გახსოვთ ამერიკული ფილმები კოლეჯზე, მეგობრობასა და დაუსრულებელ თავგადასავლებზე? მათი გმირები ყველაფერს ასწრებენ: სწავლას, მუშაობას, მოგზაურობას, მეგობრებთან შეხვედრასა და წვეულებების მოწყობას. თითქმის ყველა ასეთ მომენტს კი თავისი საუნდტრეკი ახლავს.

რეალურ ცხოვრებაშიც ასეა. შემოდგომის დადგომასთან ერთად ჩვენს ყოველდღიურობაში კვლავ ბრუნდება სამუშაო, სწავლა და ჩვეული რიტმი, თუმცა სასიამოვნო ემოციების სურვილი არსად ქრება. მუსიკა გზაში, სახლში, სეირნობისას თუ მეგობრებთან შეხვედრის დროს მუდამ ჩვენს გვერდითაა და ყველაზე ჩვეულებრივ დღესაც კი განსაკუთრებულად აქცევს. შემთხვევითი არ არის, რომ საყვარელი სიმღერები ხშირად ჩვენს საუკეთესო მოგონებებს უკავშირდება. მაღალი ხარისხის ამერიკული ჟღერადობა კი საშუალებას გვაძლევს, მუსიკა ზუსტად ისე მოვისმინოთ, როგორც ის შემსრულებელს ჰქონდა ჩაფიქრებული.

ბრენდი, რომლისთვისაც ხარისხიანი ჟღერადობა მთავარი პრინციპია

ამერიკული კომპანია Klipsch, რომელიც პოლ უ. კლიპშმა 80 წლის წინ დააარსა, თავიდანვე ერთ მიზანს ემსახურებოდა — მსმენელისთვის ბუნებრივი, ცოცხალი და ემოციური ჟღერადობის შეთავაზებას. ბრენდის მთავარი იდეაა, სახლში თუ ბუნებაში მუსიკის მოსმენისას მიღებული შთაბეჭდილება მაქსიმალურად მიუახლოვდეს ცოცხალ შესრულებას. დღეს კომპანია სხვადასხვა გარემოსა და საჭიროებაზე გათვლილ აუდიოტექნიკას აწარმოებს — ასორტიმენტში წარმოდგენილია როგორც პორტატიული მოდელები, ისე Klipsch-ის სახლის აუდიოსისტემები.

ერთი ბრენდი — სხვადასხვა მოდელი

Klipsch-ის ასორტიმენტში სხვადასხვა საჭიროებაზე მორგებული აუდიოტექნიკაა წარმოდგენილი. თუ გსურთ, რომ დინამიკი მცირე ადგილს იკავებდეს და მისი თან წაღებაც მარტივი იყოს, შეგიძლიათ პორტატიული მოდელებიდან აირჩიოთ:

  1. Austin — მათთვის, ვისაც სურს, მუსიკა ყოველთვის თან ჰქონდეს. Klipsch-ის ყველაზე კომპაქტური დინამიკი მხოლოდ 0,4 კგ-ს იწონის, ხოლო მისი ხმის დონე 85 დბ-მდე აღწევს. მოდელი ერთი დამუხტვით 12 საათამდე მუშაობს და წყლისა და მტვრისგან IP67 სტანდარტის შესაბამისად არის დაცული.
  2. Nashville — მეგობრებთან ერთად ბუნებაში თუ სახლში დასვენებისთვის. საშუალო ზომის დინამიკი 360-გრადუსიან სივრცულ ჟღერადობას უზრუნველყოფს, ხოლო ხმის დონე 89 დბ-მდე აღწევს. მოწყობილობა ერთი დამუხტვით 24 საათამდე მუშაობს.
  3. Detroit — მათთვის, ვისაც არც პორტატიულობის დათმობა სურს და არც სიმძლავრის. ეს Klipsch-ის ყველაზე მძლავრი პორტატიული დინამიკია — მისი ხმის მაქსიმალური დონე 93 დბ-ს აღწევს.

წვეულების დროს მნიშვნელოვანია, რომ მუსიკა დიდ სივრცეშიც მძლავრად და მკაფიოდ ჟღერდეს. მიკროფონის მხარდაჭერის წყალობით კი კარაოკეს მოწყობაც შეგიძლიათ — Klipsch-ის Party Speakers-ის სერია სწორედ ასეთი შემთხვევებისთვისაა შექმნილი. სერიაში სამი მოდელია წარმოდგენილი:

  1. Vegas — მეგობრებთან ერთად მცირე წვეულებებისთვის. ეს სერიის ყველაზე კომპაქტური მოდელია, რომელიც 5,25-დიუმიანი დაბალი სიხშირის დინამიკითაა აღჭურვილი. მოწყობილობა ერთი დამუხტვით 8 საათამდე მუშაობს, ხოლო ხმის დონე 95 დბ-მდე აღწევს.
  2. Miami — ხმაურიანი შეკრებებისა და ცეკვისთვის. Klipsch-ის უკაბელო დინამიკებს შორის ის სიმძლავრის მიხედვით საშუალო მოდელია. მოწყობილობას ორი 5,25-დიუმიანი დაბალი სიხშირის დინამიკი აქვს, ხოლო ხმის მაქსიმალური დონე 105 დბ-ს აღწევს.
  3. New York — მასშტაბური წვეულებებისთვის, სადაც მუსიკა მთელ სივრცეში უნდა ისმოდეს. ეს სერიის ყველაზე დიდი მოდელია და ორი 8-დიუმიანი დაბალი სიხშირის დინამიკითაა აღჭურვილი. ხმის მაქსიმალური დონე 110 დბ-ს აღწევს.

ზაფხულის დასრულება სასიამოვნო ემოციებზე უარის თქმის მიზეზი არ არის. საყვარელი მუსიკა ყოველდღიურ საქმეებსა და დასვენებას შორის ბალანსის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. საქართველოში Klipsch-ის დინამიკების შეძენა iSpace-ში შეგიძლიათ. კომპანიის ექსპერტები მზად არიან, უპასუხონ თქვენს შეკითხვებს და თქვენთვის შესაფერისი მოდელის შერჩევაში დაგეხმარონ.