The Beatles – A Four-Film Cinematic Event-ის ვარსკვლავები — ბარი კეოგანი, ჯოზეფ ქვინი და ჰარის დიკინსონი — ფილმის გადაღებებზე შენიშნეს. მსახიობები A Hard Day’s Night-ის საწყის სცენას იღებდნენ.

რიჩარდ ლესტერის მიერ 1964 წელს გადაღებული ფილმი ჯგუფის ორდღიან თავგადასავალს ასახავს. ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი კადრი ბითლზების თაყვანისმცემლებისგან გაქცევის მცდელობაა.

ფოტო: Backgrid

ახლად გავრცელებულ ფოტოებში სწორედ ამ სცენის გადაღებები ჩანს.

მერის მიერ გამართული ოფიციალური მიღების შემდეგ, შენობის აივანზე გასული ჯგუფი დაახლოებით 200 ათას ფანს მიეგება.

შავ კოსტიუმებსა და ჰალსტუხებში გამოწყობილი მსახიობები გარეგნობითა და მანერებით საკმაოდ ჰგვანან ჯგუფის წევრებს.

გასულ თვეს კი მსახიობები ალბომ Abbey Road-ის გარეკანის ფოტოს იღებდნენ:

ფილმში პოლ მაკარტნის როლს პოლ მესკალი ასრულებს, ჯოზეფ ქვინი — ჯორჯ ჰარისონს, ბარი კეოგანი — რინგო სტარს, ხოლო ჰარის დიკინსონი — ჯონ ლენონს.

პროექტის ფარგლებში 4 ფილმი გამოვა — თითოეული ჯგუფის ერთ წევრზე იქნება ფოკუსირებული: "თითოეულ მათგანს საკუთარი ისტორია აქვს, თუმცა ერთად ლეგენდას ქმნიან", — ვკითხულობთ აღწერაში.

ფილმების პრემიერა 2028 წლის აპრილში იგეგმება.