თბილისის არქიტექტურის ფორუმმა 800-ზე მეტი მონაწილე, თემის - „Places in Transition“-ის გარშემო გააერთიანა
თბილისის არქიტექტურის ფორუმის (TAF) მეორე გამოცემა 18–20 სექტემბერს გაიმართა და სამი დღის განმავლობაში არქიტექტურის, დიზაინის, ურბანული განვითარების, კულტურისა და მომიჯნავე სფეროების პროფესიონალები გააერთიანა.
TAF 2026-ს 800-ზე მეტი დელეგატი, 10-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი და 50-ზე მეტი სპიკერი შეუერთდა, ხოლო ფორუმის პროგრამამ 40-ზე მეტი სესია, დისკუსია, ვორქშოფი და პროფესიული შეხვედრა მოიცვა.
წლევანდელი ფორუმის მთავარი თემა - „Places in Transition“ („გარდამავალი სივრცეები“) - აერთიანებდა ერთ ძირითად კითხვას: როგორ შეუძლია არქიტექტურას უპასუხოს ცვლილებებს ისე, რომ შეინარჩუნოს ადგილის იდენტობა, გააძლიეროს საზოგადოებები და შექმნას მომავლისთვის ღირებული სივრცეები?
ადგილები არასოდეს არის სტატიკური. მათ გარდაქმნის სოციალური და ტექნოლოგიური ცვლილებები, კლიმატური გამოწვევები, კონფლიქტები, ურბანული განვითარება, იდენტობის ცვლილება და მემკვიდრეობის ხელახალი გადააზრება. სწორედ ამ კონტექსტში TAF 2026-ის ყურადღება მიმართული იყო არა მხოლოდ ახალი სივრცეების შექმნაზე, არამედ არსებული ადგილების გააზრებაზე, ადაპტაციაზე, შენარჩუნებაზე, აღდგენასა და ახლებურად ინტერპრეტაციაზე.
სამი დღე - სამი განსხვავებული კონცეფცია
TAF 2026-ის სამდღიანი პროგრამა სამი განსხვავებული კონცეფციის გარშემო იყო აგებული - თითოეულ დღეს საკუთარი ფორმატი, მასშტაბი და მონაწილეობის განსხვავებული გამოცდილება ჰქონდა.
ფორუმის პირველი დღე - Dialogue & Participation - მცირე აუდიტორიებზე გათვლილ პარალელურ სესიებსა და თემატურ ვორქშოფებს აერთიანებდა. ფორმატი მონაწილეებსა და სპიკერებს შორის უფრო უშუალო დიალოგის, ღია დისკუსიისა და აქტიური ინტერაქციის შესაძლებლობას ქმნიდა.
ერთ-ერთი ასეთი სესია - „What Nobody Talks About“ - არქიტექტურული პრაქტიკის იმ მხარეებზე საუბარს დაეთმო, რომლებიც დასრულებული პროექტების მიღმა ხშირად უხილავი რჩება: გაურკვევლობაზე, კომპრომისებზე, წარუმატებლობაზე, ეთიკურ დილემებზე, ფინანსურ წნეხსა და რთულ პროფესიულ გადაწყვეტილებებზე. სესიის მიზანი იყო ისეთი სივრცის შექმნა, სადაც განსხვავებული გამოცდილებები ერთმანეთს შეხვდებოდა, რთული კითხვები ღიად დაისმებოდა და პროფესიული უთანხმოებაც ახალი დიალოგის დასაწყისად იქცეოდა.
პარალელურად მიმდინარე ვორქშოფებიდან „Memory Mapping: The Emotional Landscape of a City“ ქალაქის ინდივიდუალურ და კოლექტიურ აღქმას იკვლევდა. მონაწილეებმა კონკრეტული მარშრუტი გაიარეს, შემდეგ კი გავლილი გზა საკუთარი მეხსიერებითა და ჩანახატებით აღადგინეს. ინდივიდუალური გამოცდილებების გაერთიანებით შექმნილმა კოლექტიური მეხსიერების რუკამ აჩვენა, რამდენად განსხვავებულად შეიძლება ადამიანები ერთსა და იმავე ქუჩას თუ ქალაქის სივრცეს აღიქვამდნენ.
ხოლო ვორქშოფი „Can AI Sell an Idea Before It Exists?“ იკვლევდა ხელოვნური ინტელექტის როლს არქიტექტურული იდეის ადრეულ ეტაპზე - როგორ შეიძლება AI გამოყენებულ იქნას იდეის, ატმოსფეროს, მატერიალურობისა და სივრცითი გამოცდილების კომუნიკაციისთვის მაშინაც კი, როდესაც პროექტი ჯერ მხოლოდ ჩანაფიქრის დონეზე არსებობს.
პირველი დღის პროგრამა მთლიანობაში შეეხო პროფესიის იმ თემებსაც, რომლებზეც ხშირად ნაკლებად საუბრობენ - ეთიკას, რეგულაციებს, მემკვიდრეობას, ხელახალ გამოყენებას, იდენტობასა და თანამედროვე არქიტექტურული პრაქტიკის სხვა გამოწვევებს.
Main Stage - Ideas & Perspectives
ფორუმის მეორე დღეს პროგრამის მთავარი აქცენტი Expo Georgia-ს Main Stage-ზე გადავიდა. 19 სექტემბრის პროგრამა ფართო აუდიტორიისთვის განკუთვნილ keynote პრეზენტაციებსა და პანელურ დისკუსიებს აერთიანებდა და თანამედროვე არქიტექტურისა და ქალაქების წინაშე არსებულ გამოწვევებს სხვადასხვა პროფესიული და საერთაშორისო პერსპექტივიდან განიხილავდა.
Keynote-ების სერია არქიტექტურის, ქალაქის, ლანდშაფტის, მემკვიდრეობისა და ადამიანური გამოცდილების ურთიერთკავშირს შეეხო. მათ შორის, Bob Allies, Allies and Morrison-ის თანადამფუძნებელი, არქიტექტურისა და ურბანული ცვლილებების ურთიერთობაზე საუბრობდა - როგორ შეიძლება არქიტექტურა ცვალებად ურბანულ კონტექსტს პასუხობდეს და ამავე დროს ხანგრძლივი ღირებულების მქონე ადგილებს ქმნიდეს.
Ada Yvars Bravo-ს keynote - „Architecture as Layers of Belonging“ - არქიტექტურას იმ ფენების ერთობლიობად განიხილავდა, რომლებიც ადამიანსა და ადგილს შორის კუთვნილების განცდას ქმნის, ხოლო Michael Gräf-ის „The Future Grows: Landscape Thinking for a Nature Positive Future“ ლანდშაფტური აზროვნების როლსა და ბუნებასთან უფრო პოზიტიური მომავლის შექმნის შესაძლებლობებს შეეხო.
Keynote პრეზენტაციებთან ერთად მთავარ სცენაზე გაიმართა ინტერდისციპლინური პანელური დისკუსიებიც. მათ შორის, „Beyond Shelter: Rebuilding Homes, Identity and Belonging After War“ ომის შემდგომ აღდგენას არა მხოლოდ საცხოვრებლის ფიზიკური აღდგენის, არამედ იდენტობის, მეხსიერებისა და კუთვნილების დაბრუნების კონტექსტში განიხილავდა.
მეორე დღის პროგრამამ ფორუმის მთავარი თემები ფართო პროფესიულ და საზოგადოებრივ კონტექსტში გადაიტანა და სხვადასხვა დისციპლინის წარმომადგენლებს მისცა შესაძლებლობა, ერთ სცენაზე ემსჯელათ ქალაქების, სივრცეების და საზოგადოებების ტრანსფორმაციაზე.
მესამე დღე - ქალაქი, როგორც ფორუმის სივრცე
ფორუმის მესამე დღეს პროგრამა საკონფერენციო სივრცეს გასცდა და უშუალოდ თბილისის სხვადასხვა არქიტექტურულ, ურბანულ და კულტურულ წერტილში გაგრძელდა. ქალაქის ტურებისა და სპეციალური ვიზიტების საშუალებით სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ თბილისი არა მხოლოდ როგორც ფორუმის მასპინძელი ქალაქი, არამედ როგორც მუდმივად გარდამავალი და მრავალშრიანი ურბანული გარემო გამოეცადათ.
ტური „Old Tbilisi Gems - Melik-Azaryants House: Beneath the Surface“ მონაწილეებს თბილისის ერთ-ერთი გამორჩეული ისტორიული შენობის - მელიქ-აზარიანცის სახლის - ახლად გამოვლენილ ფენებში მიუძღვებოდა. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას აღმოჩენილი, მანამდე მიუწვდომელი მიწისქვეშა სივრცეები და ისტორიული დარბაზები სტუმრებს შესაძლებლობას აძლევდა, შენობა მისი ცნობილი ფასადის მიღმაც შეესწავლათ და მის არქიტექტურულ, საინჟინრო და ისტორიულ შრეებს გაცნობოდნენ.
„Tbilisi: A Journey Through Architectural Time“ ქალაქის სხვადასხვა ეპოქასა და არქიტექტურულ სტილს ერთმანეთთან აკავშირებდა - საბჭოთა არქიტექტურიდან და მოდერნიზმიდან XIX საუკუნის ქალაქურ ქსოვილამდე. მარშრუტი თბილისის სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიიდან იწყებოდა და ტექნიკური უნივერსიტეტის, ყოფილი საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის, გმირთა მოედნის, ცირკის, კოსტავას გამზირისა და თბილისის საკონცერტო დარბაზის გავლით ქალაქის არქიტექტურული განვითარების სხვადასხვა ფენას აჩვენებდა.
Gldani Tour კი მონაწილეებს თბილისის ტურისტული ცენტრის მიღმა, გლდანის ურბანულ რეალობაში იწვევდა - საბჭოთა საცხოვრებელ მასივებში, ბაზრებსა და საჯარო სივრცეებში, სადაც ქალაქის ყოველდღიური ცხოვრება და ურბანული ტრანსფორმაცია განსაკუთრებით თვალსაჩინოდ იკვეთება.
მესამე დღის პროგრამა ასევე მოიცავდა კულტურულ და საგამოფენო სივრცეებში ვიზიტებს. გამოფენა „Ezologia - Porous Body of Tbilisi“ წარმოადგენდა NWDS-ისა და „უბანი - თბილისის ქალაქური ლანდშაფტის კვლევის ცენტრის“ მიერ ინიცირებული თბილისის ეზოების ინტერდისციპლინური კვლევის პირველ საჯარო პრეზენტაციას.
განსაკუთრებული ნაწილი იყო ვიზიტი საქართველოს არქეოლოგიურ მუზეუმში, რომელიც თბილისის არქიტექტურის ფორუმის პროგრამის ფარგლებში სპეციალურად გაიხსნა სტუმრებისთვის. ფორუმის მონაწილეებს პირადად უმასპინძლა მუზეუმის დირექტორმა მიხეილ აბრამიშვილმა, რომელმაც სტუმრებს მუზეუმის სივრცე და კოლექცია გააცნო.
ამგვარად, ფორუმის მესამე დღეს თბილისი თავად იქცა პროგრამის ნაწილად - ადგილად, სადაც ისტორია, არქიტექტურა, მემკვიდრეობა და მიმდინარე ურბანული ცვლილებები უშუალო გამოცდილების საშუალებით გახდა შესაძლებელი.
Connection & Experience
ფორუმის მესამე დღე - Connection & Experience - ფორმალური პროგრამიდან ქალაქისა და პროფესიული პრაქტიკის უშუალო გამოცდილებაზე გადავიდა.
მონაწილეებმა მოინახულეს თბილისის არქიტექტურული და კულტურული ადგილები, სტუდიები და სხვადასხვა ურბანული სივრცე, მონაწილეობდნენ B2B შეხვედრებსა და პროფესიულ გაცვლებში.
ამავე პერიოდში Expo Georgia-ს მე-6-ე პავილიონში გაიმართა „The Foundation of Things“ - TAF-ის ფარგლებში Georgian Objects-თან თანამშრომლობით წარმოდგენილი პროდუქტის დიზაინის გამოფენა, რომელიც ყურადღებას ამახვილებდა არა მხოლოდ დასრულებულ ობიექტებზე, არამედ იდეებზე, კვლევაზე, ექსპერიმენტებსა და გადაწყვეტილებებზე, რომლებიც საბოლოო ფორმამდე მოდის. მნიშვნელოვანია რომ ფორუმის სპიკერები იყვნენა ყველაზე მსხვილი საერტაშორის ფროდაქთ დიზაინის პლატფორმა- ALCOVA-ს დამფუძნებლები, რომლებმაც უაშუალოდ გაიცნეს გამოფენის მონაწილე ყველა ქართველი დიზაინერი და მოინახულეს მათი სივრცეები.
TAF 2026-ის სამი დღე ერთ მთავარ იდეას დაეთმო: ადგილები მუდმივად იცვლება.
იცვლება ქალაქები, იცვლება საზოგადოებები, იცვლება ტექნოლოგიები, კლიმატი, ეკონომიკური და პოლიტიკური რეალობა - და ამ ცვლილებებთან ერთად იცვლება ის სივრცეებიც, რომლებშიც ვცხოვრობთ.
ფორუმმა ამ პროცესებზე ერთი საბოლოო პასუხის გაცემის ნაცვლად შექმნა სივრცე მოსასმენად, კითხვის დასასმელად, აზრების გასაზიარებლად და განსხვავებული პერსპექტივების შესახვედრად.
TAF 2026 დასრულდა, თუმცა მის მიერ წამოჭრილი კითხვები გრძელდება.
-
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia—ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia—ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმმა 800-ზე მეტი მონაწილე, თემის - „Places in Transition“-ის გარშემო გააერთიანა თბილისის არქიტექტურის ფორუმმა 800-ზე მეტი მონაწილე, თემის - „Places in Transition“-ის გარშემო გააერთიანა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის ინსტიტუციებთან შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის ინსტიტუციებთან
გადახედვა
-
Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს" Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს"
გადახედვა
-
რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ
გადახედვა
-
60 წელს გადაცილებულ კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს 60 წელს გადაცილებულ კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო — Supply Chain Finance Award მოიპოვა საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო — Supply Chain Finance Award მოიპოვა
-
დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში
გადახედვა
-
ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ
გადახედვა
-
"გრანტის გადარიცხვა არ მომხდარა" — ევროპის საბჭო პოლიტიკური სწავლების სკოლის ბახმაროს სემინარზე "გრანტის გადარიცხვა არ მომხდარა" — ევროპის საბჭო პოლიტიკური სწავლების სკოლის ბახმაროს სემინარზე
გადახედვა
-
როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი
გადახედვა
-
მევენახეების პროტესტის ფონზე მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის მევენახეების პროტესტის ფონზე მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის
გადახედვა
-
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა
გადახედვა
-
21-ე სკოლის გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფი საინჟინრო დასკვნის გადამოწმებას და შენობის რეაბილიტაციის განხილვას ითხოვს 21-ე სკოლის გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფი საინჟინრო დასკვნის გადამოწმებას და შენობის რეაბილიტაციის განხილვას ითხოვს
გადახედვა
-
საჩუქრების ფესტივალი — 26 სექტემბერს თბილისი აუთლეტ ვილიჯის დაბადების დღეა საჩუქრების ფესტივალი — 26 სექტემბერს თბილისი აუთლეტ ვილიჯის დაბადების დღეა
-
შსს: ძმები ფეიქრიშვილები ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით არიან დაკავებულები შსს: ძმები ფეიქრიშვილები ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით არიან დაკავებულები
გადახედვა
-
11 ორგანიზაცია PACE-ს საქართველოს წინააღმდეგ ევროპულ სასამართლოში სარჩელის მოთხოვნისკენ მოუწოდებს 11 ორგანიზაცია PACE-ს საქართველოს წინააღმდეგ ევროპულ სასამართლოში სარჩელის მოთხოვნისკენ მოუწოდებს
გადახედვა
კომენტარები