ვლადიმერ ტაბაღუა

9 May. 2022, 12:34

ჩვენ გვეგონა საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა, თავისუფლება მოვიპოვეთ და დავადექით დამოუკიდებლობის გზას, მაგრამ ეს ასე არ აღმოჩნდა. აღმოჩნდა იმიტომ, რომ იმპერიამ დაგვანახა 2008 წელს, როგორ გაილაშქრა ჩვენ წინააღმდეგ და რამდენი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, იმდენი ათასი ლტოლვილი გახდა საქართველოში, საკუთარ სამშობლოში. ეს მოიტანა იმ ძალამ, ბნელმა ძალამ, რომელიც არ ეგუება, რომ მისი მეზობელი ხალხი თავისუფლად და დამოუკიდებლად განვითარდეს.

ახლა ვხედავთ უფრო უარეს მდგომარეობას უკრაინაში, მოძმე ხალხში, სადაც სჩადიან საშინელ ბოროტებას. ასეთი ბოროტება, რომ ბავშვები ხოცონ, უდანაშაულო მოქალაქეები ქალაქი მიწასთანაა გასწორებული და რატომ შვრებიან ამას. ამაზე მოსკოვი, მთავრობა პასუხს არ იძლევა. რატომ ხოცავენ ამ ხალხს, რა დააშავეს? მარტო ის, რომ დამოუკიდებლობა სურდათ, თავიანთი სურვილით განვითარდნენ და თავიანთი სურვილით იცხოვრონ, ამისათვის სჯის, რომ არ წავიდეს დასავლეთისკენ, ცივილიზაციისკენ და იყოს მისი იმპერიის ქვეშ. ამას არ დაუშვებს არც უკრაინა და არც საქართველო. მე ის მაძლევს იმედს, რომ მთელი ცივილიზებული ქვეყნები გაერთიანებული არიან, რომ უკრაინელმა ხალხმა დაიცვას თავისი მიწა-წყალი და დაიცვას თავისი სამშობლო. [...]

ეს ომი რომ ჩამთავრდება და დამარცხდება დიდი იმპერია, ამის შემდეგ ვფიქრობ დაისადგურებს მშვიდობა მთელ მსოფლიოში.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა
  2. ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი
  3. ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში, გარდაცვლილი 3 პენსიონერი და დაკრძალეს
  4. მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს
  5. "მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ" — რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი მე-3 წერილში?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ