არა, ყოველთვის "ხაზზე" არ უნდა იყო: რატომ არ ხარ ვალდებული, შეტყობინებას მოსვლისთანავე უპასუხო
ფოტო: Vecteezy
დაფიქრებულხარ, ტელეფონის ვიბრაციაზე რეაგირებისთვის რამდენი წამი გჭირდება? ალბათ, იმდენად ცოტა, რომ გაცნობიერებასაც ვერ ასწრებ, ტელეფონს ისე იღებ ხელში. ეკრანზე შეტყობინება ჩნდება და შინაგანად მაშინვე გრძნობ ერთგვარ მოვალეობას — უნდა უპასუხო, ახლავე!
სმარტფონების ეპოქაში, თითქოს, უხილავ კონტრაქტს მოვაწერეთ ხელი, რომლითაც სამყაროს ვეუბნებით, რომ "მე ყოველთვის აქ ვარ". სინამდვილეში კი, ყოველთვის "ხაზზე" ყოფნა ჩვენი მენტალური ენერგიის დიდი ქურდია.
რას ნიშნავს ყოველთვის "ხაზზე" ყოფნის სინდრომი?
ეს არის შფოთვის განცდა, რომელიც გეუბნება, რომ თუ მაშინვე არ უპასუხებ მეილს, სამსახურებრივ ჩატს ან მეგობრის მესიჯს, რაღაც ცუდი მოხდება: ახლობლებს ეგონებათ, რომ ყურადღებას არ აქცევ, სამსახურში კი იფიქრებენ, რომ საქმეს უპასუხისმგებლოდ ეკიდები. ამ მოლოდინს ხშირად თავად ტექნოლოგიებიც აძლიერებს: "Seen", "Read", "Typing..." — ეს ფუნქციები ქმნის ილუზიას, რომ კომუნიკაცია დაუყოვნებლივ, წამების შუალედით უნდა მიმდინარეობდეს, მაშინაც კი, როცა ეს ციფრული სივრცეა და არა პირისპირ საუბარი.
რა ხდება ამ დროს ჩვენს ტვინში?
წარმოიდგინე, რომ წიგნს კითხულობ, მნიშვნელოვან პროექტზე მუშაობ ან უბრალოდ, სავარძელში მოკალათებული ისვენებ. ამ დროს მოდის შეტყობინება და ტვინი იძულებულია, ყურადღება მასზე გადაიტანოს. ყოველი ასეთი "პატარა გადართვა" ჩვენს ტვინს ძვირად უჯდება. კვლევების თანახმად, მას შემდეგ, რაც რაღაც ან ვიღაც ყურადღებას გაგვიფანტავს, საწყის დავალებაზე სრულფასოვნად დასაბრუნებლად საშუალოდ 20 წუთზე მეტი გვჭირდება. შედეგად კი, დღის ბოლოს გამოფიტულები ვართ, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს განსაკუთრებულად რთული არაფერი გაგვიკეთებია.
ფოტო: Unsplash
რატომ არ ხარ ვალდებული, მაშინვე უპასუხო
ციფრულმა სამყარომ ერთი მნიშვნელოვანი რამ დაგვავიწყა: კომუნიკაციის ტემპს ჩვენ უნდა ვაკონტროლებდეთ. ასევე, სასწრაფო და მნიშვნელოვანი ყოველთვის ერთი და იგივე არ არის. ხშირად შეტყობინებების 90% საერთოდაც არ მოითხოვს დაუყოვნებლივ პასუხის გაცემას. გახსოვდეს, რომ თუ რამე მართლა სასწრაფოა, დაგიკავშირდებიან. მესიჯის სახით კომუნიკაცია კი იმას გულისხმობს, რომ წაიკითხო და უპასუხო მაშინ, როცა ამისთვის დრო და რესურსი გექნება.
არც ის დაივიწყო, რომ პირადი საზღვრები პატივისცემას იმსახურებს. როცა შეტყობინებას მოგვიანებით პასუხობ, სხვებს უგზავნი სიგნალს, რომ შენი დრო ღირებულია. ადამიანები სწრაფად ერგებიან იმ მოლოდინებს, რომლებსაც თავად ვუწესებთ. გარდა ამისა, წამებში გაცემული პასუხი ხშირად ზედაპირულია. პაუზა კი საშუალებას გვაძლევს, ადრესატს უფრო შინაარსიანი და მშვიდი პასუხი გავცეთ.
როგორ გავთავისუფლდე ამ წნეხისგან?
შეტყობინებების ხმაურისგან თავის დაღწევა სმარტფონებზე უარის თქმას სულაც არ ნიშნავს. საკმარისია რამდენიმე მცირე, მაგრამ ეფექტური ჩვევა გამოიმუშაო. მაგალითად, შეტყობინებების გაფილტვრა ერთ-ერთი მარტივი გამოსავალია. ხმოვანი სიგნალი მხოლოდ ზარებსა და იმ აპლიკაციებზე შეგიძლია დატოვო, რომლებიც მართლა მნიშვნელოვანია. ასევე, მეილები და მესიჯები დღეში რამდენჯერმე, კონკრეტულ დროს შეგიძლია შეამოწმო და არა ყოველ 5 წუთში.
რაც მთავარია, საკუთარ თავს "მიუწვდომლობის უფლება" უნდა დაიბრუნო. ყოველთვის "ხაზზე" ყოფნა ჩვენი არჩევანია და არა ვალდებულება. მიეცი საკუთარ თავს უფლება, სამუშაო დღის ბოლოს ან შაბათ-კვირას ციფრული სამყაროდან უბრალოდ "გაქრე". ნუ იგრძნობ დანაშაულს, თუ გვიან მოსულ მესიჯზე პასუხს მეორე დილისთვის გადადებ. ასე სამყარო ნამდვილად არ ჩამოიქცევა, სამაგიეროდ, შენი ნერვული სისტემა მოდუნებას, დასვენებას და ძალების აღდგენას შეძლებს.
შემდეგ ჯერზე, როცა ტელეფონის ეკრანზე ახალ შეტყობინებას დაინახავ, შეჩერდი და საკუთარ თავს ჰკითხე: "აუცილებელია ახლავე ვუპასუხო"? გახსოვდეს, რომ ამის ვალდებულება არ გაქვს, შინაგანი სიმშვიდის შენარჩუნება კი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერ შეტყობინებაზე მყისიერად გაცემული პასუხი.
-
5 წიგნი, რომლებიც ადამ სმითამდე და კანტილონამდე უნდა წაიკითხო 5 წიგნი, რომლებიც ადამ სმითამდე და კანტილონამდე უნდა წაიკითხო
გადახედვა
-
შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს
გადახედვა
-
არა, ყოველთვის "ხაზზე" არ უნდა იყო: რატომ არ ხარ ვალდებული, შეტყობინებას მოსვლისთანავე უპასუხო არა, ყოველთვის "ხაზზე" არ უნდა იყო: რატომ არ ხარ ვალდებული, შეტყობინებას მოსვლისთანავე უპასუხო
-
დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ბითლზების ფილმის გადაღებებიდან ახალი კადრები ვრცელდება — რამდენად უხდებიან მსახიობები როლებს? ბითლზების ფილმის გადაღებებიდან ახალი კადრები ვრცელდება — რამდენად უხდებიან მსახიობები როლებს?
გადახედვა
-
გარემოვაჭრეები "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ გარემოვაჭრეები "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ
გადახედვა
-
გვექნება შესაძლებლობა, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები — მაკა ბოჭორიშვილი UNGA-ზე გვექნება შესაძლებლობა, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები — მაკა ბოჭორიშვილი UNGA-ზე
გადახედვა
-
ხმების 99.85%-ით რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერად მეხუთე ვადით აირჩიეს ხმების 99.85%-ით რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერად მეხუთე ვადით აირჩიეს
გადახედვა
-
21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ
გადახედვა
-
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება — მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება — მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა
-
USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი
-
ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ
გადახედვა
-
პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა
გადახედვა
-
15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს 15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს
გადახედვა
-
მარსზე შეიძლება ჟელატინი და საფუარი საშენ მასალად გამოვიყენოთ — ბიობეტონი? მარსზე შეიძლება ჟელატინი და საფუარი საშენ მასალად გამოვიყენოთ — ბიობეტონი?
გადახედვა
-
უკვე ცნობილია, რამდენ ხანს გვეყოფა მთვარის წყლის მარაგი, თუ იქ ქალაქს ავაშენებთ უკვე ცნობილია, რამდენ ხანს გვეყოფა მთვარის წყლის მარაგი, თუ იქ ქალაქს ავაშენებთ
გადახედვა
-
გერმანიის 2 მიწის არჩევნებში ულტრამემარჯვენე AfD-მ და მემარცხენე Die Linke-მ გაიმარჯვეს გერმანიის 2 მიწის არჩევნებში ულტრამემარჯვენე AfD-მ და მემარცხენე Die Linke-მ გაიმარჯვეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის თქმით, Eagl Hills-ის წინააღმდეგ "ნამახვანჰეს 2"-ს ენმ და "ალტ-ინფო" აწყობენ შალვა პაპუაშვილის თქმით, Eagl Hills-ის წინააღმდეგ "ნამახვანჰეს 2"-ს ენმ და "ალტ-ინფო" აწყობენ
გადახედვა
-
IT სპეციალისტს, რომელმაც პოლიციის ძალადობის კადრები მოიპოვა, ნარკოდანაშაულისთვის 17 წელი მიუსაჯეს IT სპეციალისტს, რომელმაც პოლიციის ძალადობის კადრები მოიპოვა, ნარკოდანაშაულისთვის 17 წელი მიუსაჯეს
გადახედვა
-
ალექს რაუფოღლუს ცნობით, ზელენსკი და ტრამპი ერთმანეთს ნიუ-იორკში 22 სექტემბერს შეხვდებიან ალექს რაუფოღლუს ცნობით, ზელენსკი და ტრამპი ერთმანეთს ნიუ-იორკში 22 სექტემბერს შეხვდებიან
გადახედვა
-
სახალხო დამცველმა სააპელაციო სასამართლოს ალეკო ელისაშვილის საქმეზე "სასამართლოს მეგობრის" მოსაზრებით მიმართა სახალხო დამცველმა სააპელაციო სასამართლოს ალეკო ელისაშვილის საქმეზე "სასამართლოს მეგობრის" მოსაზრებით მიმართა
გადახედვა
კომენტარები