გერმანიის 2 მიწის არჩევნებში ულტრამემარჯვენე AfD-მ და მემარცხენე Die Linke-მ გაიმარჯვეს
გერმანიის 16 ფედერალური მიწიდან ორში — ბერლინსა და მეკლენბურგ-წინა პომერანიაში — ახალი საკანონმდებლო ორგანოების არჩევნები გაიმართა. ორივე მიწის არჩევნებში წარმატებას მიაღწიეს იდეოლოგიურად განსხვავებულმა ძალებმა: მეკლენბურგ-წინა პომერანიაში მკვეთრად გაიზარდა ულტრამემარჯვენე AfD-ის მხარდაჭერა, ხოლო ბერლინში — მემარცხენე მემარცხენეების პარტიის (Die Linke). ორივე შემთხვევაში ამ პარტიებმა წინა არჩევნებთან შედარებით მხარდაჭერა მნიშვნელოვნად გაზარდეს.
რაც შეეხება კანცლერ ფრიდრიხ მერცის ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს (CDU), პარტიამ მარცხი განიცადა.
მეკლენბურგ-წინა პომერანიაში დამაჯერებელი შედეგი აჩვენა ულტრამემარჯვენე პარტიამ "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD), რომელმაც 2021 წლის არჩევნებთან შედარებით ხმების წილი თითქმის გააორმაგა და 38%-ით პირველი ადგილი დაიკავა. შტატის მოქმედმა პრემიერმინისტრმა, სოციალ-დემოკრატმა (SPD) მანუელა შვესიგმა ხმების 36% მოიპოვა და გამარჯვებულს მცირედით ჩამორჩა.
გერმანიის დედაქალაქში კი მთავარი გამარჯვებული სოციალისტური "მემარცხენეების პარტიაა", რომელმაც ხმების დაახლოებით 25% მიიღო და პირველ ადგილზე გავიდა. მანაც, ისევე როგორც AfD-მ მეკლენბურგ-წინა პომერანიაში, შეძლო თავისი მხარდაჭერის გაორმაგება. ბერლინში წარმატებას მიაღწია AfD-სმაც, რომელმაც ხმების 16% აიღო და მესამე ძალად ჩამოყალიბდა. მიღებული შედეგებითა და სოციალ-დემოკრატებისა და "მწვანეების" მხარდაჭერით, სოციალისტებს ბერლინში კოალიციური მთავრობის შექმნის შესაძლებლობა ეძლევათ.
AfD მიგრაციის პოლიტიკის გამკაცრებას და განათლების სისტემის მნიშვნელოვან ცვლილებას გეგმავს. პარტიის გეგმით, თავშესაფრის მაძიებლებსა და ლტოლვილებს მუშაობა დაევალებათ, ასევე გაიზრდება ქვეყანაში არალეგალურად მყოფი პირების დეპორტაციის მასშტაბი.
განათლების სფეროში AfD სასკოლო განათლების სავალდებულოობის გაუქმებას და მშობლებისთვის შვილების სახლში სწავლების შესაძლებლობის დაშვებას გეგმავს.
რაც შეეხება SPD-ის, პარტიის პოლიტიკის მთავარი ხაზი ეკონომიკური ზრდისა და სოციალური კეთილდღეობის ერთმანეთთან დაკავშირებაა. ოს მხარს უჭერს ძლიერ სახელმწიფოს, დასაქმებულთა უფლებების დაცვას და ხელფასების ზრდას. SPD-ის ხედვით, სახელმწიფო აქტიურად უნდა ჩაერთოს ინფრასტრუქტურის, განათლებისა და ახალი ტექნოლოგიების განვითარებაში. პარტია ასევე საუბრობს ხელმისაწვდომ საცხოვრებელზე, სოციალური დაცვისა და პენსიების შენარჩუნებაზე. ეკონომიკის მიმართულებით SPD-ის მიზანია გერმანიის ინდუსტრიისა და სამუშაო ადგილების დაცვა და ენერგიის ფასების შემცირება.
-
21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ
გადახედვა
-
პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა
გადახედვა
-
15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს 15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს
გადახედვა
-
სექტემბერი მოწყენის მიზეზი არ არის: როგორ გვაშორებს მუსიკა ყოველდღიურ რუტინას სექტემბერი მოწყენის მიზეზი არ არის: როგორ გვაშორებს მუსიკა ყოველდღიურ რუტინას
-
შალვა პაპუაშვილის თქმით, გახარიას პარტიის აკრძალვის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს შევა შალვა პაპუაშვილის თქმით, გახარიას პარტიის აკრძალვის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს შევა
გადახედვა
-
მარსზე შეიძლება ჟელატინი და საფუარი საშენ მასალად გამოვიყენოთ — ბიობეტონი? მარსზე შეიძლება ჟელატინი და საფუარი საშენ მასალად გამოვიყენოთ — ბიობეტონი?
გადახედვა
-
უკვე ცნობილია, რამდენ ხანს გვეყოფა მთვარის წყლის მარაგი, თუ იქ ქალაქს ავაშენებთ უკვე ცნობილია, რამდენ ხანს გვეყოფა მთვარის წყლის მარაგი, თუ იქ ქალაქს ავაშენებთ
გადახედვა
-
გერმანიის 2 მიწის არჩევნებში ულტრამემარჯვენე AfD-მ და მემარცხენე Die Linke-მ გაიმარჯვეს გერმანიის 2 მიწის არჩევნებში ულტრამემარჯვენე AfD-მ და მემარცხენე Die Linke-მ გაიმარჯვეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის თქმით, Eagl Hills-ის წინააღმდეგ "ნამახვანჰეს 2"-ს ენმ და "ალტ-ინფო" აწყობენ შალვა პაპუაშვილის თქმით, Eagl Hills-ის წინააღმდეგ "ნამახვანჰეს 2"-ს ენმ და "ალტ-ინფო" აწყობენ
გადახედვა
-
ალექს რაუფოღლუს ცნობით, ზელენსკი და ტრამპი ერთმანეთს ნიუ-იორკში 22 სექტემბერს შეხვდებიან ალექს რაუფოღლუს ცნობით, ზელენსკი და ტრამპი ერთმანეთს ნიუ-იორკში 22 სექტემბერს შეხვდებიან
გადახედვა
-
სახალხო დამცველმა სააპელაციო სასამართლოს ალეკო ელისაშვილის საქმეზე "სასამართლოს მეგობრის" მოსაზრებით მიმართა სახალხო დამცველმა სააპელაციო სასამართლოს ალეკო ელისაშვილის საქმეზე "სასამართლოს მეგობრის" მოსაზრებით მიმართა
გადახედვა
-
სელფი გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულის მონაწილეა სელფი გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულის მონაწილეა
-
ადვოკატი: ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული, დავით მიქაძე, საფრანგეთში დააკავეს ადვოკატი: ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული, დავით მიქაძე, საფრანგეთში დააკავეს
გადახედვა
-
Converse-ის რეკლამა რასისტული სიმბოლოებისთვის გააკრიტიკეს — კომპანია ბოდიშს იხდის Converse-ის რეკლამა რასისტული სიმბოლოებისთვის გააკრიტიკეს — კომპანია ბოდიშს იხდის
გადახედვა
-
მზად მომავლისთვის — საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ მზად მომავლისთვის — საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ
-
ქომაგობა არ ჩერდება საქართველოს ბანკი — საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია ქომაგობა არ ჩერდება საქართველოს ბანკი — საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
-
სასწრაფოდ უნდა გაირკვეს რომელი საკვები იყო ვირუსით ინფიცირებული — მაია ბუწაშვილი ბაღებში ინტოქსიკაციაზე სასწრაფოდ უნდა გაირკვეს რომელი საკვები იყო ვირუსით ინფიცირებული — მაია ბუწაშვილი ბაღებში ინტოქსიკაციაზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის დებატებზე სიტყვით 24 სექტემბერს გამოვა ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის დებატებზე სიტყვით 24 სექტემბერს გამოვა
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი
გადახედვა
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
კომენტარები