თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება — მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა
ფოტო: თიბისი ბანკი
თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, ინოვაციებსა და განვითარებას პასუხისმგებლიან მიდგომასთან აერთიანებს. სწორედ ამ ხედვას დაეთმო თიბისის 2026 წლის მდგრადი განვითარების ღონისძიება, რომლის მთავარი თემა იყო ხელოვნური ინტელექტის კავშირი მდგრადი განვითარების შესაძლებლობებთან.
თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში გამართულ ღონისძიებას 100—ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ პარტნიორი ორგანიზაციების, საერთაშორისო ინსტიტუტების, ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლები, ასევე თიბისის თანამშრომლები და მომხმარებლები.
ღონისძიება ნინო მასურაშვილმა, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილემ და რისკების მართვის დირექტორმა, გახსნა. მან ისაუბრა ბანკის ტექნოლოგიურ მიღწევებსა და იმ დადებით ზეგავლენაზე, რომელსაც დღეს ინოვაციები ბიზნესზე, თანამშრომლებსა და საზოგადოებაზე ახდენს.
თიბისის ESG კოორდინატორმა მაკა ბოჭორიშვილმა წარადგინა კომპანიის საქმიანობა მდგრადი განვითარების მიმართულებით. მათ შორის, ყურადღება გამახვილდა მდგრადი პორტფელის, მწვანე დაფინანსების, განახლებადი ენერგიის, ქალთა გაძლიერების, მრავალფეროვნებისა და მდგრადი განათლების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.
შეხვედრის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენდა ბრიტანეთის ინჟინერიის სამეფო აკადემიის საწარმოთა და სივრცითი განვითარების დირექტორის, ანა ავალიანის მოხსენება მდგრადი ტრანსფორმაციის მნიშვნელობაზე. მან ისაუბრა საერთაშორისო პრაქტიკაზე, დამკვიდრებულ მოსაზრებებსა და რეალურ პოტენციალზე.
ღონისძიების ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს თიბისის ტექნოლოგიური მიმართულების წამყვანმა სპეციალისტებმა - კონსტანტინე ხოფერიამ და ნუცა აბაზაძემ, ასევე პარტნიორი კომპანიების — GAIA—ს წარმომადგენელმა შოთა ელყანიშვილმა და Databricks—ის წარმომადგენელმა გრაცია ფრონტოზომ. მათ ყურადღება გაამახვილეს ერთობლივად განხორციელებულ პროექტებზე, AI—სა და ინკლუზიურობის ურთიერთკავშირსა და იმ სამომავლო პერსპექტივებზე, რომლებიც მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ადამიანებზე, ბიზნესსა და მთლიანად საზოგადოებაზე.
ღონისძიება ნათელა გრიგალაშვილის პრეზენტაციითა და გამოფენის ტურით დასრულდა. მან აუდიტორიას მდგრადობისა და ხელოვნების ურთიერთკავშირი, ფერეიდანში მცხოვრები ქართველების ისტორია და დოკუმენტური ფოტოგრაფიის მნიშვნელობა გააცნო — როგორც მეხსიერების, ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების საშუალება.
თიბისი უკვე წლებია ქმნის მნიშვნელოვან პლატფორმას მდგრადი განვითარების საკითხების განსახილველად, რათა საზოგადოებას გაუზიაროს არსებული ცოდნა, შესაძლებლობები და ახალი პერსპექტივები. კომპანია მომავალშიც გააგრძელებს ამ ტრადიციას და ყოველწლიურად ახალ აქტუალურ თემებს შემოგვთავაზებს.
-
21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ
გადახედვა
-
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება — მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება — მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა
-
USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი
-
ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ
გადახედვა
-
პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა
გადახედვა
-
სექტემბერი მოწყენის მიზეზი არ არის: როგორ გვაშორებს მუსიკა ყოველდღიურ რუტინას სექტემბერი მოწყენის მიზეზი არ არის: როგორ გვაშორებს მუსიკა ყოველდღიურ რუტინას
-
შალვა პაპუაშვილის თქმით, გახარიას პარტიის აკრძალვის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს შევა შალვა პაპუაშვილის თქმით, გახარიას პარტიის აკრძალვის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს შევა
გადახედვა
-
მარსზე შეიძლება ჟელატინი და საფუარი საშენ მასალად გამოვიყენოთ — ბიობეტონი? მარსზე შეიძლება ჟელატინი და საფუარი საშენ მასალად გამოვიყენოთ — ბიობეტონი?
გადახედვა
-
უკვე ცნობილია, რამდენ ხანს გვეყოფა მთვარის წყლის მარაგი, თუ იქ ქალაქს ავაშენებთ უკვე ცნობილია, რამდენ ხანს გვეყოფა მთვარის წყლის მარაგი, თუ იქ ქალაქს ავაშენებთ
გადახედვა
-
გერმანიის 2 მიწის არჩევნებში ულტრამემარჯვენე AfD-მ და მემარცხენე Die Linke-მ გაიმარჯვეს გერმანიის 2 მიწის არჩევნებში ულტრამემარჯვენე AfD-მ და მემარცხენე Die Linke-მ გაიმარჯვეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის თქმით, Eagl Hills-ის წინააღმდეგ "ნამახვანჰეს 2"-ს ენმ და "ალტ-ინფო" აწყობენ შალვა პაპუაშვილის თქმით, Eagl Hills-ის წინააღმდეგ "ნამახვანჰეს 2"-ს ენმ და "ალტ-ინფო" აწყობენ
გადახედვა
-
IT სპეციალისტს, რომელმაც პოლიციის ძალადობის კადრები მოიპოვა, ნარკოდანაშაულისთვის 17 წელი მიუსაჯეს IT სპეციალისტს, რომელმაც პოლიციის ძალადობის კადრები მოიპოვა, ნარკოდანაშაულისთვის 17 წელი მიუსაჯეს
გადახედვა
-
სახალხო დამცველმა სააპელაციო სასამართლოს ალეკო ელისაშვილის საქმეზე "სასამართლოს მეგობრის" მოსაზრებით მიმართა სახალხო დამცველმა სააპელაციო სასამართლოს ალეკო ელისაშვილის საქმეზე "სასამართლოს მეგობრის" მოსაზრებით მიმართა
გადახედვა
-
სელფი გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულის მონაწილეა სელფი გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულის მონაწილეა
-
ადვოკატი: ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული, დავით მიქაძე, საფრანგეთში დააკავეს ადვოკატი: ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული, დავით მიქაძე, საფრანგეთში დააკავეს
გადახედვა
-
რუსეთის დუმის არჩევნებში "ერთიანმა რუსეთმა" ხმების 57.86% მოიპოვა — ანალიტიკოსები გაყალბებებზე საუბრობენ რუსეთის დუმის არჩევნებში "ერთიანმა რუსეთმა" ხმების 57.86% მოიპოვა — ანალიტიკოსები გაყალბებებზე საუბრობენ
გადახედვა
-
Converse-ის რეკლამა რასისტული სიმბოლოებისთვის გააკრიტიკეს — კომპანია ბოდიშს იხდის Converse-ის რეკლამა რასისტული სიმბოლოებისთვის გააკრიტიკეს — კომპანია ბოდიშს იხდის
გადახედვა
-
სასწრაფოდ უნდა გაირკვეს რომელი საკვები იყო ვირუსით ინფიცირებული — მაია ბუწაშვილი ბაღებში ინტოქსიკაციაზე სასწრაფოდ უნდა გაირკვეს რომელი საკვები იყო ვირუსით ინფიცირებული — მაია ბუწაშვილი ბაღებში ინტოქსიკაციაზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის დებატებზე სიტყვით 24 სექტემბერს გამოვა ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის დებატებზე სიტყვით 24 სექტემბერს გამოვა
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი
გადახედვა
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
კომენტარები