ვოლოდიმირ ზელენსკი

10 Mar. 2022, 06:21

ბავშვთა საავადმყოფო, სამშობიარო განყოფილება, რა საფრთხეს წარმოადგენდნენ ისინი რუსეთის ფედერაციისთვის? რა არის ეს ქვეყანა, რუსეთის ფედერაცია რომელსაც საავადმყოფოებისა და სამშობიაროების ეშინია და ანგრევს მათ? [...] ორსული ქალები რასტოვზე სროლას აპირებდნენ? სამშობიაროში ვინმემ დაამცირა რუსულენოვანი ადამიანები? თუ ეს საავადმყოფოს დენაციფიკაცია იყო? 

ეს ყველაფერი სისასტიკის მიღმაა. რასაც ოკუპანტები მარიუპოლში აკეთებენ, უკვე სცდება სისასტიკეს. ევროპელებო, უკრაინელებო, მარიუპოლელებო, ჩვენ ერთად უნდა დავგმოთ რუსეთის ომის დანაშაული, რომელიც ყველა იმ ბოროტებას ასახავს, რაც დამპყრობლებმა მოიტანეს ჩვენს მიწაზე, ჩვენს დანგრეულ ქალაქებზე [...]

დანგრეულია საავადმყოფოები და სკოლები. დანგრეულია ეკლესიები და სახლები. ხალხი იღუპება, ბავშვებს კლავენ. ბავშვთა საავადმყოფოების საჰაერო დაბომბვა საბოლოო მტკიცებულებაა იმისა, რომ უკრაინელების გენოციდი ხდება. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  2. გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს
  3. ცნობილია ვინ გაიმარჯვა "ასაწყობი სკოლების" ტენდერში — ₾19,5-მილიონიანი ხელშეკრულება მზადდება
  4. საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
  5. ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დაინიშნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ