სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა, რათა ბაქოს მე-4 უსაფრთხოების ფორუმში მიიღოს მონაწილეობა. ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" სომხურ სამსახურს პრემიერმინისტრის პრესსპიკერმა მელანია ჰარუთიუნიანმა განუცხადა.

22 სექტემბერს, გვიან საღამოს, ქრისტინე გრიგორიანი ერევანში დაბრუნდა, თუმცა მედიის წარმომადგენლების კითხვებს ვიზიტის დეტალებთან დაკავშირებით არ უპასუხა.

ღონისძიება, რომელსაც აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უძღვებოდა, ასზე მეტი ქვეყნის სპეციალური სამსახურების წარმომადგენლებს აერთიანებდა. შეხვედრის მთავარ თემებს კიბერუსაფრთხოება, ტერორიზმთან ბრძოლა და ტრანსნაციონალური დანაშაული წარმოადგენდა.