როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი
ფოტო: Shutterstock
იცოდი, რომ თურქეთის ჩრდილოეთით არის ქალაქი, რომლის მცხოვრებლებისთვის "მშობლიური ენა", არც მეტი, არც ნაკლები, სტვენაა? ერთმანეთში საუბრის ნაცვლად, კომუნიკაციისთვის ისინი სხვადასხვა მეთოდით უსტვენენ...
სტვენა თანდაყოლილი "ნიჭი" არ გახლავთ — ეს უნარი ისწავლება. მეტიც, ინტენსიური ვარჯიშით სტვენის სწავლა თითქმის ყველას შეუძლია: ტუჩებით, პირით, ენით ან თუნდაც თითების გამოყენებით. ასე რომ, თუკი ცხოვრების ამ ეტაპამდე ისე მოხვედი, რომ ჯერ კიდევ არ დაგისტვენია, არ იდარდო: ქვემოთ მოგიყვებით რამდენიმე ხერხზე, რომლებიც ამ უნარის დაუფლებაში დაგეხმარება. რაც მთავარია, გახსოვდეს, რომ რაც მეტს ივარჯიშებ, მით უკეთ შეძლებ სტვენას; ასე რომ, რამდენიმე ცდის შემდეგ თუ სასურველ შედეგს ვერ გაიგონებ, ხელს ნუ ჩაიქნევ.
1. სტვენა ტუჩებით
თუ გსურს, სასურველი მელოდია სტვენით შეასრულო, ამისთვის ტუჩების გამოყენება უნდა ისწავლო.
- ენით დაისველე ტუჩები და წინ გამოწიე;
- პირიდან ტუჩების გავლით ნელა გამოუშვი ჰაერი (ამ დროს ხმას გაიგებ);
- ენა მოადუნე და ახლა უფრო მაგრად შეუბერე;
- ტუჩების, ენისა და ყბის გამოძრავებით სხვადასხვა ბგერის გაჟღერება შეგიძლია.
2. სტვენა თითების გამოყენებით
ასეთი მეთოდით სტვენას მაშინ მიმართავენ, როცა შორ მანძილზე ვინმეს ხმას ვერ აგონებენ ან ქუჩაში ტაქსის გაჩერება სურთ.
- ცერა თითების ქვედა ნაწილი სახისკენ შეიტრიალე და დანარჩენი თითები ქვემოთ ჩამოუშვი, ნეკების წვერები კი V-ასოს ფორმით შეატყუპე; შეგიძლია ასევე გამოიყენო საჩვენებელი თითები, ან — საჩვენებელი და ცერა თითები, თუკი ცალი ხელით გსურს დასტვენა;
- ენით დაისველე ტუჩები და უკან, კბილებისკენ შებურცე (თითქოს, ჩვილივით ჯერ არ ამოგსვლია კიჭები);
- ენა მოკეცე და ნეკებს შეახე (პირში თითები ფრჩხილის ქვემოთ, პირველ საკეცამდე უნდა გედოს);
- უკან შებურცული ტუჩებით და თითებზე მიბჯენილი მოკეცილი ენით, პირი მჭიდროდ მომუწე— ჰაერი მხოლოდ თითებს შორის სივრციდან უნდა შედი-გამოდიოდეს;
- ნელა შეუბერე: როგორც ვთქვით, ჰაერი მხოლოდ თითებს შორის სივრციდან უნდა გამოვიდეს (თუ ასე არაა, პირი კარგად არ მოგიკუმავს);
- როცა დარწმუნდები, რომ "ოპერაციაში" მონაწილე ყველა მხარე ადგილზე და მზადყოფნაშია, უფრო მაგრად შეუბერე; წესით, მკივანი ხმა უნდა გაიგო.
3. ენით სტვენა
ასე სტვენა შედარებით უფრო ნაზი და ხმადაბალია, ვიდრე ტუჩებით ან თითების გამოყენებით.
- კვლავაც ენით დაისველე ტუჩები და ოდნავ წინ გამოწიე;
- პირი სულ ოდნავ გააღე, ენა კი სასის წინა მხარეს, კბილებს ზემოთ მიაბჯინე (ამ დროს ხმა უნდა გაიგო);
- რაც მეტად გამოწევ ტუჩებს წინ და მაგრად შეუბერავ, მით ხმამაღალ ბგერას მიიღებ;
- ბგერის ჟღერადობა შეგიძლია შეცვალო ტუჩების გამოძრავებით, მაგალითად, ისე, თითქოს, ოდნავ იღიმი.
4. ჰაერის შესრუტვით სტვენა
ეს ამ ჩამონათვალში ყველაზე რთული ტექნიკაა, მაგრამ თუ გამოგივა და ხმამაღლა დაუსტვენ, ქუჩის მეორე მხარესაც გააგონებ ადამიანს.
- გამოიცანი, რა უნდა ქნა: ჰო, ტუჩები დაისველე და წინ გამოწიე;
- შეისრუტე ჰაერი, სანამ მსტვინავ ხმას არ გაიგებ (ამ დროს შეიძლება ქვედა ყბა ოდნავ ჩამოვარდეს);
- რაც უფრო მაგრად შეისრუტავ ჰაერს, მით ხმამაღალი სტვენა გამოვა.
და მაინც ვერ უსტვენ?
ბევრი, ძალიან ბევრი მცდელობის შემდეგ თუ მაინც ვერაფერი გესმის, ამის მიზეზი შეიძლება სამედიცინო მდგომარეობას უკავშირდებოდეს. სტვენისას ხახის დამხშველი კუნთი, სახელად ველოფარინქსი, ბოლომდე უნდა დაიხუროს. თუ ასე არ ხდება, სტვენა ძნელდება. ველოფარინგიალურ დისფუნქციას, როგორც ამ მდგომარეობას უწოდებენ, შეიძლება იწვევდეს, მაგალითად, მგლის ხახა, ადენოიდების ოპერაცია, ხახის სუსტი კუნთები, მეტისმეტად დიდი სივრცე ხორხსა და სასას შორის ან მეტყველების დარღვევები.
სტვენა ზოგს მეტად ეხერხება, ზოგს — ნაკლებად. არ არსებობს კვლევა, რომელიც შეაფასებდა, ადამიანების რა ნაწილს შეუძლია სტვენა, მაგრამ ერთ-ერთ ინტერნეტგამოკითხვაში რესპონდენტების 67%-მა განაცხადა, რომ ცუდად ან საერთოდ ვერ უსტვენდა. მეტიც, გამოკითხვის მონაწილეთა მხოლოდ 13% მიიჩნევდა, რომ სტვენა ძალიან კარგად გამოსდიოდა.
-
რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ
გადახედვა
-
60 წელს გადაცილებულ კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს 60 წელს გადაცილებულ კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო
გადახედვა
-
ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ
გადახედვა
-
როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი
გადახედვა
-
მევენახეების პროტესტის ფონზე მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის მევენახეების პროტესტის ფონზე მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის
გადახედვა
-
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა
გადახედვა
-
აუტიზმის მქონე შვილთან საკომუნიკაციოდ, დედამ მკლავზე კლავიატურა ამოისვირინგა აუტიზმის მქონე შვილთან საკომუნიკაციოდ, დედამ მკლავზე კლავიატურა ამოისვირინგა
-
21-ე სკოლის გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფი საინჟინრო დასკვნის გადამოწმებას და შენობის რეაბილიტაციის განხილვას ითხოვს 21-ე სკოლის გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფი საინჟინრო დასკვნის გადამოწმებას და შენობის რეაბილიტაციის განხილვას ითხოვს
გადახედვა
-
საჩუქრების ფესტივალი — 26 სექტემბერს თბილისი აუთლეტ ვილიჯის დაბადების დღეა საჩუქრების ფესტივალი — 26 სექტემბერს თბილისი აუთლეტ ვილიჯის დაბადების დღეა
-
შსს: ძმები ფეიქრიშვილები ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით არიან დაკავებულები შსს: ძმები ფეიქრიშვილები ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით არიან დაკავებულები
გადახედვა
-
11 ორგანიზაცია PACE-ს საქართველოს წინააღმდეგ ევროპულ სასამართლოში სარჩელის მოთხოვნისკენ მოუწოდებს 11 ორგანიზაცია PACE-ს საქართველოს წინააღმდეგ ევროპულ სასამართლოში სარჩელის მოთხოვნისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
მეხანძრეებმა ალმოდებული სახლიდან გამოყვანილი ფისო ჟანგბადის ნიღბით გადაარჩინეს მეხანძრეებმა ალმოდებული სახლიდან გამოყვანილი ფისო ჟანგბადის ნიღბით გადაარჩინეს
გადახედვა
-
ხელოვნურ ინტელექტს ყველაფერს უჯერებთ? — MIT-ის ანგარიშის მიხედვით, სტუდენტები AI-სთან "გონებრივად ნებდებიან" ხელოვნურ ინტელექტს ყველაფერს უჯერებთ? — MIT-ის ანგარიშის მიხედვით, სტუდენტები AI-სთან "გონებრივად ნებდებიან"
გადახედვა
-
კახა კალაძე: მივმართავთ ე.წ. დეზერტირების ბაზრის ადმინისტრაციას, უზრუნველყოს მოვაჭრეებისთვის დროებითი სივრცე საქმიანობის გასაგრძელებლად კახა კალაძე: მივმართავთ ე.წ. დეზერტირების ბაზრის ადმინისტრაციას, უზრუნველყოს მოვაჭრეებისთვის დროებითი სივრცე საქმიანობის გასაგრძელებლად
გადახედვა
-
პოლონეთის საგარეო უწყება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს გმობს პოლონეთის საგარეო უწყება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს გმობს
გადახედვა
-
სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის (სოდ) ხელმძღვანელად თამაზ შუბითიძე დაინიშნა სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის (სოდ) ხელმძღვანელად თამაზ შუბითიძე დაინიშნა
გადახედვა
-
დარეგისტრირდი STEM სკოლაში და ისწავლე საქართველოს ბანკის სტიპენდიით დარეგისტრირდი STEM სკოლაში და ისწავლე საქართველოს ბანკის სტიპენდიით
-
კახა კალაძე: ბაღებში ბავშვები ქათმის ხორცით არ მოწამლულან, იმ დღით მენიუში ქათმის ხორცი საერთოდ არ ყოფილა კახა კალაძე: ბაღებში ბავშვები ქათმის ხორცით არ მოწამლულან, იმ დღით მენიუში ქათმის ხორცი საერთოდ არ ყოფილა
გადახედვა
-
AI უსაფრთხოების სერტიფიკატები: რა განსხვავებაა CAISP-ს, OSAI-ს, COAE-სა და SC-500-ს შორის? AI უსაფრთხოების სერტიფიკატები: რა განსხვავებაა CAISP-ს, OSAI-ს, COAE-სა და SC-500-ს შორის?
კომენტარები