"ეს იარაღები რომ გვქონოდა, უამრავი ადამიანის გადარჩენას შევძლებდით" — რა უთხრა ზელენსკიმ G7-ის ლიდერებს
ფოტო: (Efrem Lukatsky/AP
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერებს მიმართა და ისაუბრა გეგმაზე, რომელიც ომში მოგებისთვის, რუსეთის დამარცხებისა და უკრაინის შემდგომი აღდგენისთვის არის საჭირო. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უპირველეს ყოვლისა, უკრაინას სჭირდება მეტი იარაღი.
"რა უნდა გავაკეთოთ, რომ თავისუფლების დაცვის ბრძოლაში გავიმარჯვოთ? უკრაინისა და მთელი მსოფლიოს თავისუფლების? უპირველეს ყოვლისა, იარაღები. მადლობელი ვარ თქვენი იმ ყოვლისმომცველი დახმარებისთვის, რომელიც უკვე მივიღეთ. რადგან მეორე მსოფლიო ომში თავისუფლების ბედი ბრძოლის ველზე წყდებოდა. ამიტომ უკრაინას სჭირდება იარაღები და ყველა თავდაცვითი აღჭურვილობა, რაც ტირანიის დამარცხებაში დაეხმარება.
კონკრეტულად, M142 HIMARS, M270 MLRS და სხვა იარაღები, რომლებსაც თქვენი ძლიერი სახელმწიფოებისგან ვითხოვთ. ისინი რომ გვქონოდა, ჩვენ უამრავი ადამიანის გადარჩენას შევძლებდით", — განაცხადა მან.
მისივე თქმით, ასევე, საჭიროა დამატებითი სანქციები, კერძოდ ექპორტ-იმპორტის შეჩერება რუსეთთან და ყველა იმ თანამდებობის პირის დასანქცირება, ვინც რუსეთის ომს მხარს უჭერს.
"შემდეგი არის სანქციები. უკრაინა ყოველთვის მადლობელი იქნება თქვენი ამ უპრეცედენტო სანქციების, რომელიც მშვიდობის ინტერესებს ემსახურება. მაგრამ ომი გრძელდება, აქედან გამომდინარე სპეციალური საერთაშორისო ჯგუფის ექსპერტებმა, რომლებსაც მაიკლ მაკფოლი და ანდრეი ერმაკი ხელმძღვანელობენ, სამოქმედო გეგმა შექმნეს, რათა ამ ომისთვის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრდეს. ეს აუცილებელია — გევედრებით — დანერგეთ ეს სანქციები და გვითხარით თქვენი ანალიზი.
არ უნდა იყოს ექსპორტ-იმპორტი რუსეთთან მანამ, სანამ რუსეთი იმ ფულს, რომელიც გამოიმუშავა, უკრაინისა და მთელი ევროპის თავისუფლების განადგურებაში ხარჯავს. დემოკრატიული მსოფლიო უნდა იყოს პრინციპული საკუთარი თავის დაცვაში. უნდა ვიპოვოთ გზები იმ პოლიტიკოსებისა და ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან.
ასევე, ყველა რუსი ოფიციალური პირი, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები, რაც მთავარია, მოსამართლეები, რომლებიც ამ ტირანიისთვის მუშაობენ, უნდა იყვნენ ამ სანქციების სიაში. ისინი იქ ჯერ არ არიან", — აღნიშნა მან.
ზელენსკის თქმით, ასევე, საჭიროა ვიზის შეზღუდვები რუსეთის მოქალაქეებზე, რათა მათ ვერ შეძლონ თავისუფალი სამყაროს გამოყენება გართობისა და შოპინგისთვის. მისი თქმით, ყველამ უნდა იბრძოლოს ტირანიის წინააღმდეგ, იმის ნაცვლად, რომ შეეგუოს ამას.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც უკრაინის პრეზიდენტმა გაამახვილა ყურადღება, ქვეყნის ფინანსური მხარდაჭერაა, როგორც ახლა, ომის მიმდინარეობის დროს, ასევე, შემდეგ. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ საჭიროა მარშალის გეგმის მსგავსი, რათა უკრაინამ შეძლოს ძალების აღდგენა.
"ასეთი გეგმა გვჭირდება და ის გვჭირდება ახლავე, რათა მსოფლიომ დაინახოს, რომ თავისუფლება იმარჯვებს, არა მხოლოდ ბრძოლის ველზე, არამედ ცხოვრებაში. სანამ ომი გრძელდება, ჩვენ გვჭირდება 5-დან 7 მილიარდ დოლარამდე ყოველ თვე. როცა ომი დასრულდება, ჩვენ უნდა აღვადგინოთ ყველაფერი, რაც რუსეთმა დაანგრია, რომლის ღირებულებაც 600 მილიარდ დოლარს აჭარბებს.
ეს ძალიან ბევრია ჩვენი სახელმწიფოსთვის. ეს არ არის შესაძლებელი უკრაინისთვის, მაგრამ შესაძლებელია თქვენთვის. რუსეთს უნდა, რომ ევროპაში გადაინაცვლოს, ყველა პოტენციური აგრესორი მსოფლიოში, რომელსაც მეზობლების ცხოვრების დანგრევა სურს, ახლა რუსეთს აკვირდება, მიაღწევს თუ არა ის წარმატებას და შეძლებენ თუ არა თავად იმავეს გამეორებას", — თქვა ზელენსკიმ.
ამავე თემაზე:
იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში
-
ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო სწავლება დაიწყო ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო სწავლება დაიწყო
გადახედვა
-
ხვალ, EU უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერებს გახსნის ხვალ, EU უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერებს გახსნის
გადახედვა
-
სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმიდან მოსამართლე მანანა კობახიძის თვითგანრიდების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმიდან მოსამართლე მანანა კობახიძის თვითგანრიდების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
გადახედვა
-
Global Finance: საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკია ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის Global Finance: საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკია ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის
-
როგორ ირჩევს Global Finance მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს როგორ ირჩევს Global Finance მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს
-
ევროსაბჭომ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარების გამო 77 ფიზიკური პირი დაასანქცირა ევროსაბჭომ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარების გამო 77 ფიზიკური პირი დაასანქცირა
გადახედვა
-
BMG: მამუკა მდინარაძემ საკონსულტაციო კომპანია დააფუძნა BMG: მამუკა მდინარაძემ საკონსულტაციო კომპანია დააფუძნა
გადახედვა
-
მომთაბარე პოდკასტი: ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — ფრინველების დიდი მიგრაცია მომთაბარე პოდკასტი: ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — ფრინველების დიდი მიგრაცია
-
როცა ხელოვნური ინტელექტი ფიზიკურ სამყაროში გადადის — რობოტიკიდან ბიოტექნოლოგიამდე როცა ხელოვნური ინტელექტი ფიზიკურ სამყაროში გადადის — რობოტიკიდან ბიოტექნოლოგიამდე
გადახედვა
-
"მცხეთობასთან" დაკავშირებით მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება "მცხეთობასთან" დაკავშირებით მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
გადახედვა
-
ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა
გადახედვა
-
გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი
გადახედვა
-
Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია
გადახედვა
-
თემურ ჭყონია აცხადებს, რომ მათი საქმიანობა რუსეთში "კოკა-კოლას" გაყიდვასთან დაკავშირებული არ არის თემურ ჭყონია აცხადებს, რომ მათი საქმიანობა რუსეთში "კოკა-კოლას" გაყიდვასთან დაკავშირებული არ არის
გადახედვა
-
POG: რუსთავის N6-ე ციხის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა POG: რუსთავის N6-ე ციხის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
-
10 სერიალი, რომლებსაც არცერთი ცუდი სერია არ ჰქონია 10 სერიალი, რომლებსაც არცერთი ცუდი სერია არ ჰქონია
გადახედვა
-
რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა? რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა?
გადახედვა
-
კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
გადახედვა
-
სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრამპისგან რუსულ დიზელზე გარიგების გაუქმებას მოითხოვს სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრამპისგან რუსულ დიზელზე გარიგების გაუქმებას მოითხოვს
გადახედვა
-
Google-ის AI დეტექტორით სარგებლობა უკვე ყველას შეგვიძლია — როგორ გამოვიყენოთ SynthID Detector Google-ის AI დეტექტორით სარგებლობა უკვე ყველას შეგვიძლია — როგორ გამოვიყენოთ SynthID Detector
გადახედვა
კომენტარები