ნამდვილად კარგ რომანტიკულ კომედიას რამდენიმე უტყუარი ნიშანი ახასიათებს: მახვილგონივრული დიალოგები, სასიამოვნო ოინები და სამოსი, რომელიც დროს უძლებს. ლილი რეინჰარტი სწორედ ამ უკანასკნელზე ფოკუსირდება. მსახიობი ფილმით სიყვარულის ჰიპოთეზა (The Love Hypothesis) რომანტიკული კომედიების სამყაროში აბიჯებს. ამის აღსანიშნავად, ლილი მისი წინამორბედი ქალი მსახიობების სამახსოვრო ჩაცმულობებს იმეორებს.

სიყვარულის ჰიპოთეზა, რომელიც ალი ჰეიზელვუდის ბესტსელერ რომანს ეფუძნება, სტენფორდის უნივერსიტეტის დოქტორანტ ოლივ სმიტის ისტორიას მოგვითხრობს. ოლივი ცივ და მკაცრ პროფესორთან ფიქციურ ურთიერთობას იწყებს, რასაც, რა თქმა უნდა, თავგადასავლები და გაუგებრობები მოჰყვება. ფილმის პრემიერა 23 სექტემბერს, Prime Video-ზე შედგება. მანამდე კი, ლილი სტილისტ იბ აბდელ ნასერთან ერთად სამახსოვრო ლუქებს გვათავაზობს:

1. ჯენიფერ გარნერი, 13 Going on 30

ფოტო: Netflix

ფოტო: Getty Images

2. ბრიტანი მერფი, Uptown Girls

ფოტო: Vogue

ფოტო: lilireinhart

3. ქეით ჰადსონი, How to Lose a Guy in 10 Days

ფოტო: Feather

ფოტო: lilireinhart

4. დრიუ ბერიმორი, Ever After: A Cinderella Story

ფოტო: People

ფოტო: lilireinhart

5. სანდრა ბულოკი, Miss Congeniality

ფოტო: Pinterest

ფოტო: W Magazine

6. კირა ნაითლი, Atonement

ფოტო: Pinterest

ფოტო: thelovehypothesismovie