11 ორგანიზაცია PACE-ს საქართველოს წინააღმდეგ ევროპულ სასამართლოში სარჩელის მოთხოვნისკენ მოუწოდებს
11 საერთაშორისო უფლებადამცველი და მედიის თავისუფლების ორგანიზაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) წევრებს მოუწოდებს, საკუთარ მთავრობებთან დააყენონ საქართველოს წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფოთაშორისი სარჩელის შეტანის საკითხი. ორგანიზაციები წერენ, რომ ეს შესაძლებლობა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 33-ე მუხლით არის გათვალისწინებული და PACE-ის მიერ საქართველოს შესახებ 2026 წლის რეზოლუციაში ერთ-ერთ რეკომენდაციად არის მითითებული.
ეს ორგანიზაციებია: Committee to Protect Journalists (CPJ), Human Rights House Foundation (HRHF), Human Rights Watch (HRW), International Federation for Human Rights (FIDH), Index on Censorship, International Press Institute (IPI), International Rehabilitation Council for Torture Victims (IRCT), Netherlands Helsinki Committee, Norwegian Helsinki Committee, PEN International, World Organisation Against Torture (OMCT).
წერილის ავტორები მიიჩნევენ, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევები და დემოკრატიული უკუსვლა უკვე ისეთ მასშტაბს და სისტემურ ხასიათს ატარებს, რომ ევროპის საბჭოს წევრმა სახელმწიფოებმა შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმის გამოყენება უნდა განიხილონ. მათი შეფასებით, 2024 წლიდან მიღებული კანონები და დაწესებული შეზღუდვები, მათ შორის უცხოურ გავლენასთან, გრანტებთან, შეკრებებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, დამოუკიდებელ მედიასა და LGBTQI ადამიანების უფლებებთან დაკავშირებული რეგულაციები, ერთმანეთთან დაკავშირებულ პროცესს წარმოადგენს და დამოუკიდებელი ორგანიზაციების საქმიანობას ზღუდავს.
ორგანიზაციები ხაზს უსვამენ, რომ სახელმწიფოთაშორისი სარჩელის წარდგენა ინდივიდუალური საჩივრების ალტერნატივა არ იქნება და დაზარალებულ ადამიანებს კვლავ შეეძლებათ საკუთარი საქმეებით ევროპულ სასამართლოს მიმართონ. მათი თქმით, სახელმწიფოთაშორისი საქმის განხილვამ შესაძლოა უფრო ფართო და სისტემური დარღვევების შეფასების შესაძლებლობა შექმნას.
წერილის ავტორები PACE-ის წევრებს სთხოვენ, მიმართონ საკუთარ მთავრობებს და დაიწყონ საქართველოსთან დაკავშირებით 33-ე მუხლის გამოყენების სამართლებრივი და მტკიცებულებითი საფუძვლების შეფასება. ასევე სთავაზობენ, საკითხი პარლამენტებში და შესაბამის კომიტეტებში დააყენონ, კონსულტაციები გამართონ ქართველ სამოქალაქო საზოგადოებისა და სამართლის ექსპერტებთან და საკითხზე ევროპის საბჭოს სხვა წევრ სახელმწიფოებთან კოორდინაცია დაიწყონ.
წერილში ასევე ნათქვამია, რომ მოქმედებისთვის ჯერ კიდევ არსებობს შესაძლებლობა, რადგან საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება აქტიურია და მოსახლეობა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებისა და ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდაჭერას აგრძელებს. ორგანიზაციების განცხადებით, მათი მიზანია, PACE-ის რეკომენდაცია 33-ე მუხლის გამოყენების შესახებ ევროპის საბჭოს წევრმა სახელმწიფოებმა კონკრეტულ სამართლებრივ და პოლიტიკურ საკითხად განიხილონ.
-
რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა
გადახედვა
-
აუტიზმის მქონე შვილთან საკომუნიკაციოდ, დედამ მკლავზე კლავიატურა ამოისვირინგა აუტიზმის მქონე შვილთან საკომუნიკაციოდ, დედამ მკლავზე კლავიატურა ამოისვირინგა
-
21-ე სკოლის გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფი საინჟინრო დასკვნის გადამოწმებას და შენობის რეაბილიტაციის განხილვას ითხოვს 21-ე სკოლის გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფი საინჟინრო დასკვნის გადამოწმებას და შენობის რეაბილიტაციის განხილვას ითხოვს
გადახედვა
-
საჩუქრების ფესტივალი — 26 სექტემბერს თბილისი აუთლეტ ვილიჯის დაბადების დღეა საჩუქრების ფესტივალი — 26 სექტემბერს თბილისი აუთლეტ ვილიჯის დაბადების დღეა
-
11 ორგანიზაცია PACE-ს საქართველოს წინააღმდეგ ევროპულ სასამართლოში სარჩელის მოთხოვნისკენ მოუწოდებს 11 ორგანიზაცია PACE-ს საქართველოს წინააღმდეგ ევროპულ სასამართლოში სარჩელის მოთხოვნისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
მეხანძრეებმა ალმოდებული სახლიდან გამოყვანილი ფისო ჟანგბადის ნიღბით გადაარჩინეს მეხანძრეებმა ალმოდებული სახლიდან გამოყვანილი ფისო ჟანგბადის ნიღბით გადაარჩინეს
გადახედვა
-
ხელოვნურ ინტელექტს ყველაფერს უჯერებთ? — MIT-ის ანგარიშის მიხედვით, სტუდენტები AI-სთან "გონებრივად ნებდებიან" ხელოვნურ ინტელექტს ყველაფერს უჯერებთ? — MIT-ის ანგარიშის მიხედვით, სტუდენტები AI-სთან "გონებრივად ნებდებიან"
გადახედვა
-
კახა კალაძე: მივმართავთ ე.წ. დეზერტირების ბაზრის ადმინისტრაციას, უზრუნველყოს მოვაჭრეებისთვის დროებითი სივრცე საქმიანობის გასაგრძელებლად კახა კალაძე: მივმართავთ ე.წ. დეზერტირების ბაზრის ადმინისტრაციას, უზრუნველყოს მოვაჭრეებისთვის დროებითი სივრცე საქმიანობის გასაგრძელებლად
გადახედვა
-
სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის (სოდ) ხელმძღვანელად თამაზ შუბითიძე დაინიშნა სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის (სოდ) ხელმძღვანელად თამაზ შუბითიძე დაინიშნა
გადახედვა
-
დარეგისტრირდი STEM სკოლაში და ისწავლე საქართველოს ბანკის სტიპენდიით დარეგისტრირდი STEM სკოლაში და ისწავლე საქართველოს ბანკის სტიპენდიით
-
კახა კალაძე: ბაღებში ბავშვები ქათმის ხორცით არ მოწამლულან, იმ დღით მენიუში ქათმის ხორცი საერთოდ არ ყოფილა კახა კალაძე: ბაღებში ბავშვები ქათმის ხორცით არ მოწამლულან, იმ დღით მენიუში ქათმის ხორცი საერთოდ არ ყოფილა
გადახედვა
-
AI უსაფრთხოების სერტიფიკატები: რა განსხვავებაა CAISP-ს, OSAI-ს, COAE-სა და SC-500-ს შორის? AI უსაფრთხოების სერტიფიკატები: რა განსხვავებაა CAISP-ს, OSAI-ს, COAE-სა და SC-500-ს შორის?
-
ესპანეთში 7 ქართველი დააკავეს, რომელთან ე.წ. საწამებელ ოთახში 2 კაცი ჰყავდათ დაკავებული ესპანეთში 7 ქართველი დააკავეს, რომელთან ე.წ. საწამებელ ოთახში 2 კაცი ჰყავდათ დაკავებული
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო — სწორი ადგილი განათლებისთვის თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო — სწორი ადგილი განათლებისთვის
-
NASA-ს ახალმა ტელესკოპმა "თვალი გაახილა" — აი, რა დაინახა მან NASA-ს ახალმა ტელესკოპმა "თვალი გაახილა" — აი, რა დაინახა მან
გადახედვა
-
თორნიკე გოგრიჭიანი BBC-ის სერიალში გამოჩნდა — ნახეთ Vigil-ის კადრები თორნიკე გოგრიჭიანი BBC-ის სერიალში გამოჩნდა — ნახეთ Vigil-ის კადრები
გადახედვა
-
მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი: ილია II-ის წმინდანად შერაცხვაზე მსჯელობა შესაძლოა, 3 წლის შემდეგ დაიწყოს მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი: ილია II-ის წმინდანად შერაცხვაზე მსჯელობა შესაძლოა, 3 წლის შემდეგ დაიწყოს
გადახედვა
-
გვსურს გვჯეროდეს, რომ სომხები შეძლებენ, ობიექტურად შეაფასონ "ევროინტეგრაციის საფრთხე" — რუსეთის საგარეო გვსურს გვჯეროდეს, რომ სომხები შეძლებენ, ობიექტურად შეაფასონ "ევროინტეგრაციის საფრთხე" — რუსეთის საგარეო
გადახედვა
-
ირაკლი ჭეიშვილი: ადამიანის ბედი კაბინეტებში კი არა, სასამართლოში წყდება, ღარიბაშვილი იტყუება ირაკლი ჭეიშვილი: ადამიანის ბედი კაბინეტებში კი არა, სასამართლოში წყდება, ღარიბაშვილი იტყუება
გადახედვა
-
39 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა, კვლევა გრძელდება — სეს-ი ბაგა-ბაღების შემოწმებაზე 39 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა, კვლევა გრძელდება — სეს-ი ბაგა-ბაღების შემოწმებაზე
გადახედვა
-
EPP გიორგი ბარამიძის გათავისუფლებას ითხოვს EPP გიორგი ბარამიძის გათავისუფლებას ითხოვს
გადახედვა
კომენტარები