სახალხო დამცველმა სააპელაციო სასამართლოს ალეკო ელისაშვილის საქმეზე "სასამართლოს მეგობრის" მოსაზრებით მიმართა
ფოტო: პუბლიკა
ალეკო ელისაშვილის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველი თბილისის სააპელაციო სასამართლოს "სასამართლოს მეგობრის" (Amicus Curiae) პოზიციით მიმართავს. ამის შესახებ სახალხო დამცველმა ინფორმაცია სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
სახალხო დამცველის აპარატმა საქმის მასალები და მსჯავრდებულის ადვოკატის მიერ წარმოდგენილი განაჩენი შეისწავლა, რომლითაც ელისაშვილი ტერორისტული აქტის მცდელობაში ცნეს დამნაშავედ.
ომბუდსმენის შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადო სიღრმით ვერ გამოიკვლია და არ დაასაბუთა სპეციალური განზრახვა — კერძოდ, ტერორისტული მიზანი, რომელიც კანონის თანახმად მსგავსი კვალიფიკაციისთვის აუცილებელ შემადგენელ ელემენტს წარმოადგენს. ნაცვლად ამისა, სასამართლომ იგი ავტომატურად გააიგივა ბრალდებულის პოლიტიკური პროტესტის მოტივთან, მაშინ როდესაც სამართლებრივად მოტივი და მიზანი მკაცრად უნდა გამიჯნულიყო.
"საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ალექსანდრე ელისაშვილის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae) მიმართა.
სახალხო დამცველის აპარატი გაეცნო მსჯავრდებულის ადვოკატის მიერ წარმოდგენილ სასამართლოს განაჩენს, რომლითაც ალექსანდრე ელისაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი ტერორისტული აქტის მცდელობაში.
აღსანიშნავია, რომ ტერორისტული აქტი არის სპეციალური მიზნით განსაზღვრული დანაშაული, რომლისთვისაც "ტერორისტული მიზანი" აუცილებელ შემადგენელ ელემენტს წარმოადგენს. აღნიშნულ მოთხოვნას თავად სისხლის სამართლის კოდექსი აწესებს და ტერორისტული მიზნის სამ კატეგორიას გამოყოფს. როგორც სუბიექტური შემადგენლობის აუცილებელი ნაწილი, იგი წარმოადგენს სასამართლო განხილვისათვის საკვანძო მნიშვნელობის საკითხს, რომელიც სათანადოდ დასაბუთებული და არგუმენტებით გამყარებული უნდა იყოს.
განაჩენის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სათანადო ყურადღება არ დაუთმო სპეციალური განზრახვის, კერძოდ, ტერორისტული მიზნის გამოკვეთას და იგი, ავტომატურად, ალექსანდრე ელისაშვილის პოლიტიკური პროტესტის მოტივთან გააიგივა.
სახალხო დამცველმა სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში მიმოიხილა საერთაშორისო სტანდარტები, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა, ასევე სამეცნიერო და სხვა ნაშრომები სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთების სტანდარტების, უშუალოდ ტერორისტულ დანაშაულებთან მიმართებით სპეციალური განზრახვის გამოკვეთის მნიშვნელობისა და, ასევე, მოტივისა და მიზნის გამიჯვნის საჭიროების შესახებ.
სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ წარდგენილი სასამართლოს მეგობრის მოსაზრება მეტ სიცხადეს შეიტანს სამართლებრივი საკითხის განხილვის პროცესში და დაეხმარება სააპელაციო სასამართლოს, მოცემული დანაშაული და მისი შემადგენელი ელემენტები შეაფასოს იმ სამართლებრივი სიზუსტით, როგორც ამას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, დანაშაულის სპეციფიკა, დასაბუთების სტანდარტები და სამართლის ზოგადი პრინციპები მოითხოვს", — წერია განცხადებაში.
- ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან"
- ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
- ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
- "ძლიერი საქართველო": ჩვენი კოალიციის ლიდერისთვის, 13-წლიანი პატიმრობის შეფარდება არის უსამართლო
- ალეკო ელისაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ცნობისთვის, 10 ივლისს პარტია მოქალაქეების ლიდერს, ალეკო ელისაშვილს ტერორიზმის ბრალდებით 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა — გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მიიღო.
ოფიციალური ბრალდების მიხედვით, პოლიტიკოსს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველ ნაწილს ედავებოდა. აღნიშნული მუხლი ტერორისტულ აქტს (აფეთქება, ცეცხლის წაკიდება, იარაღის გამოყენება ან სხვა მსგავსი ქმედება) გულისხმობს, რომელიც ჩადენილია ტერორისტული მიზნით და საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან იწვევს მძიმე ქონებრივ ზიანს.
-
შალვა პაპუაშვილის თქმით, Eagl Hills-ის წინააღმდეგ "ნამახვანჰეს 2"-ს ენმ და "ალტ-ინფო" აწყობენ შალვა პაპუაშვილის თქმით, Eagl Hills-ის წინააღმდეგ "ნამახვანჰეს 2"-ს ენმ და "ალტ-ინფო" აწყობენ
გადახედვა
-
სახალხო დამცველმა სააპელაციო სასამართლოს ალეკო ელისაშვილის საქმეზე "სასამართლოს მეგობრის" მოსაზრებით მიმართა სახალხო დამცველმა სააპელაციო სასამართლოს ალეკო ელისაშვილის საქმეზე "სასამართლოს მეგობრის" მოსაზრებით მიმართა
გადახედვა
-
სელფი გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულის მონაწილეა სელფი გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულის მონაწილეა
-
ადვოკატი: ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული, დავით მიქაძე, საფრანგეთში დააკავეს ადვოკატი: ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული, დავით მიქაძე, საფრანგეთში დააკავეს
გადახედვა
-
რუსეთის დუმის არჩევნებში "ერთიანმა რუსეთმა" ხმების 57.86% მოიპოვა — ანალიტიკოსები გაყალბებებზე საუბრობენ რუსეთის დუმის არჩევნებში "ერთიანმა რუსეთმა" ხმების 57.86% მოიპოვა — ანალიტიკოსები გაყალბებებზე საუბრობენ
გადახედვა
-
Converse-ის რეკლამა რასისტული სიმბოლოებისთვის გააკრიტიკეს — კომპანია ბოდიშს იხდის Converse-ის რეკლამა რასისტული სიმბოლოებისთვის გააკრიტიკეს — კომპანია ბოდიშს იხდის
გადახედვა
-
მზად მომავლისთვის — საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ მზად მომავლისთვის — საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ
-
ქომაგობა არ ჩერდება საქართველოს ბანკი — საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია ქომაგობა არ ჩერდება საქართველოს ბანკი — საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
-
RFL/RL: აშშ-ის მიერ სანქცირებული ირანული ავიაკომპანიების ფრენები საქართველოში შეწყდა RFL/RL: აშშ-ის მიერ სანქცირებული ირანული ავიაკომპანიების ფრენები საქართველოში შეწყდა
გადახედვა
-
სასწრაფოდ უნდა გაირკვეს რომელი საკვები იყო ვირუსით ინფიცირებული — მაია ბუწაშვილი ბაღებში ინტოქსიკაციაზე სასწრაფოდ უნდა გაირკვეს რომელი საკვები იყო ვირუსით ინფიცირებული — მაია ბუწაშვილი ბაღებში ინტოქსიკაციაზე
გადახედვა
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
კომენტარები