"გთხოვთ, პირადად შეამოწმოთ მოშიმშილეთა პირობები" — პენცენტრის პეტიცია დიპლომატებს
საქართველოს პენცენტრი პეტიციით მიმართავს ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩებს, კარლ ჰარცელსა და კელი დეგნანს და სრულიად დიპლომატიურ კორპუსს და სთხოვს აქტიურად ჩაერთონ ქვეყანაში შემქნილი კრიზისის მოგვარებაში. პეტიციაში ვკითხულობთ, რომ ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური კრიზისი და ეკონომიკური დაღმასვლა ქმნის სამოქალაქო დაპირისპირების რისკს.
"გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩვენი თხოვნა და პირადად შეამოწმოთ მოშიმშილეთა პირობები, რათა თავი დავიზღვიოთ იმ დამანგრეველი სცენარისგან, რომელიც ემუქრება ქვეყანას რომელიმე მათგანის სიცოცხლისთვის ზიანის შექმნის შემთხვევაში.
ჩვენ არ ვართ პოლიტიკოსები, ჩვენ სხვადასხვა პოლიტიკური პრეფერენციები გვაქვს, მაგრამ ამ საკითხში ერთიანნი ვართ: სამოქალაქო დაპირისპირებას საქართველო ვეღარ გაუძლებს, ყველაფერი კი სწორედ აქეთკენ მიდის. გთხოვთ შეიტანოთ თქვენი წვლილი ამ სცენარის არიდებაში", — წერია განცხადებაში.
პენცენტრის პეტიციაში ყურადღება გამახვილებულია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შიმშილსა და მისი სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით მოშიმშილე მოქალაქეებზე.
"საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, არის დაპატიმრებული და შიმშილობს, პარლამენტის წევრი ელენე ხოშტარია ყოფილი პრეზიდენტის საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს, პარლამენტის ათი წევრი მოშიმშილეებისადმი სოლიდარობის ნიშნად შიმშილობს, მომღერალი პაატა ბურჭულაძე საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში შიმშილობს, ათობით აქტივისტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შიმშილობს, საზოგადოება პოლარიზებულია და ნებისმიერ დროს მოსალოდნელია ვითარება მოულოდნელი და ქვეყნისთვის დამაზიანებელი სცენარით განვითარდეს", — ვკითხულობთ განცხადებაში.
საქართველოს პენცენტრი აერთიანებს 70-ზე მეტ ქართველ მწერალს.
მიხეილ სააკაშვილი 48-ე დღეა შიმშილობს. სააკაშვილი, მისი ადვოკატები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ, თუმცა ხელისუფლება უარზეა. 8 ნოემბერს ექსპრეზიდენტი მისი და მისი ადვოკატების სურვილის საწინააღმდეგოდ გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მან განაცხადა, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ. პასუხად იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ მოხარული იქნებიან თუ არ იშიმშილებს, მაგრამ დათქმების გარეშე.
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
კომენტარები