეს საჭირო იქნება".
"ახლა ჩვენი ჯერია, ყველაზე პირდაპირი გზით მივიდეთ გამიზნულ შედეგამდე. ამისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა რესურსი უნდა გამოვიყენოთ და დიახ, შესაძლებელია ხელშეკრულების შეცვლაც, თუ ამის საჭიროება იარსებებს", — თქვა ლაიენმა.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ყოველთვის ამტკიცებდა, რომ ერთსულოვან კენჭისყრას ზოგიერთ ძირითად მიმართულებაში აზრი აღარ აქვს, თუ ევროკავშირს სურს უფრო სწრაფად მოქმედება.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შესთავაზა, რომ ხელშეკრულების რეფორმირების საკითხი ივნისის საბჭოს სამიტზე განიხილონ.
ევროკავშირის ცამეტმა წევრმა ქვეყანამ განაცხადა, რომ ხელშეკრულების ცვლილების შესახებ საუბარი "გაუაზრებელი და ნაადრევია". ეს ქვეყნებია: ბულგარეთი, ხორვატია, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, ლატვია, ლიეტუვა, მალტა, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვენია და შვედეთი.
13 ქვეყნის განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირის მიერ ბოლო წლების კრიზისების მართვა, მათ შორის COVID-19 და რუსეთის მიმდინარე აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ნათლად აჩვენებს, რამდენად შეუძლია ევროკავშირს მიაღწიოს შედეგებს მიმდინარე ხელშეკრულების ფარგლებში.
ერთსულოვანი კენჭისყრის გაუქმების შემთხვევაში ევროკავშირი გადაწყვეტილებებს ხმათა უმრავლესობით მიიღებს. ამ ეტაპზე იმისთვის, რომ ევროკავშირმა განხილული საკითხი მიიღოს, საჭიროა, ყველა წევრი ქვეყანა უჭერდეს მას მხარს. დღეს, როცა საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირის წევრობის კითხვარი შეავსეს და ევროკავშირმა კენჭი უნდა უყაროს ამ საკითხს, ეს ცვლილება კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს.
-
13 ოქტომბერს ევროკავშირი უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მეორე და მესამე კლასტერებს გახსნის 13 ოქტომბერს ევროკავშირი უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მეორე და მესამე კლასტერებს გახსნის
გადახედვა
-
სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმიდან მოსამართლე მანანა კობახიძის თვითგანრიდების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმიდან მოსამართლე მანანა კობახიძის თვითგანრიდების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
გადახედვა
-
საქართველოს განადგურების მოწოდებისა და ქართველების შეურაცხყოფისთვის რუსეთში მოქალაქე 10 000 რუბლით დააჯარიმეს საქართველოს განადგურების მოწოდებისა და ქართველების შეურაცხყოფისთვის რუსეთში მოქალაქე 10 000 რუბლით დააჯარიმეს
გადახედვა
-
როგორ ირჩევს Global Finance მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს როგორ ირჩევს Global Finance მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს
-
ევროსაბჭომ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარების გამო 77 ფიზიკური პირი დაასანქცირა ევროსაბჭომ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარების გამო 77 ფიზიკური პირი დაასანქცირა
გადახედვა
-
უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმების შემდეგ, Yandex-ს შესაძლოა აღჭურვილობის შესაცვლელად ექვსი თვე დასჭირდეს უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმების შემდეგ, Yandex-ს შესაძლოა აღჭურვილობის შესაცვლელად ექვსი თვე დასჭირდეს
გადახედვა
-
როცა ხელოვნური ინტელექტი ფიზიკურ სამყაროში გადადის — რობოტიკიდან ბიოტექნოლოგიამდე როცა ხელოვნური ინტელექტი ფიზიკურ სამყაროში გადადის — რობოტიკიდან ბიოტექნოლოგიამდე
გადახედვა
-
"მცხეთობა-სვეტიცხოვლობასთან" დაკავშირებით მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება "მცხეთობა-სვეტიცხოვლობასთან" დაკავშირებით მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა
გადახედვა
-
გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი
გადახედვა
-
Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია
გადახედვა
-
10 სერიალი, რომლებსაც არცერთი ცუდი სერია არ ჰქონია 10 სერიალი, რომლებსაც არცერთი ცუდი სერია არ ჰქონია
გადახედვა
-
რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა? რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა?
გადახედვა
-
კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება დაიწყო - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება დაიწყო - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
-
ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
გადახედვა
-
სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრამპისგან რუსულ დიზელზე გარიგების გაუქმებას მოითხოვს სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრამპისგან რუსულ დიზელზე გარიგების გაუქმებას მოითხოვს
გადახედვა
-
Google-ის AI დეტექტორით სარგებლობა უკვე ყველას შეგვიძლია — როგორ გამოვიყენოთ SynthID Detector Google-ის AI დეტექტორით სარგებლობა უკვე ყველას შეგვიძლია — როგორ გამოვიყენოთ SynthID Detector
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მონოლით ჯგუფი Monolith New Depo-ს პროექტს ახორციელებს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მონოლით ჯგუფი Monolith New Depo-ს პროექტს ახორციელებს
-
რომის პაპი ლეო აცხადებს, რომ ფილტვზე მცირე წარმონაქმნის გამო ოპერაციას გაიკეთებს რომის პაპი ლეო აცხადებს, რომ ფილტვზე მცირე წარმონაქმნის გამო ოპერაციას გაიკეთებს
გადახედვა
-
კობახიძე იმედოვნებს, რომ რუსეთი ქართულ პროდუქციაზე ემბარგოს გადაწყვეტილებას შეცვლის კობახიძე იმედოვნებს, რომ რუსეთი ქართულ პროდუქციაზე ემბარგოს გადაწყვეტილებას შეცვლის
გადახედვა
კომენტარები